შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-197 - 1947 წელი


„შადრევანი“. 1915 წ.
№3. ორშაბათი, 5 იანვარი.
1. მ. წულუკიძის წერილი: „გ. ტაბიძის ლექსები“.
2. „გ. ტაბიძე“ - ყდა წიგნისა. 1914 წელი.
№4.
[3. ს. აბ-ლი. „ყვითელი ფოთოლი“. ფელეტონი].
3. „გ. ტაბიძე“ - ყდა წიგნისა 1914 წ.
№5.
4. ს. აბაშელი: „ყვითელი ფოთოლი“ - ფელეტონი.
№6.
5. აისორები. ურმიიდან თბილისში ბევრი აისორი შემოიხიზნა. მათ, რო¬გორც ომის მიერ დაზარალებულთ, დახმარება და ყურადღება სჭირიათ („ახა¬ლი ამბები“).
№7.
6. ახალგაზრდა მგოსნები აკაკის ცხედართან. თბილისის კომიტეტმა გა¬დაწ¬¬ყვი¬ტა საჩხერეში გაგზავნოს აკაკის ცხედრის პატივსაცემლად და ცოც¬ხალ ყვავილე¬ბით შესამკობლად ახალგაზრდა მგოსნები: ს. აბაშელი, ს. შან¬ში¬აშ¬ვილი; გ. ქუჩიშვი¬ლი და ი. გრიშაშვილი. აგრეთვე მიმართა ქუთაისის კო¬მი¬ტეტს, მათაც გამოგზავნონ ამ მიზნით ვ. რუხაძე და გ. ტაბიძე („ახალი ამ¬ბე¬ბი“).
№8.
7. „აკაკის ცხედრის ჩამოსვენება“ (საჩხერიდან თბილისამდე). ოთხ თე¬ბერ¬ვალს დილის ცხრა საათიდან დაიწყო ხალხმა თავის მოყრა აკაკის ეზოში. მე¬ათე საათზე უკვე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. ეზო და გზა ერთიანად გა¬ივსო, განსაკუთ¬რებით, გლეხობით. ათ საათზე მგოსნის ცხედარი მისმა მეგ¬ვა¬რეებმა გამოასვენეს ეზოში. შეგროვილმა ხალხმა მუხლი მოიყარა მგოსნის პა¬ტივსაცემლად. ეზოში გ. წერეთელმა, როგორც გვარის წარმომადგენელმა, მოკ¬ლე სიტყვით მიმართა საზოგადოებას. მერე წესი აუგეს, რის შემდეგ ჯრუ¬ჭის მონასტრის წინამძღოლმა სიტყვა სთქვა, ამ დროს კუბოს ირგვლივ თავს იყ¬რიან მწერლები: ნ. ნიკოლაძე, გ. ლასხიშვილი, ი. ფანცხავა, გ. ტაბიძე, ვ. რუ¬ხაძე, გ. ქუჩიშვილი, გ. დიასამიძე, ს. ფირ¬ცხალავა, შანშიაშვილი, გ. გვე¬ლე¬სი¬ანი, ი. გრიშაშვილი და სხვ. ი. იმედაშვილი.
ეზოდან კუბო გამოასვენეს მწერლებმა, შემდეგ კი მიცვალებული მო¬აქვთ გლეხებს სადგურამდის. წინ მიცვალებულს მიუძღოდენ ექვსი შავად გა¬მოწყობილი ცხენოსანი, სამგლოვიარო ბაირაღებით. შემდეგ მოსდევდენ მო¬წაფეები, გზადაგზა ორივ მხრივ აუარება ხალხი იდგა. გზას პატარა ქალები იით ჰფენდენ, სახლები შა¬ვი ბაირაღებით ჰქონდათ ბევრს შემოსილი, აქა-იქ ლა¬მაზი თაღები იყო გაკეთე¬ბული, რომლის ქვეშ პროცესიამ გაიარა.
პირველ სიტყვას ამბობს ახალგაზრდა მგოსნების წარმომადგენელი - ს. აბა¬შელი (ლექსით), შემდეგ გლეხების წარმომადგენელი - დ. ტაბატაძე, მერე სა¬ვანელების, ებრაელების, სომხების წარმომადგენელნი.
სადგურის წინ მოედანზე 10 საათზე ბევრი კაცი და ქალი იყო შეგროვილი. წარ¬¬მოითქვა სიტყვები.
სამის ნახევარს მიცვალებულის გვამი ლამაზად მორთულ ვაგონში შე¬ას¬ვე¬ნეს. მალე მატარებელი ძვირფასი ნეშთით დაიძრა.
„მატარებელი ნელა დაიძრა. რა სურათი იყო! მთელმა ხალხმა მუხლი მო¬ი¬ყარა, მიწაზე დაემხო. მატარებელი კი იძროდა ნელა, სულ ნელა. მეც მუხ¬ლმოყ¬რილი [ვიდექი ამ] ვიყავი ამ დროს, დიდხანს, სანამ მატარებელი თვალს არ მიეფარა“.
