შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-629-14 - 1947 წელი


1947 წ., 19 ენკენისთვე (თორმეტის თექვსმეტი წუთია).

როგორც ქორი გინახავს, თებერვლის რევოლიუცია[მ] ისე მოულოდ­ნე­ლად [დაარტ­ყა] დააცხრა ქუთაისს. მე მაშინ მხატვარ თედორე ჩუდეცკის­თან ვცხოვ­რობ­დი. მატერიალურად გამოუსვლელ მდგომარეობაში ვიყავით ორი­ვე­ნი. მაგრამ ერ­თად ვიტანდით ჭირსა და ლხინს... უფრო მეტად, თუ ფული ჩაგ­ვივარდებოდა ხელ­ში, დროს რესტორანებში ვატარებდით, მეორე დღეს კოშ­მარები, თა­ვის­ტკი­ვი­ლი, არაფრის მომტანი დღე, ანგრეული ბინა, სა­ღე­ბა­ვები და ფუნჯები არეული, კედ­ლები დაჭუჭყიანებული. ვცხოვრობდით ჯი­ბოს სახლში, ჯიბოს ჯიბემ პაო­ლო­საც უღალატა და არც „კორპორაციას“ გა­აჩ­ნდა რამე, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა. სახლ­თან სრულიად არავითარი კავ­ში­რი არა მქონდა, რომ მქონოდა კიდეც, მერე რა? არც სახლში არ გააჩნდათ რა­მე... არსაიდან რაიმეს [მოლოდინი] იმედი, არა­ვი­თარი სახსარი საარსებო, არ­სად არ ვმუშაობდი, რედაქციებშიც [გაჭივრებული] „ჭი­დოსნურად“ იყო საქ­მე... არაფერი არ ჰქონდათ არც მათ და მე რას და­მეხ­მა­რე­ბო­დენ... ერთის სიტ­ყვით - სრული უიმედობა, ყოველი მხრივ და აქ კიდევ - ამბავი ბეგ­ლარ ახოს­პი­რელთან. ორ-ორი კვირა გვქონდა პატიმრობის გადაწყვეტილი - „სიმშ­ვი­დი­სა და წესრიგის დარღვევისათვის“. დღე-დღეზე ველოდი დაპატიმრებას. უეც­­რად მოხდა რევოლიუცია და ის შენი ლავრენტი მახარაძე თვითონ და­ი­ჭი­რეს თა­ვისსავე საპოლიცმეისტროში. იქიდან თვითონ გეგეჭკორი ჩაუჯ­და ეტ­ლში და მთა­ვარ ქუჩაზე რომ გამოატარა მახარაძე, ხალხმა ერთი კი დაიძახა „უუო“ და გა­დავარდა ქუჩაში მახარაძის დასაწიწკნად, მოეხვია ეტლს და რომ ევ­გენი გე­გეჭ­კო­რი არა, დაგლეჯდენ. ევგენი წამოდგა ეტლში, მქუ­ხარე ხმით და­იძახა: „რასა სჩა­დიხართო“. ხალხმა პატივი სცა გეგეჭკორს, თორემ მა­ხა­რა­ძის საქმე წასული იქ­ნებოდა. ისე იყო ეს არწივივით კაცი მობუზული, ხა­ფან­გში ჩავარდნილი [ტურა] მგე­ლი გეგონებოდათ. შიში თვალებში უკრთო­და ისე­თი, რომ გადმოცემაც ძნელია. აქეთ-იქით უმწეოდ იცქირებოდა, თითქო მე­­ლიააო და კაცს უსათუოდ გაახ­სენ­დე­ბო­და ამ დროს პოეტის სიტყვები: „ვით და­­სასჯელი, დასჯის წინ, გარეშემო ვეძებ სულს მახლობელსო“.. და აი, კიდეც შეხ­­ვდა ერთმანეთს ამ დროს ჩვენი თვალები. „კარ­გი მახლობელიაო“, - გაი­ფიქ­რა, ალბად, მახარეძემ; მე კი გავიფიქრე: „აჰანდე, მე რომ დაჭერას მიპი­რებ­დი, ეხლა ხომ თვით შენ ბრძანდები უფრო უარეს მდგო­მა­რეო­ბაში-მეთქი, ევ­გენი გეგეჭკორს უმადლოდე, არა ნახავდი შენს სეირს“. თურმე ბეგ­ლარა ახოს­პირელიც გვერდითაა.
- აჰანდე! - ყვიროდა იგი, - მე რომ მიპირებდი დაჭერას, ეხლა? ეხლა აჰან­დე, ესეც შენა!

 Стеклография.
სიასამური. Зубоскалы. Зубоскалу.
Суббота. რაუდი.
Чтобы брюки трещали.