შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-171 - 1946 წელი


„მშობლიურო ჩემო მიწავ“
1. ამ ლექსით გაიხსნა საქართველოს გასაბჭოების 20 წლის თავისადმი (1941, 25 თებერ.) მიძღვნილი დიდი კრებული „საბჭოთა საქართველოს“.
2. თარგმანი დაიბეჭდა „პრავდას“ ამავე წლის ერთერთ ნომერში ვლ. დერჟავინის თარგმანით.
3. უკრაინულად ითარგმნა იმავე წელს და დაიბეჭდა კიევში გაზეთებში.
4. რამდენჯერმე გადაცემულ იქნა რადიოთი ამავე წელს.
5. ამ ლექსზე კომპოზიტორის დ. ცაგარეიშვილის მიერ დაწერილი საგუნდო სიმღერა - შესრულებულია რადიო გუნდის მიერ.
6. წაკითხულ იქნა ავტორის მიერ ოპერის თეატრში.
7. ლექსი სთარგმნა სერებრიაკოვმა და მოათავსა კრებულში.
8. წაკითხულ იქნა გორში, ქუთაისში და სხვ.
9. ცალკე წიგნად სხვა ლექსებთან ერთად გამოვიდა სამამულო ომის დაწყებისას (მშობლიურო ჩემო მიწავ).
10. შეტანილ იქნა წიგნში „მამულო სიცოცხლეო“...
11. გამოცემული იქნა „Заря В.“ (Страна моя родная).
12. შეტანილ იქნა წიგნში „რჩეული“.
13. ნათარგმნი იქნა სომხურად.
14. მოთავსებულია „ზარია ვოსტოკას“ წიგნში „როდინა“.
15. 9 კლასიკოსი: სურათებზე.
15-ა. რადიო-კომპოზიცია (პიერ კობახიძე და თამარ ჭავჭავაძე „მშობლ. ჩ. მიწ.“).
16. „წამყვანი როლი ითამაშა“ (ბესო ჟღენტის მოხსენება - იყო ედვინ სმიტი).
16-ა. წაკითხულ იქნა სან. აგიტ. თეატრში.
17. მოსკოვის რადიო.
18. რაიონული გაზეთები.
19. სხვა და სხვა ქალაქებში რადიო.
20. Антология Груз. Поэтов.
21. ჯაფარიძის სახელობის...

1365 - 1348 = 17.

*
25-II-46.
სულ გვაქვს 400 მ.; 20 მ. - პაპიროსი; 20 მ. - თეატრი; 7 მ. - კინო (გ) - 47 მ.
26. პაპიროსები - 20 მ.; გ-ს. პირის გას. - 25; პაპიროსი და ტროლ. - 5; კაკაო - 80 (200 გ). რძე - 15 - 145 მ.
145 - 47 = 192 + 10 მ. პურის.
202 მ. სულ 25-26.