- ამავე ნომერშია ს. ჯინჭველაშვილის „მოგონება აკაკიზე“ (აკაკი. მო¬გო¬ნე¬ბა). მეცა ვარ ნახსენები.
- როგორ თამაშობდენ „ბუტიაობას“. წაკითხვა უნდა პიესას.
№9.
„შრომა“. დაიკეტა ქუთაისის ყოველდღიური გაზეთი „შრომა“ (ამ გაზეთში ჩე¬მი რამდენიმე ლექსია მოთავსებული).
№14. კვირა, 22 მარტი.
„ახალი ამბები“ ჟურნ. „თეატრი და ცხოვრება“. გამოსვლა (სააღდგომო ნო¬მე¬რი. მოხსენიებულია ჩემი ლექსი).
ღია წერილი ტუტკუ გვარამიას. „წელიწადზე მეტია, რაც ჩემგან მიიღეთ ხუ¬თი მანეთი პოეტი ტაბიძის წიგნებისა. თქვენ უნდა გამოგეგზავნათ ათი ცა¬ლი. მიუხედა¬ვად ორჯერ მომართვისა, სდუმხართ და ამ დუმილით მე სა¬ძა¬გელ მდგომარეობაში მაყენებთ - იმ ხელისმომწერლების წინაშე, რომ¬ლე¬ბი¬სა¬განაც მიღებული მაქვს თქვენ მიერ გამოცემული წიგნების საფასური, უკა¬ნას¬კნელად გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ათი ცალი წიგნი. ალექსანდრე გამ¬სა¬ხურ¬დია. სადგ. სურახანა“.
№15.
„ბ-ნო რედაკტორო!
გთხოვთ, დამისტამბოთ თქვენ პატივცემულ გაზეთის უახლოეს ნომერში შემ¬¬დე¬გი განმარტება: „შადრევანის“ მე-14 ნომერში დასტამბულია ბ. ალ. გამ¬სა¬ხურ¬დიას ღია წერილი. ბ. გამსახურდია სხვათა შორის ამბობს: „ერთი წელია ფუ¬ლი მიღებული გაქვთ და წიგნები არ გამოგიგზავნიათო“. ამაზე უნდა მო¬ვახ¬სენო ბ. გამ¬სა¬ხურდიას, რომ მას ჩემს სახელზე ფული არ გამოუგზავნია და მიღებული მაქვს თუ არა, არც ის ეცოდინება. და მეორე ის, რომ იმ პირს, რო¬მელსაც მან ფული გამო¬ატანა, მე ოთხ თვეზე მეტია წიგნები გავუგზავნე. და თუ ბ-ნ გამსახურდიას არ მიუღია, ამაში, ვგონებ, ბრალი მე არ უნდა მი¬მიძ¬ღოდეს. ამიტომ, სანამ რედაქციას შეაწუხებდა, მას შეეძლო შე¬კით¬ხე¬ბო¬და იმ პირს, რომელსაც მან ფული გამოატანა და ის უპასუხებდა.
აქვე, აგენტების და ხელის მომწერთა საყურადღებოდ ვაცხადებ: იმ აგენტს, რომელსაც დღემდის ანგარიში არ გაუსწორებია, უკანვე დაუბრუნონ ხე¬ლისმომ¬წერთ ფული, ვინაიდან მე უკვე წიგნები არ მომეპოება, თუ კიდევ ვინ¬მეს ექნება რაიმე შეკითხვა, რომ რედაქციები არ შეაწუხონ, ვთხოვ, მომ¬მარ¬თონ შემდეგი მისა¬მართით: „Кутаис, 2-ая Александровская ул. С. Д. Тутку Гва¬рамия. გ. ტაბიძის წიგნის გამომცემელი ტუტკუ გვარამია“.
№17.
- ოცხელი სასეირნოთ წასულა სოფელ ჭომისაკენ - მეგობრებთან ერ¬თად. იქიდან შეზარხოშებულნი დაბრუნებულან. ფერმის ზემოდ, ე. ს. „მეფის ტახ¬ტთან“ - გადაღობებიათ ორი შეიარაღებული უცნობი, გაუჩერებიათ და ვაჭ¬რებისთვის გვარი უკითხავთ. ოცხელს თავისი გვარი დაუმალავს. მაინც უც¬ვნიათ და გაუტაც¬ნიათ, დანარჩენმა ვაჭრებმა პოლიციას აცნობეს და ეძე¬ბენ შანტაჟისტებს.
ამავე ნომერში ალბურიონი ლექსადა სწერს:
და, ვითღა დავსტკბე, ჩემო მამულო,
შენის ბუნების სიკეკლუცითა? -
ეხლა კუჭია მრწამსი, სიმბოლო,
მისთვისღა ვიბრძვი მე სიმტკიცითა!
NВ. ალბურიონიზმი.

