შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-188 - 1947 წელი


ხმანი კახთანი. ჩაირაღდანი.

„როლლენ რომმანი“.
რომენ როლლანის მაგიერ - ამბობდა: როლლენ რომანი.

მუხური
[სად არ ნახავ] მე შევხარი ძეგლს, რომელსაც
[ცოცხლობს, იწვის, გული უხურს]
სულდგმულივით გული უხურს...
[ციხე-ქალაქს, მაგრამ]
            [იმ წარსულის არაფერი
            არ შთენია მხოლოდ მუხურს].
            მაგრამ არრაგვარი ძეგლი
            არ შთენია ეხლა მუხურს.

*
 [მე იმერეთში მინახავს
პარტახი, ნამოსახლარი,]
მხოლოდ მარანი შთენია
და მშვენიერი მაღლარი,
იმერეთში რომ მინახავს
პარტახი, ნამოსახლარი.

Карета, Короля, Поэтов.

*
ციდან შენ არ მოდიხარ
და არ დაზიანდები,
[ვეჭვ] არც აზრ-დაზიანები
გაარდაზიანდები.

*
ციდან გადმოვარდები
და არ დაზიანდები,
და ტფილისი ისევა
გაარდაზიანდები.

მე პოეტი გახლავართ
ძველი, შენ კი - მეჯღანე,
მე სიმღერა გითხარი:
შენ კი სწრაფლ დამეჯღანე.

მეჯღანუაშვილების
შვენებაო, სოლომონ,
ერთობ მოგვაჯადოვა
ხმისა შენის სოლომან.

*
გურამი, ელისო.
ღრიანჭველა. იჭმება ძირი, ძალიან გემრიელი.
ოყრალუა. ობობუა.

„შანშიაშვილის დემონიურობის ძირითადი მიზეზები“.

დ. პავლიაშვილის წერილი „ტარტაროზში“ 1922-23 წ.?
ცოტა სახუმარო ტონი, მაგრამ დიდათ სამართლიანი შეფასება ლიტ. მაშინდელი მდგომარეობისა.

*
По поводу заметки А. Адалис: „Мысли о новом“ („Лит. Газета“, 1947 г., 22 марта, суббота, №12).
„Как были испошлены когда-то эти две великолепных сами по себе слова – „новое искусство“ – пишет А. Адалис в начале своей заметки, или, еще лучше, так начинает она свою заметку.
Подумаете пафос ночей, пафос обвинителя, более подходящая оратору.
Да, было дело когда-то, были испошлены великолепные сами по себе слова – новое искусство.

*
მიწისძვრა გორში მოხდა 20 თებერვ., 1920 წ.
ბოლშევიკები საქართველოში შემოვიდენ 20 თებერვ., 1921 წ.

*
1. N-ს არ აქვს სუფთა ლიტერატურული ხმა: რომელიც ახასიათებს ევროპის მწერლებს. N-ის ხმაში ხაზგასმით მფლობელობს ხრინწი, რაღაც გადამეტებული ხრინწი. ასე ემართება ნაძალადევ, არაბუნებრივ ხმის ამაღლებას. ხმა თითქო უნდა ვითარდებოდეს თანდათანობით, ეს ბუნებრივი წესია, მაგრამ თუ დაწყებიდანვე ხრინწით იწყება, სიმაღლემდე ასულს თან წაჰყვება იგი გზად; ლირიკოსის ხმის სისუფთავე - არასდროს არ არის ისტერიკა.
2. მახსოვს, ამხანაგებმა მიმიყვანეს (ეს იყო 1909 წ.) კომპოზიტორ ნიკო სულხანიშვილთან, რათა მას გაესინჯა ჩემი ხმა. მან როიალზე ამაღებინა ხმა და დასასრულ აღტაცებით წამოიძახა: „რა შესანიშნავი, რა სუფთა ალტია“. ჩამრიცხა თავის ხოროში.

*
- Главное здоровье, ежели здоровья нет - то все не…
- Парикмахера на фронт забрали, не знаю, что он там будет делать: воевать или брить.
- Как „крикатура“ - мажется, красится, циркачка?

ჩემი პოემები
1. გეტერა - ქსანტე. 1909; 2. მესაფლავე, შენ ამბობ, რომ... 1908 წ.; 3. მწყემსი (ნაწყვეტები). 1912 წ.; 4. ასოთ ამწყობები. 1918; 5. ბავში ბარიკადებზე. 1920; 6. ქალი ბარიკადებზე. 1921; 7. ეპოქა. 1928; 8. მოგონებები იმ დღეების, როცა იელვა. 1922; 9. ჯონ რიდი. 1918; 10. ლუი რუ. 1922; 11. ჯუგა და ასინდა. 1941; 12. ციხის საიდუმლო. 194...; 13. სამი პალმა. 122; 14. სამი დღე სამამულო ომის (ქრონიკა-პოემა); 15. ლირიკის შესახებ - პოემა; 16. გორის მიწისძვრა. 19...; 17. ძლეული სენი; 18. ხალხი ამირანი; 19. ეპოქა; 20. რევოლიუციური საქართველო; 21. პაციფიზმი; 22. ელგუჯას დაბრუნება; 23. სვანის დაბრუნება; 24. აკაკი წერეთელი; 25. მესტიის ხიდი; 26. გორი; 27. ბოძთან ტრამვაის უცდიდა მგზავრი; 28. ოკტომბრის სიმფონია; 29. იგი ომია; ძირს პაციფიზმი (გვ. 414); 30. ორმოცი წლის წინად; 31. სანაპირო ქუჩა (ახალი სანაპირო);
ჩვენი მდინარეები. იმერის დაბრუნება. „30 პოემა“.

