შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-187 - 1947 წელი


1. 80 ширина. 2. 45 длина. 3. 50 высота.
კუტივაძე - XIII საავადმყოფო (ოპერის პირდაპირ, სამნეო ნაწილის გამგე).
ჩემმიერ შემოტანილი სიტყვები: „მკვეთრი“, „დინება“.

*
I. - ექიმმა ნება დაგრთო ორი ჭიქა ხვანჭკარის. მეც შენთან ერთად უნდა დავლიო.
- მაშ, წადი, მომიტანე ხვანჭკარა.
- მაგრამ ექიმმა ეს ჯერ უნდა დასწეროს?
- ჰმ.

II. - რა გქვიაო?
- ეკატერინა.
- რამდენი წლისა ხართ?
- ოთხმოცისა..
- ამ საავადმყოფოსთან [აბანო] ვანნა არის?
- ა?
- [აბანო!] ვანნა (აბაზანა).
- ა?
თურმე ყრუა.

III. - ის ვინ არის, რომ სულ მუდამ ხმამაღლა იძახის: - ააა, ეეე. შეშლილია?
- არა, ბატონო, აქ შეშლილებს რა უნდათ. ყრუ-მუნჯია და თავისებური ენით ლაპარაკობს.

„Незначительное сотрясение мозга при падении (от падения)“.

*
[ქართველ კაცს [სუფთა ხმა] ლირიკა უყვარს]
ქართველს ქართული ხმა უყვარს,
[როგორც] ვით ძველ მეომარს ჩაჩქანი.
აქ კი გაისმის - ჩაჩავას
და ჩიქოვანის ჭაჭყანი.

გარეგნულ[ად] [კი] ლექსი სიმონის
[არის წითელი [როგორც] ბოლოკი,]
არს მოწითალო ბოლოკი.
[გამოუცნობი ხრიკია,]
[მაგრამ] მხოლოდ ამ ბოლოკს უცნაურს
თავი არა აქვს, ბოლო კი.

მაგრამ [სულ სხვაა ჩაჩავას] ჩაჩავა-მაჩავას
[მისი თქმაც ასე გავიგე]
[ლირიკა] ცილობა ასე გავიგე:
[გამოსაცნობზე]
თუმცა ხმას ბლომა ხრინწი აქვს,
ბოლო არა აქვს, თავი - კი.

[იმ თავზე ხურავს ცილინდრი,
ამბობს - გახლავართ ჩაჩავა.]
ორთავეს ლექსი [ტყიური] ფუტუროს
[ჰანგებით შემორთულია]
ხავსებით ფრთა-მორთულია.
და ენაც არა ქართული
არამედ ჩიქორთულია.

[როცა ეს ორი უნიჭო]
[ამ ორ უნიჭოს თვით თავი
ნიჭიერები ჰგონიათ].
და რა კი [ზევიდან <დამრეკავს>] თავმჯდომარისას
ხელში მისცემენ გასაღებს,
[უნიჭოს კაცი] ჩვენი უნიჭო რუსეთში
თავს ნიჭიერად ასაღებს.

[აკლებულია] [აივსო] ჩვენია მთელი მწერალთა,
[კავშირი] სავსეა გულის ტკივილით.
[აკლებულია სასახლე
ამდენ ტურების კივილით].

გამოცანა
ქართველს ქართული ხმა უყვარს,
ვით ძველ მეომარს - ჩაჩქანი.
აქ კი გაისმის ჩაჩავას
და ჩიქოვანის ჭაჭყანი.

გარეგნულ სიმონას ლექსი
არს მოწითალო ბოლოკი.
გარნა იმ ბოლოკს უცნაურს
თავი არა აქვს, ბოლო - კი.

და რაკი თავმჯდომარისას
ხელში მისცემენ გასაღებს -
ჩვენში უნიჭო - რუსებში
თავს ნიჭიერად ასაღებს.

(მაგრამ ჩაჩავა-მაჩავას
ეს როშარობა გავიგე:
თუმც ხმაში ბლომა ხრინწია -
ბოლო არა აქვს, თავი - კი).

