შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-195 - 1947 წელი


არ უნდა ამას დიდი კვლევა
ცისფერი ყანწელების ნაშთები - ეხლა არიან: კოლაუ ნადირაძე, შალვა აბხაიძე, სერგო კლდიაშვილი, რაჟდენ გვეტაძე. ოთხივე შესანიშნავად არიან მოწყობილნი.
კოლაუ თარგმანებშია (თარგმანები ეხლა ცოტა ფულს როდი იძლევა).
შალვა აფხაიძე ჩვენს აკადემიაშია, გამომცემლობას განაგებს, ამასთანავე თეატრალური საზოგადოების მდივანია, კავშირი აქვს გამომცემლობებთან.
სერგო კლდიაშვილი  რომანებსა და მოთხრობებს სცემს - აპირებს რუსულად და ქართულად კიდევ და კიდევ.
რაჟდენ გვეტაძე ხომ არის და არის მოკალათებული „საბჭოთა  მწერლის“ გამომცემლობის გამგედ.
ისინი ახერხებენ ფუტურისტებთან საერთო ენის მონახვას.
საინტერესოა, რა კავშირშია მათთან გიორგი ლეონიძე? (სერგო კლდიაშვილსა და მას ერთ დროს კონტაკტი ჰქონდათ ჩემს წინააღმდეგ). „Разделяй и властвуй, пожалуйста“ (ხვდება თუ არა მათ შადურის გამოსვლა?). ვინ არის ნეტა ის გუნია, ლეონიძეს რომ აქებს?
მათ სხვა ყველა წინანდელი პოზიციები დასტოვეს, მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ ძველ პოზიციებზე დგანან.
რა თქმა უნდა, ესენი მთავარი ყანწელები არ არიან.
ეს ნაყარ-ნუყარია!!!

*
ვინ უნდა იქნეს ჩემი წიგნის რედაკტორი?
ნატროშვილი? არას გზით!
შალვა რადიანი? არ გამოდგება!
ჭეიშვილი? Сволочь!
გიორგი ჯიბლაძე?
სერგო ჭილაია?

*
სევდა მას დასძლევს, ვინაც ცოდნას არ ეკარება.
[ცოდნა არვის არ ეკარგება.]
კარი კარად ბჭეს ეკარება.

ეკარება კარი. ეკარება თავში. ეკარება. ემრეკარება მტერი (სევდა) მას.

ციხე. ნ-ეკი. ლ-ეკი.

*
1. მტერი მას სძლევს, ვინაც ცოდნას არ ეკარება.
2. ციხე გასძლებს - ცოდნის კარი თუ ეკარება.
3. უნდა ამ წლებს ცოდნის ზარით ამრეკარება.
4. [გაიცელოს, გაიწმინდოს] ხვავს მოშორდეს ნარეკარება.

დამტვრეული საათი (იგავ-არაკი).

*
1947. 22 ოკტ.
საოქტომბრო საღამო 30 ოკტომბერს. მასწავლებლის სახლში. ოთხშაბათს.
(ფურცელაძის ქ. №). ტელეფონი - 3-52-46. სახლის გამგე - ნოზაძე.
საღამოს თავმჯდომარე.
შესავალი სიტყვა: აკად. ვიქტ. კუპრაძე. ან... მარიამ ბურჭულაძე.
მოხსენება: „გალაკტიონ ტაბიძე და ოკტომბრის რევოლიუცია“. მომხსენებელი: გ. ორახელაშვილი.
სიტყვები: იპ. ვართაგავა - აკაკი და გალაკტიონი.
(ხომლელი, დარია ახვლედიანი, ილია ბახტაძე).
კინო: 1. საიუბილეო საღამოს გამო. წიგნებით. 1938. 2. სანაგიტთეატრის საღამო გადაღებულია. 1945 წ. 3. 9 მაისის ხელოვნების სასახლეში. 1945 წ. 4. შოვი - გადაღებულია. 1947 წ.
 
კონფერანსიე: პიერ კობახიძე.
მსახიობები: ოთარ ჩხეიძე, მედეა ჩახავა.

ბორის სერებრიაკოვი - დღეს წაიღო ლექსი სათარგმნად.
კანდელაკი. სოხაძე. მაჭავარიანი.
ადრესი: 1. სალიტ. წრისაგან, 2. მასწავლებლებისაგან.

რა წრეებია კლუბთან?
ფოტო. სამხატვრო-სალიტერატურო. პედაგოგიური. ნიშნავს თუ არა რაიმეს მხატვართა კლუბის სიახლოვე?
სახელგამის კიოსკი - კარგად გავარ. მე მთელი...