*
როგორ ემთხვევიან ერთმანეთს მიქელანჯელოსა და უცნობი ქართველი არქიტეკტორის იდეები - ციხე-სიმაგრეები სიმაღლეზე ყველას დასანახავად, დიდი ქანდაკებები სიმაღლეზე ყველას დასანახავად!
„ქოროღლი“.
(ქურდიანის წერილი „ზ. ვ.“, ჩუბინაშვილი).

*
„მეოცე საუკუნის ქართულ პოეზიას უნდა აეთვისებია და გადაემუშავებია მთელი მხატვრული მემკვიდრეობა, უდიადესი მემკვიდრეობა, დაწყებული შუშანიკიდან და ვეფხის ტყაოსნიდან - დამთავრებული აკაკი წერეთლით. ყურადღებითა და ღრმად უნდა შეესწავლათ საქართველოს წარსული, რათა მეტის სიდიადით ეგრძნოთ ქვეყნის მომავალი: ეს უნდა მომხდარიყო მეტად რთულ და ძნელ პირობებში“.
23 აპრილი, 1947 წ.

*
„მიწის თხრაში სვანს ვერავინ სჯობნის“ - II ტ., გვ. 407.
„მწერვალები ახალი მთების“ - II ტ., გვ. 508.

- ოთახები რად მინდა, ქა, ადამიანის შვილი უნდა იყოს...

*
- ბატონო, ზოი კაცი ქე დამცინებს, მარა (სასაცინოდ დამიბერდეს [მისი] იმათი თავი), უფრო თავისთავს დასცინებს. იი, იმე! რა მაქვს დასაცინი, აქაო და ივანიკას ზოგიერთი [ახალი] სიტყვები, აგერ-ახლა რომ შემეიღეს, კარგად არ ესმისო. ივანიკამო, როცა ტრაქტორი შემოიტანეს, იკივლაო, ეს რა უმართებულო სახელია, არ გვინდა, წეიღეთ საცხა მაგ თქვენი ტრაქტორიო. როცა რაცხა მიწების „რეფორმაო“, არ მომეწონა - წადი და ცაკთან იჩივლეო.. აგერ ახლა მითხრეს, - შენ ბრიგადირად უნდა იყოო. რაი-მეთქი? - ვუთხარი. ეშმაკებმა გბრიგათ ყველას, ვინც ამნაირ სიტყვებს იგონებს-მეთქი, ვუთხარი. ვუთხარი და ეწყინათ, ეწყინათ, მეც მეწყინა, წამეიწიეს, მეც წამევიწიე, შემომკრეს, მეც შემოვკარი, ძაან ფიცხი კაცი ვარ ჩხუბში, მარა მე ერთი ვიყავი, იგინი ბევრი, და კარგა გვარიანად მიმბეგვეს. ახია ჩემზე - ეხლა ქე ვწევარ საავადმყოფოში.
- დილდილობით გიმნასტიკა მოგიხდებაო, - მითხრეს ექიმებმა.
- იმე, მაგ საქმეს თუ მიზამთ, თქვენი ჭირიმეთ, თქვენ შემოგევლეთ, სწორედ მისწრება იქნება-მეთქი; გულში ვფიქრობ: ყველაფრით უცნაური დროა, წინად ქუთაისში გიმნაზისტკები მინახავს, სულ ჩატკვიპინებული გოგოები, იგენი თუ მე გამომიწერეს, ხომ ცხონდა ჩემი სული-მეთქი.
გავიხედე, შემოვიდა ერთი ლამაზი ახალგაზრდა ქალი.
- დადექი სწორადო.
დავდეგი.
- ხელები წინო.
გავსსწიე ხელები წინ.
- ახლა მაგ ხელებიანად წვივამდე დაიხარეო.
დავიხარე.
- ახლა ცოტა ჩემკენ მოიწიეო.
მივიწიე, ვაი ამ მიწევას: კინაღამ ამ [ქალის] გიმნაზისტკის სიახლოვემ თავბრუ დამახვია, გული ამიღელდა. მივიწიე და, იცოცხლე, ქე შევუსვი ხელი ძუძუებზე და უკანალზე.
- ეს რა არისო! - შემომძახა ქალმა.
- უკაცრავად, ქალბატონო „გიმნაზისტკა“, თავი ნუ მოგიკვდება, ერთი მაკოცნიე-მეთქი.
- რააო? ეს არის თქვენი გიმნასტიკაო?
ეს რომ სთქვა, ზედ კინკრიხოში რომ დამიარა ჟრუანტელმა, კოჭებამდი დავიდა. გიმნაზისტკა რაა - რომ იმასაც გიმნასტიკა რქმევია.
არ მეშვება, ბატონო, კვალდაკვალ დამდევს ეგ უცხო სიტყვები.

* * *
- საყოველთაოდ ცნობილია, როგორის თავგამოდებით იბრძოდა აკაკი წერეთელი ქართულ ლიტერატურულ ენაში ადგილობრივი კუთხური გამოთქმების შეტანის წინააღმდეგ (გაიხსენეთ "ენას გიწუნებ ფშაველო"). ამგვარადვე იბრძოდა მაქსიმ გორკი ლიტერატურული ენის პროვინციალიზმებით დანაგვიანების წინააღმდეგ. მეტად საგულისხმოა, რომ ახალგაზრდების ორგანო „კომსომოლსკაია პრავდა“, ენის შესახებ, სწორედ იმავე პოზიციებს იცავს. პოეტის კირსანოვის ლექსში არის სიტყვა „Лемхе′“-მახვილით ე-ზე (და მთელი რიგი ასეთი სიტყვების). დალის ლექსიკონში ეს სიტყვა აღნიშნულია, როგორც კოსტრომული გამოთქმა, ისე კი უნდა ითქვას - Лмех. „რა აუცილებლობა აიძულებს თანამედროვე პოეტს, დაეყრდნოს ძველ, კოსტრომულ გამოთქმებსო?“ - ჰკითხულობს გაზეთი.

