შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-592-1 - 1946 წელი


Культуры и... 

26/VIII-46. ამისულაშვილს.

ჟუგა და ასიდა.
გადასაწერია: 69, 70 (დასაწყისი), 71, 72, 73 - დასაწ., 74 - ბოლოს, 75.
საქართველოს გას. 2 გრ.

23/VIII-46.
შეძენილია „პაპკები“.
- წუხელი ღამით შეიშალა ალფეზ ხელაძის ცოლი. საშინელი მომენტი იყოო.

„მუშაობ, თორემ ჰა!“ ირონია! ე. ი. არ უნდა დამახსოვრება, საჭიროა დიდი თავის დაჭერა, სანამდე საქმე დასრულდებოდეს.

24/VIII-46.
ბევრი ამჩნევს, რომ ამ აგვისტოს სიცხიან ქუჩებში ბევრი დადის და თავის თავს ელაპარაკება (ქალები, უმთავრესად).
აბესალომი წუხელი შუაღამისას წამომდგარიყო და ბაზარში აპირებდა წასვლას [ხილის] რაღაცეების სასყიდლად. ნინამ, საწოლიდან წამომდგარმა, გაახსენა, რომ ღამის 12 საათიაო (ნინა სტყუის, 12-ზე მეტი იქნებოდა, მე გვიან დამეძინა). ნინა ამბობს...

წიგნები. 1941–1945.
1. მშობლიურო ჩემო მიწავ. 2. მამულო სიცოცხლეო. 3. ოქრო აჭარის ლაჟვარდში. 4. „რჩეული“ - 1944.

თანამშრომლობა.
1. „მნათობი“, 2. „კომუნისტი“, 3. საბავშო ჟურნალები, 4. „ხიშტით და კალმით“.

24/VIII-46.
სახელგამმა ჩემი წიგნი უნდა გამოსცეს მე-IV, ე. ი. უკანასკნელ კვარტალში. მე კი არაფერი მზად არა მაქვს... რაღაცამ სასტიკად შემიშალა ხელი. აფხაზეთის წიგნის ნახევარია დამთავრებული...
ყოველდღე ახალ-ახალი ამბავი...