შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-488-5 - 1948 წელი


ლაღიძესთან. 5 სეკტ., 1948.
დახლი, ნაწილი კედლებისა, ჩარჩო კარების, იატაკის დასაწყისთან საძირ-
კვლები, თვით იატაკი და მაგიდები ყველა მარმარილოსგანაა. ასეა მთელი ორი ოთახი, მაგრამ სიიშვიათეა: ეს ბუნებრივობა რამდენ ძვირფას მასალას წარმოადგენს თავისი იშვიათი ხაზებითა და განუმეორებელი „ღელვის“ მოტივებით. აქ თვით ბუნება სწერს იშვიათ წიგნს: ზღვა ახმაურდა! მარმარილოს თვითეული ნაკეთისთვის საჭიროა ჩარჩო და იგი დაიკიდება ყოველ დარბაზში, როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები ხელოვნებისა, ასეთივე ხაზები აქვს ხანდახან ხესაც, როდესაც იგი კარგადაა გაშალაშინებული... დავიწყოთ ფანჯრიდან:
1. წვიმა ზღვაზე.