*
„ესაუბრება კაენს კაენი“.
იუდა. 1. კომბაინი. 2. ჰაინე. 3. კოკაინი. 4. ფეთხაინი.

24 авг. Шатров Александр Владимирович.
Оператор – Крепс. Пом. оператор. Шевака.
„Грузгоспроэкт“ – რუსთავის გეგმა.

*
- კრემლში უთქვიათ თავკაცებს - სწერს მურმან ლებანიძე.
- და ხალხმაც ვაშად გასტაცა - სწერს იგივე მურმან ლებანიძე. უნდა ვერიდოთ ასეთ გამოთქმებს.

კუმისი
სილაჟვარდე მთვარის ჩუმის,
მოჰფენია ცისფერ კუმისს,
ტბას დაცქერის მდუმარე ტყე -
მოდარაჯე ჩამი-ჩუმის.

ხან ტფილისის, ხან ბათუმის
მოგზაურიც დასცქერს კუმისს:
ღელავს ფერი ხავერდისა
და სილბილე აბრეშუმის.

უეცრად შორს არღვევს დუმილს
გრგვინვა ცეცხლის და სამუმის,
მაგრამ ვერ სცვლის მქუხარება,
მრავალ დროთა მსმენელ კუმისს.
9. V. 47. კოჯორი

* * *
[მოგზაურო,] ჯერ ისევ შორს ხედავ უძოს, [მაღალ მთაზე] სიძველით რომ გულს ახურებს.
[ახვალ, იტყვი] ავალ - ვიტყვი: თვალი ჩემი საქართველოს გადაჰყურებს!

სამხრეთით და დასავლეთით სულ მთებია, სულ მუხნარი.
ჩაშვებული ქვევით ხევი, როგორც დევის ნამუხლარი.

სამგორის მთას სულ სხვაგვარად ამოძრავებს ეს დრო-ხანა,
მამულია კუმისის მთა, [ტაბახმელა] კოჯორი და ოქროყანა.

[მიაქროლებს] მივაქროლებ ავტომობილს, ჩქარი კაცი [აქ] მე, გურული,
ჩემი არის ეს მუხნარი და ტყეები დაბურული.

მიჰქრის ავტო, გავიარეთ აზეულა, ოქრო-ყანა.

უქმი და წყალ-წასაღები ხელთ მაქვს უძოს გასაღები.

[ავუჩქაროთ] მივიჩქარი: კარგად ვიცი,  რომ ეს მთაა ასაღები.
და დავსცხრები, როცა ვიტყვი: ...

„უძო“
17 მაისი. 1947.
უძოზე რომ ახვალ, იტყვი, დავყურებ მთელ საქართველოს:
მოსჩანან აღმოსავლეთით: 1. ტფილისის აღმოსავლეთ ნაწილი. 2. მტკვარი. ორი ტბა ტფილისის ახლო. 3. სამგორის მიდამოები. 4. ფუნიკულიორი. 5. ოქროყანა. 6. კუმისის ტბა. 7. ტაბახმელა. 8. კოჯორი. წყნეთი? ჩრდილოეთით: კავკასიონის მთები. დიღმის ველები.
სამხრეთით, დასავლეთით: სულ მუხნარით დაბურული ტყე.

*
ყაყაჩო. საყაჭო. [აკაკაჩო. ბაკაკაში]. გაქაჩო. კაკაჩო.

*
[ძაღლი იყეფებს,] ბულბული ბაღში იყეფებს,
დაიღლება და დადგება...
რად გინდა ცოლი ლამაზი,
რა ომში გამოგადგება!!!

*
გაშლილან თუთის ხეები, სააბრეშუმო, საყაჭო.
ქვებქვეშ, გადასარევად, აყვავებულა ყაყაჩო.

* * *
[ღვინის სმის დროს შერთულ ცოლსა
სიფხიზლეშიაც ვერ მოიშორებთ,
შენს ქელეხში დალევს ღვინოს].

ღვინის სმის დროს შერთულ ცოლის
[ბედით არ დაგეძინოსა.]
ხმამ გაამოს, მოგილხინოს,
შენს ქორწილში - არას გკადრებს,
შენს ქელეხში დალევს ღვინოს.

*
- თქვი ფეტვი... - პეტვი.
- თქვი მჭადი. - ჩადი...
- ანწლი. - ანცლი.
- ყორანი. - კორანი.
- ფური. - პური.
- ყოყმანი. - კოკმანი.
- ჭირიმე. - ჩირიმე.

„ბედაურსა სჭედდენ და ბაყაყმაც ფეხი აიშვირაო“.
„ბავშვი ჯერ არ დაბადებულიყო და აბრაამს არქმევდნენო“.
მამა აბრაამის ბატკანი.
„ბოროტი შვილის დედასა, რა მოაშორებს სევდასა“.