*
გ. ქუჩიშვილი. 1. ქარიშხლების. 2. ჩემს პროცესიას. 3. ერთად რომა ვართ. 4. შენ ჩვენს შორის. 5. წერილი მნათობში.

გ. ქუჩიშვილი
ქარიშხლების
უდიადეს
გამძლე
დირიჟაბლს,
ჩვენი
საუკუნის
უბრწყინვალეს
მარგალიტს,
სიამაყეს
ჩვენი
პოეზიისას -
გალაკტიონ
ტაბიძეს -
გ. ქუჩიშვილისგან

Галактиону
(С посланием книги)
Бурь – (невзгод)
Величайшему,
Устойчивому,
Дирижаблу,

Нашего
Века
Блистательнейшему
Жемчугу.

Гордости
Нашей
Поэзии
Галактиону.

ანდერძიდან
ჩემს
პროცესიას
ამშვენებდეს,
გალაკტიონი,
გვარად -
ტაბიძე,
და
ტიტულით
მეფე -
მგოსანი:
მის
ლექსთა
თქმაზე,
ელვარებდეს
თვითონ
სიონი.

*
1. შენ - ჩვენს შორის.
2. გალაკტიონ ტაბიძეს (ერთად).
3. წერილი „მნათობში“.

აი, ამ ბაღში
1. აი, ამ ბაღში, 1918 წ. დავდიოდი მარტო. იყო შემოდგომა. ავყევი ბილიკს ზე¬ვით. იქ, აუზთან...
2. ამ ბაღში იყო ფურხანის მსგავსი რაღაც. ერთხელ ზევით, თამბაქოს ფაბ¬რი¬კაში რომ საღამო ჩავატარეთ, მე და გიორგი აქ გადმოვეშვით. ვსვამდით დი¬ლამდე.
3. მტკვრის პირად სუფრაც გავშალეთ ამ ბაღში ერთხელ, მე, კოტე მა¬ყაშ¬ვილმა, ნიკო შიუკაშვილმა, შიო მღვიმელმა. მღეროდენ კოტე და ნიკო შე¬სანიშნავად. შუაღამისას დავიშალენით.
4. ამ ბაღში დავდიოდით მე და ოლგა იურიევნა. მტკვრის პირას ბაღში მშვე¬ნიერი პატარა, სულ პატარა კიოსკი იყო.
5. ამ ბაღში ერთხელ კინო იყო. ვნახეთ დაუვიწყარი ჩემთვის დღემდე მეზ¬ღვა¬ური.. მთელი ერთი კვირა გვახსოვდა.
6. ამ ბაღში მთაზე იდგა ვერანდა. იქ დავწერე ერთი ლექსი.
7. ამ ბაღზე ერთხელ სწერდენ - ერთი საუკეთესო ბაღთაგანიაო ტფი¬ლის¬ში. მართლაც, საუცხოვო ხეივანია კარაგაჩისა.
8. ამ ბაღში მტკვრის პირას მშვენიერი კაფე იყო. წინ წაწეული მდი¬ნა¬რი¬სა¬კენ - სპეციალურად მის ბაღში. იდგა ხე და მის ქვეშ მე და ო. ი. ხშირად დავ¬დიოდით.
9. ამ ბაღში ხშირად დავდიოდი მარტოდმარტო, საშინელი ფიქრებით. ო, გახ¬სე¬ნებაც ძნელია. რა არ გადახდება თავს ადამიანს.

*
18 ნოემბერს, 1947 წ.
საღამო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. საამშენებლო ფა¬კულ¬ტეტის ალკკ ბიურო აწყობს საქართველოს სახალხო პოეტ¬-აკადემიკოს გა¬ლაკტიონ ტაბიძესთან შეხვედრას.
I. 1. შესავალი სიტყვა (თ. კვირკველია). 2. გალაკტიონის ცხოვრება და შე¬მოქმედება (ს. კინწურაშვილი). 3. გალაკტიონი - სახალხო პოეტი (ნ. ჯან¬ბე¬რი¬ძე). 4. გალაკტიონის ლირიკა (ნ. მგალობლიშვილი). 5. მისალმებები.
II. განყოფილება - კონცერტი.