შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-180 - 1947 წელი


* * *
1. ბაგრატის ნანგრევები (ქუთაისი). 2. ქართული ორნამენტი. 3. აჭარის წიგნში „თიხა ხანდაკის“. 4. სიძველეთა დაცვა (დაუბეჭდავია). 5. ქართული ფრესკები. 6. ამოდის მთვარე და სამაიით. 7. მცხეთა (დაუბეჭ.). 8. მშობლიურო ჩემო მიწავ. 9. რამდენიმე ლექსი „მნათობში“. 10. ძველი წისქვილი. 11. მთის გაგიჟებულ რუებს („არტ. ყვ.“). 12. „ზარნიშიანი წიგნი“.

1. პოეზიის ინტეგრალები (მათემატიკა).
ამოკრეფა ლექსების, რაც სიძველეებს შეეხება.

*
1. დიდუბეში. 2. ოჯახი. 3. პარასკევი. 4. ბალზამირების საქმე. 5. პანაშვიდი. 6. ხუთშაბათს გადმოსვენება. 7. ტელეფონი არ მუშაობს გიორგისი. შოპენი.
სასულე ორკესტრი მილიციისა. კაპიტანი გ. ტაბიძე.
1. შინაგანი ორგანიზაცია. 2. მილაგება.
მოსამსახურეთა რიცხვის გაძლიერება. გაძლიერებული მეთვალყურეობა. მწერალთა თათბირი. რედაქციები.
ტრაურული მიტინგი. ერთი სასახლე. ერთი. აქ...
„საპატიო პიონერი“. მაღალი ხარისხი.
        
1. მწერალთა კავშირის წარმომადგენლები. 2. ქუჩიშვილის თ.
პრესა. რადიო.
პეტრე შარია წინააღმდეგია.
ვიქტორ კუპრაძე.
ალექსანდრე! დიდუბეში ჩვენ ამოვარჩევთ.
კიზირიას? პანთეონის?

„ოჯახი“
დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე კუპრაძე ამბობს:
- ხუთშაბათს... ეს ძლიერ ახლოა... ვერ მოვასწრებთ ვერაფრის მოწყობას... აჯობებს პარასკევს დავასაფლავოთო.
მე ამისი თანახმა გავხდი. ვთქვი: „დღეს სამშაბათია, ხვალ ოთხშაბათი და უქმი დღე (ლენინის გარდაცვ. - 22 იანვარი) და როდის რა უნდა მოესწროს მეთქი“. ხაზი გავუსვი იმ გარემოებას, რომ ზეგ გაზეთებიც არ გამოვა და ჩვენ არავითარი საშუალება არ გვექნება, რაიმე ვაცნობოთ საზოგადოებას მეთქი.
სიმონმა (ჩიქოვანმა) ეს შორს დაიჭირა. აქაო და პეტრე შარიამ სთქვაო: „ბოლოს და ბოლოს ოჯახი შევიბრალოთ, როგორ უნდა გაუძლოს ამდენ ხანს სახლში მიცვალებულის ყოლასო“.
- ოჯახი აქ რა შუაშიაო?! - გაოცდა ყველა. კუპრაძემაც ასე სთქვა, ოჯახი რატომ უნდა შეწუხდეს - თუ ამდენი ხანი არ შეწუხებულაო. ერთი დღე რა არისო... ყოველი შემთხვევისათვის კუპრაძემ ტელეფონის მილი აიღო და ალბად, რომელიმე ოჯახის წევრთან ჰქონდა საუბარი - რომ შემდეგა სთქვა:
- ასე სთქვეს, ჩვენთვის სულ ერთიაო, გინდა ხუთშაბათს დაასაფლავეთ, გინდა პარასკევსო.
ჩვენც დავადგინეთ - დასაფლავება მოხდეს პარასკევს. „ოჯახი“?
კუპრაძე ცოტა ხნის მერე დაუკავშირდა შარიას. მან უთხრა:
- დასაფლავება უსათუოდ ხუთშაბათს უნდა მოხდესო.
- ჩვენ პარასკევისათვის დავადგინეთო, მაგრამ სულ ერთიაო... - უცებ დათანხმდა კუპრაძე.
ასე დამთავრდა ეს საქმე. „ოჯახი“ არაფერ შუაში არ გამოდგა. მაინც რაღაც ძლიერ საეჭვო როლს თამაშობენ თვით შარია, რომელიც „ოჯახს“ ებღაუჭება და „ოჯახი“-ც, რომელიც რაღაც ძლიერ დიდგულად უყურებს ყველას და ყურ-მოჭრილ მონასავით შესჩერებია შარიას, რომელიც მას დასცინის. აქ რაღაც დიდი საიდუმლოა.
ვინ უთევდა ღამეს გიორგი ქუჩიშვილს სიკვდილის წინად? რა უნდოდათ იმ „ოჯახში“ ისეთ საეჭვო ქალებს იმ ღამეს, როგორც ლორთქიფანიძისა და ჩხიკვაძის ქალებია? (ხომ სთქვა კოწია ლორთქიფანიძემ, რომ ვასასიმ ტელეფონით შეგვატყობინა, გიორგი ცუდათაა და ღამე უთიეთო?). რისთვის ჩვენ, სხვა მეზობლებს არ შეგვატყობინა ეს? შეიძლება ერიდებოდა. ესეც საფიქრებელია. შეიძლება არც სურდა, ესეც უნდა წარმოვიდგინოთ. შეიძლება, ვერ მოისაზრეს, ან არც უფიქრიათ... „ყველაფერი შეიძლება“.
„ვიცით, ვინაც ამოგხადა სული
ან -
ვინ იყო ანგელოზი
შენი სულის მიმღები?“
„ოჯახი“... ამიერიდან საქართველოში მე არ მეგულება არც ერთი პატიოსანი ოჯახი!.. რა უნდათ მათ, რისთვის, რისთვის იჭრებიან ოჯახებში?