საოქტომბრო საღამო 30 ოქტომბერს
23 - ოთხშაბათს მასწავლებლის სახლში ვიყავით მე, სახლის გამგე - ნოზაძე და მომხსენებელი - ორახელაშვილი (გამოდგა „ჟულიკი“). შევთანხმდით. პროგრამა დაახლოვებით ასეთია:
1. შესავალი სიტყვა: ვ.კუპრაძე ან მ. ბურჭულაძე (არ იყო).
მომხსენებელი: ორახელაშვილი (არ გამოდგა).
სიტყვები, ლექსები. ჩემი გამოსვლა.
2. მომღერლები და დეკლამატორები.
3. კინო.
ბილეთები გაიყიდება - 3.000 მანეთისა (არ გაყიდულა არც ერთი). 3.000 მ. უმატებს კლუბი (კაპეიკიც არ მოგვცა შემოსავალიდან).
მომღერლები და დეკლამატორები საქ. ფილარმონიიდან.
რჩება კინო (მე დამევალა). იქნება მიმართვა  ვ. მაჭავარიანისადმი. მე იმედი მაქვს ხაჩიძის და ჭიაურელის. საჭიროა, უსათუოდ მოინახოს ეს ფილმები (მოეწყო, მაგრამ...).
აფიშა უნდა შედგენილ იქნას ხვალვე. ორახელაშვილს უნდა (ჩემის აზრით კი, აფიშას სჯობია) ერთი ნომერი კარგი გაზეთის. თუ ორივე იქნება (არც ერთი არც მეორე. აფიშები არ გაკრულა).
დეკლამაცია: პიერ კობახიძე, თამარ ჭავჭავაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ნოდარ ჩხეიძე, მედეა ჩახავა.
სიმღერა: სოხაძე, ყვარელაშვილი, ამირანაშვილი, ხარაძე.
კინო: 1. 1938 წლის გადაღება (არ იყო). 2. სანაგიტთეატრის გადაღება (არ იყო). 3. 9 მაისი მწერალთა კავშირში (არ იყო). 4. შოვის (იყო ერთად ერთი). 5. "ოკტომბრის სხივებში" (არ იყო).
ანდრო თევზაძე. ნონეშვილი (არც ერთი).

ეხლა საქმეა - გაზეთი. ამისთვის მზად არის: კლიშეები, წერილები, ლექსები, ბიოგრაფია, მოხსენება (არ გამოსულა).
სჭირდება მონახვა, დალაგება.
ორახელაშვილი ენერგიული კაცი სჩანს. გამოდგება რედაკტორად(!). გაზეთს ჯერ ავაწყობინებთ და მერე... ნებართვაა საჭირო (ასე?). წერილი მხოლოდ სამი: აკად. კეკელიძის, პეტრე შარიასი და ორახელაშვილის (ასე?). (არავითარი მუშაობა არ ჩატარებულა).
„მივყვეთ, გავუგონოთ ბორბლებს სიარული.
მათში მომავალი მღერის მხიარული“.
ან და:
მივყვეთ, გავუგონოთ ბორბლებს სიარული,
ვძებნოთ მიმდევრები ჭკუა-მხიარული!
(ორახელაშვილების მსგავსი).
ორახელაშვილმა მითხრა: „რა ვქნაო, დისერტაცია უნდა დავიცვა თქვენზეო. არ ვიზიარებო ჩვენი კათედრის გამგის - პროფ. რადიანის აზრს, რომ თქვენში წარსულში ყველაფერი პესიმისტური იყოსო. მაგრამ თვითონ ამ აზრისაა და მის წინააღმდეგ რომ წავიდე, უსათუოდ რაიმეს მიეშმაკებს და ამდენი ხნის ნაშრომს ჩამიგდებსო“. ნუთუ ასეთი კაცია რადიანი?
ალბად, თვით იმ რადიანის მონოგრაფია სულ ამ იდეაზეა აგებული. არასგზით არ ეშვება, და ბოლოს წააგებს, ცხადია... (ასეც აღმოჩნდა!).
მონოგრაფია რომ ჩავარდეს, ჩემთვის ეს არ ვარგა, წიგნი საბაბი იქნება აზრთა გაცვლა-გამოცვლის, მაგრამ ვინ უნდა წავიდეს რადიანის წინააღმდეგ? საჭიროა და ძალიანაც საჭიროა - კარგად შესწავლა მასალების ამ მხრივ. ერთი კარგი მომხსენებელი. აქ ორახელაშვილი, ცხადია, არ ივარგებს.
შეიძლება, ბენაშვილი? მე მახსოვს, იგი ერთხელ იცავდა აზრს „წინანდელი ჩემი ოპტიმიზმისას“ ლექსით „სანთლები და იდეალი“-თ გამოხატულს.
საინტერესოა, ბენაშვილთან მოლაპარაკება რომ გავმართო, რა ნაყოფს გამოიღებს... თვით ჩემი ჩარევა ამ საქმეში უხერხულია, მაგრამ მე მაქვს მასალები.