ორთავეს ლექსი ფუტუროს
ხავსებით ფრთა-მორთულია
და ენაც არა ქართული,
არამედ ჩიქორთულია.

[მწერლებს ასეთი ბლომად ჰყავს,]
ხორცმეტი ჩვენში ბევრია,
[მოძმე კი არა] ჭორიკანა და მოშარე:
რას მიქვიაო მგოსანი -
უნდა ითქვასო - როშარი.

[ასეთი] მაგრამ ეს თავგასულობა
[მართლაც რომ, დიდი შარია] ჩვენთვის არ-საშიშარია.
ვინც მგოსანია - [ვადიდებთ] პატივს ვცემთ,
პანღურს ვცემთ, ვინც როშარია!

[დღეს ქურდებს ასამართლებენ]
ქურდს უნდა ასამართლებდენ
არა სიმღერით და ლექსით,
არა პრემიით - არამედ -
სისხლის სამართლის კოდექსით!
1947, 1 მაისი

*
მწიფობელა.
უცხო ფრინველი.
მისი ხმა საოცრად გაირჩევა სხვა ფრინველების ჟივილ-ხივილში, როგორც მოულოდნელი ბგერა, სასიამოვნო მოულოდნელობა. ის იძახის „გუ-გუ“, მაგრამ სად მისი ხმის ტემბრი და სად გუგულის! მწიფობელას ხმა გულიდან მოდის, მდიდრული ტემბრი აქვს, ხავერდოვანი ტემბრი... სასიამოვნო ტემბრი... გულში ჩამწვდენი ტემბრი.. როცა გაიგონებ მის ხმას, არ შეიძლება, არ იკითხო - ნეტავი რა ფრინველია?
გიპასუხებენ:
- მწიფობელა.
- რატომ ჰქვია წიფობელა?
- იგი მღერის მაშინ, როცა მწიფდება პური, თავთავი, ვაზის მტევანი.. გაზაფხულზედაც, და შემოდგომაზეც.
- ბედნიერების ფრინველი ყოფილა!
- მოსავლისაც, უხვი მოსავლისა.
- მეტად სასიამოვნოდ კი იძახის და...
- სასიამოვნოდ, ბატონო, მაგრამ იშვიათად.. მე აგერ, სამი წელიწადია, მაგისი ხმა არ გამიგონია, ბეღურა, ჭივჭავი კი ყოველ ნაბიჯზე ჭყივის. ეჰ, ყოველივე კარგი იშვიათია ქვეყანაზე.
1947 წ, 1 მაისი

ბავშობიდანვე მაწუხებდა მისი სიმღერა. რა სიამოვნებაა, მაღლარზე ხარ, სიამოვნებით მიირთმევ იზაბელას, სულ ახლოს კი მღერის წიფობელა.
ტემბრი.

ზემო იმერეთში ვიღაცას კი არ ამბობენ: ვინცა-ღა.

გინამგლებს.

*
 [სათაური წერილის. აღნიშვნა ამბავის დატის]. შესავალი. აღწერა დილის ბუნების, [გაზაფხულის დღის დაწყების].
[შემთხვევა ვერის ხიდზე.
ყველაზე უფრო ბუნებრივი, დამაჯერებელი. ქართული. უეცარი იდეა].
გახსენება ედგარ პოს მოთხრობის.
მე თვითონ ვერ ვიგრძენი, რომ ხიდის მოაჯირზე ვდგევარ და... ამბავი.

*
19/IV- პარიკმახერს - 20.
ნინასთვის და პაპიროს. - 60. ღვინო და პულ. - 50.
20/IV - მაწონი - 65. პაპიროსი - 20.

