შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-198 - 1947 წელი


1. ორი ლექსი გაზ. „სოციალ-დემოკრატ“-ში 1917 წ. „დროშები ჩქარა“ და „ნი¬კო¬ლოოზი“ ხელის მოწერით „გალაკტიონ“.
2. ბრძოლა „გალაქტიონსა“ და „გალაკტიონს“ შორის და რითი გათავდა ეს ომი...
3. „გალაკტიონი“ მეტრიკული ამონაწერები და დედის წერილებით.
4. წიგნები - 1914, 1918, მომდევნო წლების წიგნები, თხზულებანი, „მნა¬თო¬ბი“ და წიგნი „ოქრო აჭარის ლაჟვარდში“.
5. განსაკუთრებული ელფერი ბრძოლისა მეოთხე ტომისათვის! წარ¬წე¬რი¬სათვის „გალაკტიონი“.
6. არ არის არც ერთი პოეტის მიძღვნილი ლექსი, სადაც იყოს ტაბიძე - არის „გალაკტიონი“.
7. დროის ეკონომია გამოთქმაში „გალაკტიონი“ (აქ შეიძლება ქაღალდის ეკო¬¬ნომია, მკითხველისათვის თვალის ჯანმრთელობის ეკონომია, მელანის ეკო¬ნო¬მია).
8. სიტყვის ეკონომია „სტენოგრაფიაში“.
9.  სტენოგრამა სახელისა „გალაკტიონი“.
10. როგორ აღნიშნა კომისარმა დრო 1947, 30 იანვარს. მან უთხრა თა¬ნამ¬შრომ¬¬ლებს:
- რაშია საქმე? პასპორტის დაკარგვის შემთხვევაა? მერე სად... მა¬ჭა¬ვა¬რი¬ანი! რას ჰქვია ვერ ნახეთ? (ხელი დასდვა მაგიდაზე). თქვენ იცით ეს ვინ არის? ამას სად სცალია ამისათვის იაროს? არ ვნახო მე ეს აქ მეორედ - დროზე ჩა¬აბარეთ პასპორ¬ტი!
კიდევ მიუბრუნდა მეორედ:
- ეს რასა ჰგავს: ამ კაცს აქ მესამედა ვხედავო! სად ცხოვრობთო? დღესვე ჩა¬¬ა¬ბარეთო პასპორტი.
11. ჰერბერტ უელსს მთელი რომანი აქვს დაწერილი „Машина времени“.
12. ჩემი წერილი „ლომისში“ სივრცის შემოკლების შესახებ (იხ. საქაღალდე 1922 წლის).
13. აგიოგრაფიაში სულ ყველგან სახელებია მხოლოდ.

Цена минуты
Задумались ли вы над тем, как много времени и сил ежедневно сберегают нам такие привычные вещи, как водопровод, трамвай, тролейбусы. В Москве трам¬ваи, тролейбусы, метро, перевозят ежегодно свыше 3-х млрд. пассажиров. Ес¬ли каждый пассажир экономит на этом хотя бы 10 минут, то за год составит 30 млрд. минут, или около 60 тысячи лет.
За сотни и тысячи километров мы слышим по радио не только последние из¬вестия, но и оперы и спектакли в исполнении лучших певцов и музыкантов, лек¬ции мировых ученных. Мы успеваем во много раз больше, чем наши деды и пра¬деды. Всего лишь два-три поколения назад не хватило-бы и десятка че¬ло¬ве¬чес¬ких жизней, что-бы узнать, увидеть, услышать, и, главное сделать то, что дос¬тупно каждому из нас.
(Календарь отрывной, 1947 г., Огиз – Госполитиздат, к 29 январю)

*
სტენოს - მოკლე, ვიწრო, ჩქარი.
გრაფეი - წერა.
სტენოგრაფია - ჩქარი წერა.
„სტენოგრაფია" - რაციონალიზირებული წერაა, რომლის საშუალებით ადა¬¬მიანს შეუძლია ჩასწეროს სხვის მიერ წარმოთქმული სიტყვა ან თავისივე აზ¬როვ¬ნების სწრაფი დენადობა.
გერმანელი მეცნიერი: „დიადია ხელოვნება, რომელიც აღბეჭდავს თა¬ნა¬მედ¬¬როვე და მომავალ თაობათათვის უდიდეს აზრებს, უმარტივეს ნიშნებით, უს¬წრაფეს ვადაში და უმცირეს მანძილზე“.
78 წელს ჩვენს ერამდე რომაელ გრამატიკოსის მაკოტული ტირონის მიერ შედ¬¬გენილი იყო სტენოგრაფიის თეორია, რომელიც ცნობილია ტირონის ნო¬ტე¬ბის სახელ¬წოდებით.
ევროპაში სტენოგრაფია განვითარდა მე-18-19 საუკუნეებში, პარ¬ლა¬მენ¬ტა¬¬¬რიზ¬მის გამო.
სისტემა ორნაირია: გრაფიკული (ჩვენში და გერმანიაში), გეომეტრიული (ინ¬¬გლისი, საფრანგეთი).
გრაფიკული სისტემა:
1. ბგერები აღინიშნება ჩვეულებრივ წერ. ასოების ნაწილებით.
2. ნიშნებს ეძლევათ დახრილობა მარჯვნივ.
3. ასოების შეერთების დროს ჰქმნიან მახვილ კუთხეს.
4. ასოები უკავშირდებიან ერთმანეთს, უმთავრესად შემაერთებელი ხა¬ზე¬ბით.
წამში - იწერება 2 სიტყვა.
წუთი - 120 სიტყვა.