*
 [შემიძლია მე მოგცეთ. ეს არის:] ეცადეთ სწეროთ უბრალოდ, ეცადეთ სადა ენით მიიტანოთ მკითხველამდე თქვენი განცდები (თქვენ ხომ ბევრი რამ განგიცდიათ ცხოვრებაში). [ნუ გამოხვალთ სამწერლო ასპარეზზე მანამ, სანამ არ იგრძნობთ, რომ საქმეს დაუფლებული...  ეცადეთ იყოთ დამაჯერებლად გულწრფელი.] რაც შეეხება თემას, ეს თქვენ პირადად უნდა აირჩიოთ, იმ მითითებათა [შესაბამისად] საფუძველზე, რომელსაც, ალბად, თქვენ იცნობთ - მწერალთა შარშანდელი ყრილობიდან.
ბოდიშს ვიხდი, [ასეთი მოკლე წერილისათვის] ამჟამად მეტს ვერაფერს გირჩევთ. პატ.

შემდეგ გაზეთებში წავიკითხეთ.
(ლეო ცირამუას).
1. გამხარდია. 2. ცირამუა.

პატივცემულო ლეო.
თქვენი წერილის აზრი მე ისე, გავიგე, რომ განზრახვა გაქვთ შემოქმედებითი მუშაობა დაიწყოთ. ეს [ფრიად სასიამ.] დიდათ რთული საქმეა; [პირველი რჩევა, რაც...]
განზრახვა შემოქმედებითი მუშაობის დაწყების შესახებ ფრიად სასიამოვნოა. თქვენ ბევრი განგიცდიათ ცხოვრებაში; ეცადეთ, [ყოველივე ნამდვილად განცდილი] ეს განცდები უბრალოდ, სადა ენით [გადასცეთ მკითხველს] მიიტანოთ მკითხველამდე.

ომონიმური რითმები
მეჯღანუაშვილების შვენებაო, სოლომან!
[დაგვწვა] მოგვხიბლა იმ კონცერტზე ხმისა შენის სოლომა[ნ].

ციდან შენ არ მოდიხარ და არ დაზიანდები,
[მეც სულ სხვა ვარ და ხომ არ] [თუმც მირჩევენ მაგრამ, ვერ]
რეალისტი კაცი ხარ, გაარდაზიანდები?

[მე მგოსანი გახლავარ, შენ კი ძველი მეჯღანე...
[სწორედ გული გამისკდა, შენ რომ მე დამეჯღანე...]
მე სიმღერა გითხარი, შენ კი რად დამეჯღანე?]
რა კი მე მგოსანი ვარ, შენ კი ძველი მეჯღანე,
ლექსებით შემაქეო, [რამდენი არ] რადგან ბევრი მეჯღანე,
[რამდენი მეჯღანეობს] შენი დიდი ხათრი მაქვს, მე შენს თხოვნას ვასრულებ (исполняю),
და ლექსს ომონიმური - გარითმებით ვასრულებ (заканчиваю).

სონეტი სოლომანს
მეჯღანუაშვილების, შვენებაო, სოლომან -
მოგვხიბლა იმ კონცერტზე ხმისა შენის სოლომან...

ციდან შენ არ მოდიხარ და არ დაზიანდები -
რეალისტი კაცი ხარ, გაარდაზიანდები!

რაკი მე მგოსანი ვარ, შენ კი ძველი მეჯღანე,
ლექსებით შემაქეო, რადგან ბევრი მეჯღანე -

ამ ექსპრომტით, სოლომან, მე შენს თხოვნას ვასრულებ,
და ლექსს ომონიმური გარითმებით ვასრულებ.
19 ივნისი, 1947, კოჯორი

* * *
დამწუნებელი თვისტომთა
რა შავმა ჭირმა გამურა,
ისე ჩაგივლის, ვითომდა
მე არა ვარო ღამურა!

*
Когда. Работа. Король.
„Работает Галактион, Галактион, когда начат“.
Вдумчиво, Эстественно, Эстественно, Эстест.

თუ არ ახსოვს ადამიანს, რომ ის ადამიანია.
და ნამიანი.

* * *
[„ცისკარში“ სტუმრად - [მამა] მყოფი დიუმა
კერესელიძეს ეტყოდა: [კმარა] აწი,

ჩვენ დავანებოთ ამა-თუ-იმა
საკითხებს თავი, მომეცით ყანწი.]

„ცისკარში“ სტუმრად მყოფი დიუმა,
ამბობდა: [ეხლა] სჯობს, რომ ამა თუ იმა

საკითხებს თავი ვანებოთ აწი -
[მეც] მაშ, რედაკტორო, [მომეცით] მიბოძეთ ყანწი.

ობივატელო, ნუ ამიანცე!

*
როდესაც გაფრინდაშვილს მისცეს 2 ოთახი - მან განაცხადა:
- სრულებით არ ვიცი, რა უნდა დავაწყო 2 ოთახში.
როდესაც მე სამი ოთახი მომცეს, მან სთქვა:
- გაქვს რამე ნივთი, რომ შიგ დააწყო?

პოემები
1. „იწყო დახევა“ - 1632. 2. მოგონებები იმ დღეების - 560. 3. ციხის საიდუმლო - 190. 4. ჟუგა და ასინდა - 436. 5. სამი პალმა - 808. 6. პაციფიზმი - 1900. 7. საუბარი ლირიკაზე - 2112. 8. "ამირანი" - 1118. 8,864.
9. ორმოცი წლის წინ, 10. ძლეული სენი - 576. 11. ბარიკადებზე - 290. 12. გორი - 192. 13. აკაკი წ.  - 3712. 14. ჯონ რიდი  - 1085. 147,290 р.
15. პრესსა. 16. პოეტი და ოკტომბერი. 17. ოკტომბრის სიმფონია. 18. ჩვენი არმია გზას მიჰყავს. 19. იდეა. 20. მხარი - მხარს! 21. კლასობრივი ბრძოლა.