იგავ-არაკები
კუჩხა და საათი
ცხოვრობდა ამ ქვეყნად კუჩხა ბედნიერი...
        კაცი არცა თუ ყრმა, არც ისე ხნიერი...
ჰქონდა შავი დღისთვის ფლური ცოტაოდენ...
        არცა თუ სწყუროდა, და არცა შიოდა.
ეზოს კოინდარში მიდი-მოდიოდა.
        ახლო-მეზობლები მის ბედს შენატროდენ:
როგორ არ იქნება მრავალ-ჟამიერი
        კუჩხა ბედნიერი...

ერთმა მეზობელმა მტრობა განიზრახა.
კუჩხას ამოგდება მიზნად დაისახა.
ძველი მან საათი, სადღაც [შეიძინა] ჰქონდა შინა,
კუჩხას გადაუგდო, სწორედ სახლის წინა.
ვნახოთ, რას იზამსო ქონება-ძლიერი
        კუჩხა ბედნიერი.

დილით რა იპოვა კუჩხამ ეს საათი,
ბევრი არ გააბა ბჭობა-მასლაათი.
დიდად გაიხარა: თუმცა მოშლილია,
ჩვენი მესაათე აქ არ მყავს, ილია?
და მესაათესთან მიდის [ბედნიერი] გონიერი
        კუჩხა ბედნიერი.

*
1
[ცხოვრობდა ამ ქვეყნად]
გვიყვება დიდედა:
კუჩხა ბედნიერი,
[კაცი] იყო არცა თუ ყრმა,
არც ისე ხნიერი.
ჰქონდა შავი დღისთვის
ფლური ცოტაოდენ.
ძროხები ბღაოდენ,
კატები კნაოდენ,
[და იყო მართლაც
ძლიერზე ძლიერი]
ცხოვრობდა, არც რა აკლდა,
სოფლის მადლიერი.
კუჩხა ბედნიერი...

2
არცა თუ სწყუროდა,
არცა თუ შიოდა,
[ეზოს კოინდარში]
ჩიბუხს აბოლებდა,
მიდი-მოდიოდა...
[ახლო] შურით მეზობლები
მის ბედს შენატროდენ,
კუჩხას შეხედავდენ
და ერთხმად ამბობდენ:
„როგორ არ იქნება
მრავალ-ჟამიერი
კუჩხა-ბედნიერი?“

3
ილომ, მეზობელმა
მტრობა განიზრახა,
კუჩხას ამოგდება
მიზნად დაისახა.
ძველი მან საათი
(სადღაც ჰქონდა შინა)
კუჩხას გადაუგდო
[სწორედ] ლამის სახლის წინა...
- ვნახოთ, რას იზამსო,
ქონება-ძლიერი -
კუჩხა-ბედნიერი!

4
დილით რა იპოვა
კუჩხამ ეს საათი,
ბევრი არ გააბა
ბჭობა-მასლაათი.
დიდად გაიხარა:
თუმცა მოშლილია,
ჩვენი მესაათე
აქ არ მყავს, ილია?
და იმ მესაათეს -
ნახავს [გონიერი] თვინიერი,
კუჩხა ბედნიერი!

5
კუჩხას მესაათემ
ფლური გამოართვა
[საათიც] და სამაგიეროდ
საათიც მომართა
(რა, ძველი საათი
მიმართა, მომართა -
კუჩხას მესაათემ
ფლური გამოართვა).
[მერე რა მანდედამ]
შრომას რომ დაჯერდა,
ორ დღეს იმუშავა,
საათიც გაჩერდა...
ისევ მესაათეს
მიადგა ცბიერი
კუჩხა-ბედნიერი!

6
ახლაც მესაათემ [ისევ]
ფლური მოითხოვა.
კუჩხამ მას მიჰგვარა
ხბოთა მთელი გროვა.
ცხვარი რაც გააჩნდა,
ძროხაც მთების ტოლა,
ჯორიცა და ცხენიც
სულ ზედ მიაყოლა -
გადაჰყვა იმ საათს
მხნე, გულისხმიერი
კუჩხა-ბედნიერი.

