შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-661-5 - 1948 წელი


     50. 45. 40...

                                                      პატივცემულო აუდიტორია!

     საჭიროდ ვთვლი, სანამდე წავიკითხავდე ლექსს, რომლის სათაურია „ქა­ლა­ქი წყალქვეშ“, წავუმძღვარო რამდენიმე სიტყვა. ნება მომეცით, გა­გი­ზია­როთ [მცირე] მოგონება იმის შესახებ, თუ როდის, რა პირობებში, რა შთა­ბეჭ­დი­ლების გავლენით დაიწერა ეს ლექსი.
     [ეს იყო] ოცი წლის წინად, გემით „ტეოდორ ნეტტე“ მე მოვდიოდი აფ­ხა­ზეთ­ში. ოცი წლის წინად, ე. ი. მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული [ჩვე­ნი ხუთწლედები 928 წელში] - იყო მხოლოდ მზადება ჩვენი პირველი ხუთწ­ლე­დის დაწყებისათვის. ჩემი [წიგნები] „ეპოქა“, „რევოლიუციური სა­ქართ­ვე­ლო“, „პაციფიზმი“- [ცალკე] რომელიც იმ პირველი ხუთწლედის ეპოქაშია და­წე­რილი, ცალკე წიგნებად გამოვიდნენ 1930 და 1931 წლებში (მანამდე, ე. ი. 1929 წელს ისინი იბეჭდებოდნენ ჟურნალ „მნათობში“).
     ხოლო ეს ლექსი, აი, ეს „ქალაქი წყალქვეშ“ ადრინდელია. იგი დაწერილი [და დაბეჭდილი 1928 წელს იმავე „მნათობში“. 1928 წელს - იმ ხანაში] აქ, [სო­ხუმ­ში] აფხაზეთში ყოფნის დროს 1928 წელს. [ლექსში ნახსენებია ავჭალის ჰიდ­როელეკტროსადგური]. მოგეხსენებათ, ამ ლექსით დაიწყო... [როდესაც დამ­თავრდა ჩვენი დიდი] ამ წელს, როგორც მოგეხსენებათ, თბილისის ახლო დამ­თავრებული იყო ჩვენი პირველი დიდი ჰიდროელეკტრო სადგური „ზა­ჰე­სი“. ლექსში „ქალაქი წყალქვეშ“ იგი დაპირისპირებულია გადასულ საუ­კუ­ნე­ებ­თან. მნიშვნელობა ელეკტროფიკაციისა, [(გაიხსენეთ ლენინის სიტყვები - ელეკ­ტროფიკაცია პლიუს სოციალიზმი)] ამგვარად, [პირველადაა] ნაჩ­ვე­ნე­ბი, ჩვენს პოეზიაში, ჯერ ისევ ოცი წლის წინად. ეს იყო მხოლოდ დასაწყისი შემ­დეგში ასე გრიგალისებურად გაშლილი ელეკტრომშენებლობის. მე ამ ზაფ­ხულ­ზე გახლდით რაჭა-ლეჩხუმში. იქ მოსახლეობის მთელი 99 პროცენტი ელეკ­ტ­როფიცირებულია. [ბოლო] წელს კი დიდის ზეიმით დაიწყო მუშაობა ხრამ­ჰესმა, რომელსაც, „როგორც ჰიდრო-ენერგეტიკულ ნაგებობას, ბადალი არ გააჩნია საბჭოთა კავშირში, ხოლო მსოფლიოშიც ასეთი ხასიათის ნა­გე­ბო­ბა­ნი მხოლოდ ორიოდეა ცნობილი“. [აი, ამონაწერი ჩემი უბის წიგნაკიდან].
     [1929 წელი. ზაფხული...] 1928 წლის ჩემი უბის წიგნში ასეთი [როგორც მო­­გახ­სენეთ] ჩანაწერია: „მისცურავს ჩვენი გემი. ზაფხულის შუადღეა - მე გე­მის ბაქანზე ვდგევარ. უეცრად ზეცა [თანდათან] სწრაფად დაბნელებას იწ­­ყებს - და სიცივესა ვგრძნობ. ამოვარდა საშინელი გრიგალი, [და წამოვიდა] ჯერ მსხვილი წვეთები წამოვიდა, [წვიმამ] თანდათან იმატა, და მალე კო­კის­პი­რულ თავსხმად [წამოვიდა] გადაიქცა. ტყვიისფერ ცაზე იელვა, [გა­ვარ­და მე­ხი... ატყდა] გაისმა გრგვინვა. [იჭექა მეხმა]. კიდევ რამდენჯერმე იელ­ვა და უეცრად იჭექა!!! ზღვა ღელავს - ასე მივუახლოვდით ნავთსადგურს - ზღვაც წყნარდება. წვიმაც შეწყდა...“
     სწორედ ამ დღეს არის დაწერილი ეს ლექსი „ქალაქი წყალქვეშ“.