*
- ბატონო, მინდა საქმეებს მოვეცალო, მაგრამ რა კი ჩამაბეს, თავს ვეღარ ვაღწევ. [ანდა] არაკისა არ იყოს, ოსი ფერხულში მოკვდაო, ისეა ჩემი საქმე. ფერხული ხომ იცი, თუ შიგ მოხვდი, გათავდა, შენი ნებით ვეღარ გამოხვალ. არ იქმნა და ვეღარ გავეტიე.

*
7 საათზე - ვდგები. ტუალეტი. გიმნასტიკა. ტანის დაზელვა.
8 საათზე 9 ნახევრამდე - საუზმე. გასეირნება.
9 საათზე - მუშაობის დაწყება.
10, 11, 12, 1, 2 - მუშაობის საათებია.
დასვენება ყოველ საათში ათ-ათი წუთით. მაწონი (საუზმე).
3 - სადილი.
4-მდე - დასვენება, გასეირნება.
5 - მუშაობა.
6 - მუშაობა.
7 - საუზმე.
9 - ვახშამი.
10 - ვწვებით.

*
Это, так сказать, [ху] поэта снимается.
Подг. V том произвед.
ნიანგის რედკოლეგიას.

ჯონ-რიდი.

მე-IV ტ-ში არშეტანილი ლექსები
1. ჩვენ გავიმარჯვებთ - გვ. 12 - 128 სტრ. 2. აი ამ მხარეს - 14 - 16. 3. ჩვენი საზღვრები გადმოილახა - 14 - 60. 4. როგორ, საიდან? - 16 - 28. 5. დაიწყო ომი - 16 - 32. 6. ვერა შემოდგომები - 17 - 16. 7. ჯინჭრით გადაბარდ... - 20 - 12. 8. მიხაკისფერი საშინელება - 20 - 8. 9. ფანჯრის მინებზე - 20 - 14. 10. სამშობლოსათვის თავდადება - 21-22 - 30. 11. ომს სურს შესცვალოს - 27 - 34. 12. როგორც მაგალით. - 27 - 42. 13. ნაპირთან გადატყდომის დროს - 30 - 48. 14. ერთხელო, ჰყვება ამბავს - 31 - 36. 15. სადარაჯოზე - 31 - 16. 16. მტერი კიდევ... - 32 - 8. 17. გვარდიულ დროშის - 21 - 24. 18. გაიფანტება დაგრ. 36 - 8. 19. ვინც გზა იცის... - 36 - 24. 20. ეს არის მაისის - 37 - 24. 21. იფრთხიალა - 38 - 12. 22. დუმილი ფარავს - 38 - 16. 23. სდუმს ქალაქი დიდებული  - 38 - 12. 24. ატმოსფერა მღელვ. - 40 - 16. 25. იგი ნისლი გასაოც. - 44 - 24. 26. *  *  * (იგივე ლექსი) - 44 - 36. 27. მატარებელი უმატებს სრბოლას - 46 - 56. 28. დააყირავა მზემ ვარდები - 48 - 32. 29. დაუვიწყარი არსებობს წუთი - 60 - 34. 30. გახსოვდეს მარად - 62 - 40. 31. დაე, ქარიშხ. ქარიშხ. - 73 - 16. 32. ერთხელ ლელიან ჭაობიან - 74 - 16. 33. აი, განიბნენ  - 74 - 16. 34. გადმოლახა რა - 75 - 60. 35. როდესაც სული ბუნებასთ. - 76 - 40. 36. მათ ზევით უფრო - 76 - 8. 37. ხალხი, რომელსაც - 77 - 80. 38. ცისკრის ზეცაში.. - 79 - 12. 39. მაღალ კოშკიდან - 83 - 12. 40. გაოცებულნი - 84 - 33. 41. ნავთსადგური იალქნებს - 112 - 24. 42. შორს იალქნები - 112 - 16. 43. მაგრამ შენ კი... - 114 - 20. 44. შენს თმებშიაც - 114 - 12. 45. რისთვის, ყრმობამ - 114 - 12. 46. ჩემო ზღვაო - 115 - 12. 47. შავი ზღვიდან ნიავი - 115 - 6. 48. ის სივრცე ჰაეროვანი - 115 - 12. 49. აღელვებულ ზღვაზედა - 115 - 12. 50. გამახსენდები და ისე - 116 - 6. 51. და არის ქვეყნები - 116 - 8. 52. ზღვა არის ჩემი - 116 - 16. 53. ბრწყინავს დილა - 116 - 16. 54. შემოდგომის ცა - 116 - 16. 55. ქვეყანაზე არის სიმ. - 119 - 8. 56. ო, ძვირფასო გახსენებავ - 119 - 8. 57. ყოფილან - 119 - 8. 58. ქართლის ცხოვრ. - 120 - 24. 59. დაფიქრებულა ილორ. - 122 - 24. 60. ვთქვათ ... - 122 - 16. 61. მოგონებებმა - 125 - 16. 62. ბაღო, როგორ თრთ. - 125 - 24. 63. ტანი ევკალიპ. - 125 - 12. 64. დასაბამიდან - 125 - 20. 65. დღეს ჩვენს... - 126 - 8. 66. ოცნების მდიდარ - 126 - 12. 67. ნაკადულო - 126 - 12. 68. ხეო, შენ ვერ მოგჭერ - 127 - 8. 69. ვაშა შავ. ზღ. -  127 - 12. 70. გემმა ახალ გზას - 127 - 12. 71. შუადღისას - 127 - 36. 72. ერთის ხისგან - 128 - 16. 73. ვარდები - 128 - 48 (128). 74. რად ვეგო? - 129 - 8. 75. არ ცხრებოდა ზღვა - 129 - 12. 76. სხვა მზე ანათებს -129 - 8. 77. სადღეგრძელო - 129 - 40. 78. გუგუნი ძველი ბუხრის - 130 - 8. 79. უცნობი მხატვრის - 130 - 12. 80. აკადემიის კიბეზე - 130 - 16. 81. აფხაზს სულით ძლ. - 130 - 8. 82. ზღვის პირას... - 130 - 12. 83. ბუმბერაზ ზღვის - 132 - 12. 84. ზღვაზე გრიალებს - 132 - 8. 85. დღეს ჩამოვხსენი - 132 - 8. 86. რა ამაოდ ... - 132 - 12. 87. მშფოთარებაა ... - 133 - 12. 88. შენს თეთრ შუბლზე ... - 133 - 8.
416 + 304 + 555 + 216 + 304 + 116 = 1.911.