7
საათი გაფუჭდა
მესამოცდაათედ.
გამდიდრდა, გასუქდა
იგი მესაათე.
მთქმელს ამ არაკისას
შენ ყური დაუგდე -
გსურს კაცის დაღუპვა?
ჩუმად გადაუგდე
მოშლილი საათი
[აწ თვითონ მშიერი]
დე, [დარჩეს] სდევდეს მშიერი
კუჩხა ბედნიერი!

*
ციმბირის ნაძვი. Larix sibirica.
დაირეკა - ზარი. გაირეკა - ღრუბლები. დაირეკა - მტვერი.
შეირიგა - დამდურებული. დაირიგა.
Larix sibirica.

*
წინ მიისწრაფვის [ნებით] ასე ნაზარდი
[მეგობრობაში მარად წრფობილი]
უფლების ომში მტკიცედ წრთობილი
მეომარ ხალხის ფარ-მუზარადი
მიზანით მარად კეთილშობილით.
მტკიცეა [როგორც] მისი ფარ-მუზარადი,
მისი მიზანი კეთილშობილი.

*
გასწორებული მასალები მე-V ტ. აფხაზეთის წიგნიდან:
1. ჩინეთი - 59.
2. ოქროს ქნარი - 1 გვ.
3. საბერძნეთი - გვ 61. 38.
სამი პალმა.
4. მრავალშვილიანი დედა.
5. ქართული ანბანი.
6. შავი ზღვიდან ნიავი ჰქრის (შეხვედრა მთ..)
7. Larix Sibirica.

*
[მიაღწევ მიზანს. ყველა ერების]
წინ მიისწრაფვის არა ამაოდ,
ის ხალხის მიერ არის ნაზარდი.
[ყველა ერების] ფარ-მუზარადი.

*
I. ახალწლის ლექსები. არჩევნების ლექსები. ლექსები ახალგაზრდობაზე.
გ. ლექსები მშენებლობაზე.
II. ლირიკული ლექსი „შავი ზღვა“. ზღვა ახმაურდა.
III. მონადირის ლექსები (ლირიული ლექსი).
IV. მგზავრის წერილები (არქეოლოგიური და სხვ. ლექსები).
V. საზღვარ გარეთის ლექსები (რიდ ფარმი).
VI. ცხენთა შეჯიბრებაზე (ცხენი და სხვ.).
VII. [პოემები] ლექსები ხელოვნებაზე.

*
შაქარი - 6 კილო, თაფლი - 2 კილო, რძე - 2 ბოთლი.
შაქარი - 3 კილო, თაფლი - 2 კილო, რძე - 10 დღე, კვერცხი - 4 დღე, კარაქი - 7, ყველი - 200 გ. ქფილი - 1 ფუთი. 646 მან.
ყოველდღე - 22 მანეთი.

* * *
მარიობისთვის სიცხევ,
მზერით დამწველო გულის,
შენ [გადარევას] იწვევ
ხოდაბუნის და ხნულის.

საამსოფლო-საამცხოვრებო.

საუბარი კინოსანა
- ვაჰ, მე რად მინდა
თრიატი, კინო...
ქანაობაა ნოეს
კიდობნის!
- [ცხოვრება] კინო სჯობია,
[ნეტა] აბა, თუ ღვინო?
- აბა, თუ იტყვი,
რომელი სჯობნის?
- ცხოვრება ისეც
ატარებს თოფრას,
- [გითხრა] ღვინოსაც ისე
გონი ერევა...
- გითხრა[თ]: ამ ორი
ძველი მეგობრის
პირად საქმეში
ნურვინ ერევა!

[ოჰანეზას მოტივებიდან]
საუბარი ბეგლარ ახოსპირელთან
- ვაჰ, [მოიგონეს] მე რად მინდა თრიატი, კინო..
ქანაობაა ნოეს კიდობნის.
[ტიგრან!] ბეგლარ! ცხოვრება სჯობნის, [ნეტა,] თუ ღვინო?
აბა, [ვინ] თუ იტყვი[ს]: რომელი სჯობნის!

- ცხოვრება ისეც ატარებს თოფრას,
ღვინოს ისედაც გონი ერევა.
გითხრა[თ]: ამ ორი ძველი მეგობრის
პირად საქმეში ნურვინ ერევა!

