შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-182 - 1947 წელი


1947-II.
37-72-5. 3-25-08 - მუსხელიშვილი.
დ. უზნაძე. ვადიმ ნორაკიძე. შალვა ნუცუბიძე.
დღეს რადიოში ჩემი ლექსები წაიკითხეს.

კ. კეკელიძე. გიორგი წერეთელი.
„პ. შარია“.
დირეკტორი ჩუბინაშვილი. NN „ტიმოთეს უბანი“.
Варскв. А.
ფილოსოფიის ინსტიტუტი. ეკონომიკის ინსტიტუტი. ისტორიის ინსტიტუტი.
კ. ბაქრაძე, წერეთელი, ვ. თოფურია - ენათმეცნიერება.

*

არსაიდან ისე არ სჩანს
მთები კავკასიონისა.

*
აბა, თვალწინ ვით არ მედგას,
შენი წასვლა მშვიდზე-მშვიდი -

სადაც ერთი შავი ხე დგას
და იწყება ვერის ხიდი!

კარგად ვიცი, ის ხეც მალე
მოშორდება ამ ქვეყანას!

*
შევუთვალოთ.
„ყოფილი სემინარიელების“ მოგონებათა საღამო.
ტეხნიკური მომწყობი აკ. სირაძე.

200. 1500. 3000.
(15). პლატონ ღვალაძე. ვ. გორგაძე, ტ. ვეფხვაძე, აბ. ტაბიძე, დ. არონიშიძე, ი. მოსაშვილი, გ. ლეონიძე, ი. რაფავა, გ. კვარაცხელია, ა. სირაძე, მაქსიმე ბერძენიშვილი, გ. ხაბაზიშვილი, გ. უდინელი, გ. მიხელაძე, პროფ. სანიკიძე, გ. ტაბიძე.
ლექსები: ვ. გორგაძე, გ. ლეონიძე, ი. მოსაშვილი, გ. ტაბიძე.
საკონცერტო განყოფილება.
თავმჯდომარე თედო სახოკია.
I. მომხსენებელი - ვ. გორგაძე, დ. არონიშიძე.
II. მოგონებები: ტ. ვეფხვაძე, აბ. ტაბიძე, გ. კვარაცხელია, დ. არონიშიძე, მაქსიმე ბერძენიშვილი, პროფ. სანიკიძე.
72-51 (გორგაძე).

*

სომხური ანდაზაა: ვინაც მუშაობს, მას ხამის ბლუზა, ვინც არ მუშაობს, მას აბრეშუმისა.
ქნარი - სომხურადაც ქნარია და ქალებს ხშირად არქმევენ სახელად ქნარს.

*

...მაინც სად არი
სხვა სარდალი
შენი სადარი!..
სხვებს ვერ გამსგავსე,
ქვეყანაზე
არ გყავს ბადალი..

...სულში გაქვს ცეცხლი,
თმაში ვერცხლი,
გულში - ბაღები.
ხარ ჩვენი მცველი,
ჭირში მხსნელი,
ფიქრთა გამგები.

*

სადაც ერთი შავი ხეა
და იწყება ვერის ხიდე.

*

ტელეფონი - მთელი ტფილისისა.

*
[ტფ]თბილისის ჯანმრთელობის განყოფილების
საკურორტო სამმართველოს უფროსს...
სახალხო პოეტის გალაკტიონ ტაბიძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გთხოვთ, მომცეთ ერთი ოთახი - წყნეთში, ავადმყოფი [ძმისწულისათვის] ბავშის გასაყვანად - მკურნალობისათვის - [წყნეთში]. ამ წ. თებერვლიდან სექტემბრის ბოლომდე.
გ. ტაბიძე
1947 წ. 16 თებერვალი

*

1947, 7 თებერვალს პლეხ. სახ. კლუბში.
სიტყვა - ს. წვერავა.
„სტალინის სახე“ - მომხს. ბ. ჟღენტი.
ლექსები: ი. გრიშაშვილი, ს. ჩიქოვანი, ა. მაშაშვილი.

25 თებერვალი.
21-24 - კალინინის ბაღი.
3-25-84.