გიორგი ცაგარელი. გრიბოედოვის ქ. №20. 3-09-75.

*
რა ხელმა აშენა,
რა გულმა აშენა!

*
დაშენა - ისრების, ტყვიების.
შეაშინა. შალაშინა. მაშინა - მგზავრის სიმღერა.
ჩამდენი - დამტენი.
იმღერა. ნეტა თუ მოვლენ. მითხარ.

*
ჰქონდეს ნეტა ენა
[ნისლთა] ჟამთა გადამდენი,
[ვდგევართ] გვითხრას მე და შენა,
რის არის ჩამდენი.
[ნეტა ვინ] რა ხელმა აშენა,
[ან რატომ აშენა,]
ან [როდის] როგორ აშენა,
ან [რატომ] როდის აშენა,
კოშკები [ამხელა] ამდენი.

[რად ვერ შეაშინა,]
ნეტავი მაშინა
იყო სხვა ასეთი -
[მზეა თუ ზედაშე]
ეს მზე შერაშენით,
[ეშხით] მთვარე - სინაზეთი?

[რა ხელმა აშენა]
ნეტა ვინ აშენა,
რა ხელმა აშენა,
[გულით ვინ] რა გულმა აშენა
ედემი ასეთი.

[ალბად] იქნებ ხელს უშლიდა
მშენებელს გრიგალი,
ნაგებს გაუშლიდა...

[როცა ნარიგარი]
მშენებელს გრიგალი
როცა ხელს უშლიდა.
[გქონდეს [ნეტავ] ენა შენა]
ჟამთა გადამდენი.
გვითხრას: [მე და შენა] ვინ აშენა,
რის არის ჩამდენი.

*
ჰქონდესთ, ნეტავ, ენა
ჟამთა გადამდენი -
გვეტყვის, ვინ აშენა,
რისაა ჩამდენი.
რა ხელმა აშენა,
ან როგორ აშენა,
ან როდის აშენა
[სიმაღლე] კოშკები ამდენი.

*
ბერიას მოედნიდან ეხლა მიდის შვიდი ქუჩა: 1. ლადო კეცხოველის (ლორის მელიქოვის), 2. სასახლის, 3. სოლოლაკის,  4. აკაკი წერეთლის, 5. რეუტოვის,  6. სომხის ბაზარი,  7. შუა-ბაზარი.
„В каменном мешке“. Отцы иезуиты.
Кухня поэта. Это, так сказать – кухня поэта, это так сказать…
„- Это так сказать кухня поэта, да?“
Это так.

* * *
1. „ბუნების-კარი“ გოგებაშვილის. 2. „ქართ. ლიტ. ისტორია“. 3. ქართული ორნამენტი. სვანეთზე წიგნი.

*
ბალახს ყვავილი დაეცა -
დილის ცვარნამით მომბალი,
და კვერთხად ტყეს გადაეცა
ამწვანებული კომბალი.

რაზედ გიმღერის, ვერ მოთვლით,
სურნელოვანი ომბალო.
გუშინ შიშველო, დღეს ფოთლით
ამწვანებულხარ, კომბალო!

[ამწვანებულა ახალი,]
ძველი კი ხედავთ, მომპალა,
...................................................

ტაბახმელელი კომბალა.

*
რომელი ლექსი „ია“, „მახსოვს პირველად“. „ძაღლი რომ გადაარჩენს მოგზაურს“. ბულბული ყდაზე. „წმ. ნინოს ცხოვრება“. ჩხუბი სულ არაფერზე. ამომავალმა. მზეო, ამოდი, ამოდი. „ჰიმნი მზისადმი“.

„დედა-ენა“ და „ბუნების კარი“.

*
ო, პოეზიის პირველო წყარო -
დედა-ენა[ვ] და „ბუნების-კარო“.

*
 „ო, [მოვლენათ] ლექსთ დენათა
პირველო წყარო,
დედაენავ და
ბუნების-კარო“.

* * *
ჰქონდეს ნეტა - ენა,
დარდთა გადამდენი,
გვითხრას...