*
„В мировой литературе конца прошедшего и начала нынешнего столетия, можно найти бесчисленное множество различных видов и форм предчувствия великих перемен, решающих судьбу мира. Таким „предчувствием“ было и декадентство всех оттенков – бегство от общества, от приближающейся эпохи воин и революций, в равнодушный эстетизм, в безудержную эгоистичность индивидуализма. Таким предчувствием была поэзия символистов, переводившая решение реальнейших проблем человеческой жизни в мистическую  сферу. И разумеется существует глубочайшая принципиальная разница между „предчувствиями“ такого рода, имевшим ясную, отчетливую функцию задержать приближение Социалистической Революции – и теми предчувствиями, которые наполняют произведения великих [писателей] художников-реалистов, упорно и мучительно стремившихся к социальной и нравственной правде, разыскивавших <...> к народному счастью и свободе.
(И. Гринберг, „Знамя“, 1947, №2, стр. 169)

*
Низами и Азербайджанский фольклор.
Азербайдж. Сов. лит. и фольклор.

*
I. ბოჯაჯგია (კიბორჩხალა). მაშიშა (тихое помешат.).
II. ძაღლი.
- რად დაგიბამთ ეგ ძაღლი?
- აბრამმა დააბა. ეგრე უნდა იყოს, რომ გაკაპასდეს.

- რად გინდა ბედნიერება - თუ ყველა უბედურია.

*
1. თეთრი უნდა იყოს მარჯვნივ.
2. ორ წყებაზე.
ტურა - სვლა - პირდაპირი ხაზი.
Кони – вскачь через. 8 სვლა. ანბანი Г.
3. Слон или офицер. დიაგონალზე.
4. Король и Королева или ферз.
Черные на черных, белые на белых. Король.
Остальные пешки.
Королева ходит и по диагонали и по прямой…
Король – только один шаг.
Пешка – первый ход – два шага, потом по одному – მხოლოდ პირდაპირ.
Шах королю – предупреждение.
Рокировка – (ход).
Ладья (Тур.). Конь. Офицер. Королева. Король. Пешка.

*
1. ერთი ბალკონზე. 2. თოხით კარტოფილზე. 3. კაკლის ხეებთან. 4. მეორე კაკლის ხესთან. 5. ჩვენს ტყეში.

ახლო-მახლო.

* * *
[მივალ ბეთანიის გზაზე]
წამყე ბეთანიისაკენ,
[და ტფილისის ახლო-მახლო]
აქ, სადღაცა, ახლო-მახლო,
[უკეთესი] იყო ორბელიანების
და ირაკლის სამოსახლო.

გზაზე ეხლა მუხებია,
და [ჭადრები] ცაცხვები უმეტესი,
არსად ქვეყნად არ იქნება
[სამოსახლო] ადგილები უკეთესი.

მოდი, სადმე ახლო-მახლო,
[ვპოვოთ] ვნახოთ არე ქედ-მომაღლო..
იქიდან მსურს [გადმოხედვა] გადახედვა,
მე [აქ] იქ უნდა დავესახლო.
28 ივნისი

*
1. კაჭახიძე - გიორგი ფილიპეს ძე - დირეკტორი სტაციონარის. 2. დავით გიორგის ძე - ექიმი. 3. მარგო (ფელდშ.) კვირიკაშვილი. 4. Катя (დიასახლ.). 5. აბრაამი (დიდი მოურავი). 6. ჩვენი სულელი, ტექნიკოსი. 7. კატოს ქმარი. 8. ზაალი. 9. კლუბის გამგე. 10. გურამი და ელისო.

*
[ავიწონე].
წონა 31 მარტს, 1947 წ. - 84 კილო (5 ფუთი და 4 გირვანქა).
წონა 8 აპრილს, 1947 წ. - 86 კ. 800.
წონა 17 აპრილს, 1947 წ. - 86 კ. 800. ნინა - 60. 17/IV-47.
წონა 25 აპრილს, 1947 წ. - 86 კ. 250 гр.
11 მაისს (კოჯორში) - 89,100 გრ. (6 ფუთის ცვლა. 7 კილო).
13 მაისს - 98,500 гр. ნინა 58,7. ზომა 176,7.
6 ფ. 2 კ. 500 გრ.
25 მაისს - 89 კ. ნინა - 60 კ. 800.
1 ივნისი - 89 კ. 500 გრ.