*
„მთავრობის კომისია“.
რანაირი კომისიაა? ვ. კუპრაძე (თავმჯდომარე), ჩიქოვანი, ხორავა, ტაბიძე, გომიაშვილი (მდივანი). აშკარაა, შარიას მიერ შედგენილი კომისიაა. ის ხომ ჩიქოვანსა და ხორავას ვერ შეელევა აგრე ადვილად. ამ კომისიას ტეხნიკური საქმეების მეტი არა ეკითხება რა - უმთავრესად კუბოს ყიდვა და ორკესტრის მოწვევა. Безобразие.

„მათე“.
მათეს მინისტრმა 400 მანეთი მისცა საფლავის გასათხრელად და სხვა საქმეების მოსაწესრიგებლად.

„მიტროპოლიტი ფხალაძე“.
დიდუბის ეკლესიის მიტროპოლიტია. გაეცნო მინისტრს და თავისთავს უწოდა: - მიტროპოლიტი ფხალაძე. და მუნვე გაჰქრა...
„სვიმეონ“.

ამერიკელი მხატვრების გამოფენა
რანდალ დევი. Randall Davey.
1. Полуобнаженная (Пастель). 2. Новый мексиканский ландшафт (Акварель). 3. Молодая женщина причесывающая волосы (масло) – грудастая, как №1. 4. Участники скачек (масло) (идет детальная приписка) с препятствием покидающие загон для лошадей. 5. Молодая женщина в черном (კეთილშობილურადაა). Масло. 6. Девушка со шляпой (შიშველი ქალი. ქუდი უდევს რგვალ მაგიდაზე). Масло. 7. Девушка со скрипкой (масло). 8. Маленькая испанская девочка (масло).
მხატვრის 8 სურათში 6 - ერთი და იგივე ქალია (შიშველი, ჩაცმული, ე. ი. სამჯერ შიშველი, სამჯერ ჩაცმული). მშვენიერად ჰხატავს ხელებსა და თვალებს. ნატურა ძალზე მიმზიდველია. არ იცინის, ერთხელაც კი. ქალის სახეზე დიდი ქალაქის დაღლილობის დაღია. მაგონებს რატომღაც მარჯორი პოლიტს. ორივე დანარჩენი სურათები „მექსიკის ლანდშაფტი“ და „დოღის შემდეგ“ - მშვენიერი. პირველში ბევრია პეიზაჟის ლირიკა, მეორეში - რაღაც მიმზიდველი განურჩევლობა.
მთლიანად დამახასიათებელია მხატვრისათვის ეს „განურჩევლობა“.
Какая пустота! (გახსოვს?).
სხვათა შორის „მექსიკის ლანდშაფტი“ ჰგავს „თეთრი დუქნისკენ“ მიმავალ გზას.
Сжальтесь над цветами <утвозли>.