ზაჰესი - საქართველოს სოციალისტური ინდუსტრიის პირველი შვენება
(ზაჰესის 20 წლის გამო)
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პირველი წლები იყო, ჯერ იმპერიალისტური, ხოლო შემდგომ სამოქალაქო ომითა და მენშევიკების შავბნელი ბატონობით დაზარალებული ჩვენი ქვეყანა სამეურნეო აღორძინების გზას ადგა. სწორედ ამ დროს, 1922 წ., ჩაეყარა საფუძველი საქართველოში პირველ დიდ ჰიდროტექნიკურ ნაგებობას - ზემოავჭალის ჰიდროელეკტროსადგურს. ეს იყო ქვეყნის ელეკტროფიკაციის ლენინური გეგმის პირველი გამოძახილი საქართველოში. იგი ჩვენი ქვეყნის სოციალისტური ინდუსტრიის პირველ პირმშოს წარმოადგენდა.
სწორედ ამიტომაც ჰპოვა დიდი გამოხმაურება ამ მშენებლობამ საქართველოსა და პირველ რიგში თბილისის მშრომელებში. ყველანი, დიდი თუ პატარა, უჩვეულო ენთუზიაზმით მიდიოდენ სამუშაოზე ზემოავჭალის მიდამოებში. ვის არ ნახავდით აქ მასობრივ შაბათობებზე მოსულს. აქ, ხშირად იყო და წერაქვით თუ ნიჩბით მუშაობდა სერგო ორჯონიკიძე, რომელიც მაშინ საქართველოსა და ამიერ-კავკასიის ბოლშევიკებს ხელმძღვანელობდა.
1926 წლის 2 ივნისს მშენებლობა დაათვალიერა ხალხთა დიდმა ბელადმა ამხანაგმა  სტალინმა, რამაც კიდევ უფრო აღაფრთოვანა მშენებლები.
ბოლშევიკური პარიტიისა და საბჭოთა მთავრობის ყოველდღიური ზრუნვისა და დახმარების შედეგად ზაჰესის მშენებლობა კიდევაც დროულად დასრულდა. „1927 წლის 26 ივნისს, - იუწყებოდა პრესა, - საზეიმო ვითარებაში ამუშავებულ იქნა ზემოავჭალის ვ. ი. ლენინის სახელობის ჰიდროელეკტროსადგური - პირველი მძლავრი ჰიდროცენტრალი საქართველოს ს. ს. რესპუბლიკაში“.
ზაჰესის ამუშავებამ უდიდესი როლი ითამაშა საქართველოს სახალხო მეურნეობის აღდგენისა და განვითარების საქმეში, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მან მძლავრი სინათლით უზრუნველყო ჩვენი ქალაქები და სოფლები, იგი წარმოადგენდა ქვეყნის ინდუსტრიალიზაციის ერთ-ერთ მძლავრ წამოწყებას. ზაჰესმა უზრუნველჰყო ახალი ფაბრიკა-ქარხნები ელექტრო-ენერგიით და ხელი შეუწყო არსებულის რეკონსტრუქციასა და გაფართოებას. მისი საშუალებით განხორციელდა სურამის უღელტეხილის ელეკტროფიკაცია და სხვ. ზაჰესის ენერგიაზე ამუშავდა ტფილისის მანქანათმშენებელი, დაზგათმშენებელი ქარხნები, საფეიქრო და ფეხსაცმლის ფაბრიკები. თავის არსებობის ოცი წლის განმავლობაში ზაჰესმა უდიდესი სამსახური გაუწია ჩვენს სახალხო მეურნეობას. მან მისცა მილიარდობით კილოვატ-საათი იაფფასიანი ენერგია და წარმოადგენდა ჩვენი ინდუსტრიის პირველ შვენებას.
ზაჰესის კოლეკტივის მუშაკებმა განსაკუთრებული უნარი და თავდადება გამოიჩინეს სამამულო ომის წლებში. მათ უზრუნველჰყვეს სადგურის შეუფერხებელი მუშაობა. ელეკტროენერგიას დაუბრკოლებლივ აწვდიდნენ მრავალ სამხედრო წარმოებას, და ამით სჭედდნენ მტრებზე საერთო გამარჯვებას. ზაჰესის კოლეკტივმა სამამულო ომის წლებში 20-ჯერ მოიპოვა გამარჯვება ელეკტროსადგურთა სოციალისტურ შეჯიბრებაში.
„ახალგაზრდა კომუნისტი“, 1947 წ., 26 ივნ., №76

*
А. Г. Курдиани.
(Начальник управления по делам архитектуры при совете министров Груз. СССР).
На выставке образцов художественных изделий - „Заря Востока“, №125, 26 июня 1947 года.
გამოფენა კ. მარჯანიშვილისა.

* * *
[რომ მკითხონ, თუ]
[მკითხეს] თუ მკითხონ, თუ [რაა საჭირო] რა გვინდა, რომ
ბედნიერი [იქნეს] გახდეს კაცი.
ვუპასუხებ: [ეს ბუნება] საქართველოს
[ასე ლაღი [ბუნებით მძლე] და წარმტაცი]
მგზნებარება თვალ-წარმტაცი.

[რომ ყოველი გაჰქრეს დარდი,
გული...
[ვეტყვი] „სავარდიის“ სულ ერთი თვე,
არც მეტი და, არც ნაკლები].

კვლავ რომ მკითხონ: [თუ] რა უნდა, რომ
გაჰქრეს დარდი - გულ-ამკლები,
ვეტყვი: სულ თვე „სავარდიის“,
არც მეტი და არც ნაკლები!

* * *
მე რომ მკითხონ თუ - რაა საჭირო,
რომ ბედნიერი შეიქნეს კაცი?
მე ვუპასუხებ: - ჩვენი ბუნება
ასე ლაღი და ასე წარმტაცი!

[კიდევ] რომ მკითხონ: - კიდევ რაა საჭირო,
რომ გაჰქრეს დარდი - გულის ამკლები?
[მე ვუპასუხებ] ვეტყვი: [მხოლოდ] ერთი თვე „სავარდია“-ში,
ერთი, არც მეტი და არც ნაკლები.
გ. ტაბიძე
1927, 29 ივნისი

* * *
მე რომ მკითხონ: რა გვინდა, რომ
ბედნიერი გახდეს კაცი? -
ვუპასუხებ: საქართველოს -
ეს ბუნება თვალწარმტაცი!