„მნათობის“ სარედაქციო კოლეგია
1. ალექსანდრე აბაშელი, 2. ნიკოლოზ აგიაშვილი (პ/გ. მდივანი), 3. იოსებ გრიშაშვილი, 4. პავლე ინგოროყვა, 5. სერგო კლდიაშვილი, 6. ალიო მირცხულავა (მაშაშვილი), 7. ბესარიონ ჟღენტი, 8. გალაკტიონ ტაბიძე, 9. სანდრო შანშიაშვილი, 10. დემნა შენგელაია, 11. ირაკლი აბაშიძე.

„Понижение в чине“.

*
И
так,
мой
Манасей
То
так,
то
сяк!

*
3 თებერვალი. 1949.
„Правда“ - რადიოს გადმოცემით ათავებს ვრცელ წერილს იმ კრიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც თანამედროვე თემებზე დაწერილ პიესებს არ იწონებენ (ან სდუმან ამ პიესების შესახებ). აქ საქმე გვაქვსო მთელ სისტემასთან (დასახელებულია რამდენიმე გვარი..). ეს სისტემა ანტინაციონალურია და მე თქვენ გაყურებინებთ სეირსო. მართალიცაა „პრავდა“.
რადიოთი დღეს გამოაცხადეს სია პროზაიკოსების, რომელთაც შარშან გამოსცეს წიგნები - განსაკუთრებით გამოირჩეოდაო ლ. ქიაჩელის „ტყის კაცი“ (იბეჭდებოდა კი „ჯოტოს მამა“-ს სახელწოდებით; გამოაცხადეს, რომ „როსმე სახელოვანი ქართული პოეზია წელს ჩამორჩაო: არ გვიჩვენებენო კონკრეტიულ თემებს“ - და სხვ. დამაფიქრებელი ამბავია... აშკარა გამოსვლაა პოეზიის წინააღმდეგ პროზის სასარგებლოდ (გასაგებიცაა). დრამატურგებმა დასწერესო რამე-რუმე და კიდევ აპირებენ წერასო.
(თურმე ს. ჩიქოვანის წერილი იყო).

ღმერთო ჩემო! რა გაიგონეს ჩემმა ყურებმა. ის, რაც გუშინ, 8 თებერვალს მოხდა მწერალთა სასახლეში, კრიტიკის შესახებ თათბირზე არას დროს არ დამავიწყდება...
გადაგვარება, გახრწნა, ერთმანეთისადმი სიძულვილი! "პროვოკატორი", ლოთი, უნიჭო, ღვარძლიანი.

როდის იყო ეს?
აჰ, მგონია ბესო ჟღენტი და „უჩა უჩარდიას“ ავტორი წაიჩხუბნენ... რა გვარია? დამავიწყდა, მგონია, ლორთქიფანიძე.

*
პიესა VII მოქმედებად.
თიანეთი.

წიგნი იხსნება ლექსით: „სიახლე დღეთა ესევითარი“.

კავკასიონის მთის ძირები.
მუშები, კოლმეურნეობები და ინტელიგენცია.

წინასიტყვაობა
I. 1939 წ. ევროპაში იწყება ომი. [თითქმის მზადაა].
II. 1940 წ. შემოდგომა თბილისში... თბილისში მშვიდობიანობაა (დაიყოფა რამდენიმე ნაწილად).
III. 1941. მაგრამ მალე თბილისს უახლოვდება საზიზღარი მტერი. ჩვენი საზღვრები გადმოილახა. სამშობლოს მცველნი მიისწრაფვიან ომში. [დაიყოფა რამდენიმე ნაწილად.]
IV. 1942. კავკასიონის მთების წინა კარებთან წყდება ბედი ქართლისა.  ბრძოლებია. რკინის ნებისყოფით გაერთიანებული ამიერ-კავკასიის ფრონტი უზრუნველყოფს გერმანელ ფაშისტთა ურდოების განადგურების სტალინურ სტრატეგიულ გეგმას. [დაიყოფა რამდენიმე ნაწილად].
V. 1943. მტერი იხევს. ის სასოწარკვეთილია. იგი დაქანცულია მორალურად და ფიზიკურად. [დაიყოფა].
VI. 1944. მტერი იხევს უფრო და უფრო.
VII. 1945. პირველი  მაისი და 9 მაისი.
VII. იმერის დაბრუნება. 1946. ომის შემდეგდროინდელი სტალინური გეგმის მიხედვით ხორციელდება საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის აღდგენა და განვითარება.
VIII. 1947. რუსთავი - ტფილისის ახლო (პასუხად მტერს). მოხევის ქალი. იმ ადგილებთან, სადაც ბრძოლები იყო.
IX. ეპილოგი. ხრამჰესი.

1947