ჟულიენ ბინფორდი. Julien Binford.
1. Подарок (масло). 2. Женщина с иглой. 3. Точильщик косы (ედგარ პო). 4. Домашние петухи. 5. Натюрморт с читающей девушкой. 6. ? (უცნაური სურათია. მგონია, აზარტული თამაშობაა. მუხლებზე ხოხავს). 7. Учитель воскресной школы. 8. Вот мои ноги, дорогой Господь! (რაღაც კოშმარია) საიდუმლოა. 9. Борьба с бритвой (კოშმარია). 10. კიდევ გაურკვეველი კოშმარი სოციალური ხასიათისა. კოშმარებია. ყველა ზეთითაა (განურჩევლობა. სკეპსიზი. არავინ არ იღიმება).

Джон Стюарт Карри. Gohn Stewart Curry.
1. Шторм на озере Отсейо. 2. Кукуруза (ამერიკა). 3. Блудный сын (ამერიკა). 4. Шквал (ამერიკა). 5. Полетчики (ცირკი) (ამერიკა). 6. Игра у линии гола (ამერიკა). 7. Сгон скота ранним утром.

Николай Сиковский (Nicolai Cikovsky).
1. Позднее лето. 2. Девушка в голубом. სევდიანია. 3. Ферма. ფუტ. ძროხა. 4. Птичья клетка. 5. Мандолина и глубокая тень. 6. Портрет девушки. 7. Купальщицы. 8. Водопад. 9. Ландшафт.
არავინ არ იღიმება. არის მწუხარება და შიშველი ქალი.

Уальдо Пейрс. Waldo Peirce.
1. Деревенская ярмарка. 2. Альзира и Анна. 3. Майк и морская карта. 4. Купальная. 5. Отдых в амбаре. 6. Цветы. 7. Весна. 8. Стрижка волос у моря.
სიცოცხლე სჩანს! მაგრამ არავინ მაინც არ იღიმება! ეს კარგია.

*
ყოფა-ცხოვრებაო.
ჩახვალთ ხევსურეთში, ან ვერაფერს ვერ ნახავთ, ან ნახავთ ვაჟა-ფშაველას.

*
- ეეე! დამთვრალა ამ ქალაქჩია!
- შეხე. ეთამაშებიან... ე... იმასაც ააჭრიან - გულისხმობს რევოლვერს, რომელიც წელზე ჰკიდია მეტად წარმოსადეგ ზორბა ჩოხოსანს, ჩამოსულს პროვინციიდან და ცოტა ზედმეტად ნასვამს. იგი ბარბაცებს ქუჩაში და ხშირად იხედება რევოლვერზე. მალე, ალბად, სულ მალე, მთლად მოეკიდება ღვინო და სადმე... შესახვევში... გასძარცვავენ კიდეცა.

*
1-9 მარტამდე. აფიშები.
1. აფიშები: სტამბაში ქაღალდის მიტანა ორჯონიკიძის ქუჩაზე. ორშაბათს.
2. აფიშების გამკვრელების შოვა და გაჰკვრა ისეთ ადგილებზე, სადაც მეტ ხანს შერჩება (სად სჯობია).
3. აფიშები დაწესებულებებსა და მაღაზიებში (სიაა შესად.).

II. ტრაფარეტი. დღეს.
1. ხიმკომბინატში შესაფერი საღებავის პოვნა და შეძენა.
2. ტრაფარეტის გამკეთებელი (საკოლმეურნეო ბაზარში).
3. ტრაფარეტის სასწრაფო გაკეთება (ავტო და მალიარი).
წინასწარი დათვალიერება ადგილების.

III. სურათები. დღეს.
1. ძველის გამოყენება. კარდონზე გავაკრათ.
2. ახლის გაკეთება ლიტოგრაფიაზე დღეს (კეცხოველთან).

[IV. არსებითია აფიშები მწერალთა კავშირის მომხსენებლებით და მონაწილეებით.] წვერავა.

IV. ბილეთების წინასწარ დამზადება და განწესრიგება დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. მალე ამზადებენ.

VI. ზრუნვა მუსიკალურ ნაწილზე!
                    
VII. კიოსკის მოწყობა კონსერვატორიაში. მხოლოდ სურათებისთვის ცალკე (სახელგამის სავაჭრო განყოფილება).

ოკტომბერი.