კვლავ რომ მკითხონ: რა უნდა, რომ
გაჰქრეს დარდი გულამკლები?
ვეტყვი: სულ - თვე - „სავარდიის“,
არც მეტი და, არც ნაკლები!
გალაკტიონი

* * *
წამყე ბეთანიისაკენ. აქ, სადღაცა ახლო-მახლო
იყო ორბელიანების და ირაკლის სამოსახლო.

გზაზე ეხლაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,
არსად ქვეყნად არ მინახავს ადგილები უკეთესი.

მოდი, სადმე ახლო-მახლო, ვპოოთ [არე] კუთხე (ბაღი, ბეკი) ქედ-მომაღლო:
[იქიდან მსურს ვჭვრეტდე] გადავხედო მაღლით ტფილისს:
                            მე აქ უნდა დავესახლო.

* * *
მე რომ მკითხონ: რა გვინდა რომ, ბედნიერი გახდეს კაცი,
ვუპასუხებ: საქართველოს ეს ბუნება თვალწარმტაცი.

კვლავ რომ მკითხონ: რა უნდა რომ გაჰქრეს დარდი გულამკლები,
ვეტყვი: სულ თვე - „სავარდიის“, არც მეტი და არც ნაკლები.

*
[ჩემზე, უბრალო პოეტზე, თქვენ ამბობთ „ჩვენი გენია“!]
ჩემზე თქვენ ამბობთ: „ჩვენი პოეტი, ჩვენი გენია“.

მადლობელი ვარ, დიდი მადლობა.

*
22-23 ივლისს ონის კულტურის სახლში.
კულტურის სახლის დრამატიული კოლეკტივის მიერ წარმოდგენილი იქნება პრემიერა: აკაკი წერეთლის კინტო. სამ-მოქმედ. კომედია-ხუმრობა.
მონაწილეობენ: სერგო ბურდილაძე, მურმან ბურდილაძე, დავით ბერუჩევი, ოფელია გოშაძე, ნესტორ დუშუაშვილი, პავლე კერესელიძე, რუბენ ხიტიბაშვილი, ივანე ჩიკვილაძე.
დადგმა და მხატვრული გაფორმება: ს. ბურდილაძის.
დოლ-გარმონზე დამკვრელნი: მ. ჩაჩაშვილი და ყ. შიმშილაშვილი.
ადმინისტრატორი - შ. ჯაფარიძე.
სამხატვრო ხელმძღვანელი - ნ. დუშუაშვილი.
დასაწყისი საღამოს 9 საათზე და 30 წუთზე.
ბილეთების ფასი 5 მანეთიდან 12 მანეთამდე.

*
Фото аппарат Лейка или ФЭД, объектив 1,2. 3,6.

*
თანახმად 1 ივნისის განყოფილებისა, რომელიც დაგვიტოვა მამაჩვენმა, სახელდობრ კატანისოული, იქით კიდე, ფარეხის ბოლო, და კუჭუხიძის კარზე („რთხმელარი“) ნამახლი, დიდი მამულის თავი, ორი ჭალა, კატანასოულის თავზედ, ცარიელი და მუხნარი, - გავიყავით 2 ივნისს 1921 წ. შემდეგი - ბიქტორს სიმონის ძეს კვირიკაძეს - ერგო თელათ კატანასოული, კატანასოულის თავზე ცარიელი და მუხნარი, გაღმა დომილოს ნახევარი, და დაბლა ჭალა; კალისტრატეს სიმონის ძეს კვირიკაძეს ერგო - ყველა დანარჩენი - სახელდობრ, დიდი მამული, იქით კიდე, ფარეხის ბოლო, წყაროფეხი, კუჭუხიძის კარზედ - ზემოჭალა და გაღმა დომილოს ნახევარი.
ყოველი ესე განყოფილებისა (განაწილებისა?) ცალი მამудებში რჩება სანახევროდ 1921 წ. თანახმა ვართ ზემოხსენებულის, რაზედაც ხელს ვაწერთ: კალისტრატე კვირიკაძე, ბიქტორ კვირიკაძე, ვასილი ქაშაკაშვილი.
ხელს ვაწერ ს. კვირიკაძე.

*
1. კუმისი. 2. უძო. 3. ცისკარში სტუმრად მყოფი დიუმა. 4. რომ მკითხავენ, თუ... 5. წამყე ბეთანიისაკენ.

*
22 ივლისი.
გუდამოკიდებული ერასტი ჩალაძე მოდიოდა მთიდან.
- გიცნობთ სურათით.

*
Братская магила бойцов советской Армии погибших на фронте Отечественной Войны. 1942 г.

*
ასო დაზიანდა. არ-დააზიანთა.
მეჯღანე. დამეჯღანე.
სოლომან. სოლომან.
პირველი მერცხალი კაპიტალიზმის. ლოჟაში.

*
შოვი - 16. უშბა - 17. უღელტეხილთან - 31. სულ არ ვივლი - 37. ქორი და გვრიტი - 38-46.

* * *
გალაკტიონი მთაწმინდაზე.
გალაკტიონი და ღამე.
გალაკტიონი რევოლიუციაში.
გალაკტიონის ატმის ყვავილები.

*
ფოტოები:
1. წყალვარდნილთან (ბუბა-ჰესი).
2. 3. 4. მაგიდასთან: ხეივანი. მაგიდა. მუშაობა.
5. ცელით მინდორზე.
6. 7. ვილას ბალკონი.
(ნეგატივები - 200).