*
მგალობელი.
„კვარცხლბეკსა ფერხთა მისას აღამაღლებდა“.
საიდუმლო სამოთხე. ამო ტყე.
დანერგული ძელი. საფარველი.
სჭურველი მშვიდობისა.
გნატრით -
„სახსენებლად საუკუნო იყოს მართალი“.
მოწამენი - ბიძინა დაჭრ. ქსნის ერისთავთა. ბიძინა და შალვა.
ასოეულად დაჭრა.
„სუნნელი ქმენით, ყვავილნო შვენიერნო“.
„რამეთუ აღმოადინებ საკვირველებათა და აღმოაცენებ კურნებათა“, ვითარცა მეგობარი ქრისტესი.
ყოველსა ქვეყანასა განისმა ხმა მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყვანი მათნი.
ბაიათა და რტოებითა ქების-მეტყველი.
გვიწყაროებს.
ზესთა-ზე.
კვართი.
ელვარებრ აკრთობს ცათა.
სვეტითა ღრუბლისათა.
წამებათა - დამებადა.
ბრძანებათა - განებადა.
ნათლითა პირისა შენისათა.
ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს.
განუხრწნელი.
ფშვით სურნელებასა ყოველსა კიდეთა.
ჭურო სიმხნისაო.
ოხითა თქვენით მაომადლეთ.
საკვირველჰყო.
ხატება შენი.
ხორცი წარმავალია, სულია უკვდავი.
მხართა შენთა ზედა იტვირთე ჯვარი მისი.
იღვაწე, ვიდრე სისხლთა დათხევამდე.
ახლითა გალობითა ახალსა ნერგსა.
სისხლითა თვისითა პორფირად შეღება.
საწადელი.
მშვიდობაჲ შეუძვრელი.
სარეცელზედა იხარებდენ.
ესე -
შეგივრდებით.
ღელვათა განსაცდელთაგან გვიხსენით.
რომელმან შეჰქმნა - მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.
ტყვეთა თავისუფლება.
„ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე“. სისხლი დასთხიე და სამშობლო [მოიპოვე] შეიძინე.
ზესთაგონებისა მბრძოლი.
ზიარ გამოჩნდა.
წყარო მადლიერი - ნიჭშემოსილი.
ქართველთა ეკლესიისა შვენიერებად.
მსგავსად ფინიკთასა.
შევალს.
უსაზღვრო ვარაკი ზეცათა.
სასმელი ცხოვრებისა მოვიღოთ.
მმარხველი.
გვირგვინი პირად-პირადი.
ელვანი კურნებისა.
სასურველი.
ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მათი.
მოიგე: სიმდაბლითა სიმაღლე, სიგლახაკითა სიმდიდრე.
ოქროსა სასანთლესა ზედა დაიდგ ნათელი ეგე.
განგვანათლენ ჩვენ ელვითა სწავლათათა.
ნათელხმოვანი.
მაგას.
„პირი ჩემი იტყოდეს სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულისხმის ყოფას“.
იქმენ შენ დიდი მესაიდუმლე.
გულუბრალონი.
რომელნი ვარსკვლავთა მსახურებენ, ვარსკვლავთაგან ისწავეს თაყვანისცემა შენი, „ხოლო მოგვნი ვარსკვლავისთანა მოგზაურობენ“.
ყრმა ახალი პირველ საუკუნეთა ღმერთი.
მან დაიტია დაუტევნელი.
გვ. 69. ზღვაზე.
მხოლოო.
აღამაღლე რქა ჩვენი.
დაამდაბლე სილაღე მაცდურის.
ჩჩვილი. მწოლარე ბაგასა შინა.
სკიპტრა სამეუფო.
გარდამოხედ.
მოსახვედ.
თანამზრახველი.
„შთახდა იონა სიღმესა მას ზღვისასა“ (გვ. 73).
უგულებელსჰყავ [ჟამთა] ბრალთა ჩემთა სიმრავლე (73).
ცეცხლსა შეთხეულნი არა შეიწვნეს.
გამოჰკითხოს იროდი ჟამი ვარსკვლავისა აღმოსავალისათა.
ბუნებანი კაცთანი განაცხადე.
სახიერი.
ნათლისღება - იწყება.
ადიდე.
ემბაზი.
თანამოსაგრე.
ქნარო!
შეწყალება.
მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.
არაუდებჰყავ...
თვინიერ.
განხურვებულმან შურითა.
მშვენიერებანი უდაბნოთანი.
საკვირველება.
გონებასა სიტყვის მოქმედთასა.
დახსნა სარკეთა - სასოწარკვეთა.
და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა -
მირქმა.
გამოეცხადა სიმართლე თვისი.
დაამშვიდე ბრძოლასა შინა მოქალაქეობაი ჩვენი.
ხარება.
გიორგობა (23 აპრილი).
მნათობადი.
უვალთა უდაბნოთა ქალაქთმყოფელო და გუნდთა ეშმაკთა მაოტებელო.
სასწაულის ელვით.
მამათა-მამა.
გვიწყაროებს.
სიმრავლე სასწაულთა.
მოეც მშვიდობა საქართველოს!
სახსენებლად საუკუნოდ იყოს მართალი.
მღვიმელი.
სიყრმიდგან ფრთოვანქმნილმან სათნოებითა.
მადლი სულიერი (96 გვ.).
ძვალნი შენნი შიშველნი (96 გვ.).
მეფეთა - დამებედა.
სიბრძნისა ზეცით მომღებმან.
საწუთო.
სამგზის სანატრელი.
შარავანდედითა.
წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან.
წარუვალი სიმდიდრე სუფევისა მოიგო.
მრჩობელი (რჩეული?).
მძლე - უძლეველი.
ნათელცისკროვნად.
ღვაწლი.
ქადებანი არად შერაცხენ.

*
1. Проф. Мечников „Поэзия рек и морей“.
2. Эльснер „Аргонавты Колхиды“.
ზღვა - 107.
საქმენი განშიშვლდენ.

*
სადღაც კვნესის ლაზისთა,
სწუხს შავი ზღვის მქუხარება.
თქვენ გეძახისთ მშობელ კერას
მოწყვეტილ ძმათ მწუხარება.

* * *
გმადლობ, ქალაქო, [დამარქვი] მიწოდე მე საქართველოს გენია,
შენს თქმაში ვინ უწყს, თუ ჩემი [სიტყვით] წვა რაოდენია.

*
25-II.
ვიყავით მარჯანიშვილის სახ. თეატრში. დავესწარით „შესაფერ ჯილდოს“ (ქელ¬ბაქიანი), სადაც გ-ნის წიგნებია ორჯერ მარჯვე (ძლიერ) ადგილას ნახსენები. აღფრთოვანებული დავბრუნდით შინ.
რა ღრმად და ლამაზად არის ქართველი ინტელიგენციის მიერ გ-ნის ბუმბერაზობა შეგნებულ-გაგებული.
სდგამენ სომხური მოზარდი და სხვა თეატრებიც.
თვითონ პიესაც საუკეთესო აგიტაციაა ოჯახის - სახელმწიფოებრივი  პირველუჯრედის, მისი ზნეობრივი სიფაქიზის და კეთილშობილურ გრძნობათა მთელი რიგი...
მასთან პარალელურად ფუქსავატი ახალგაზრდა ქალი, თავის შესაფერ დედით და მამინაცვლით.
[კანდელ] ქელბაქიანმა გაიმარჯვა.
მსახიობთა მაღალხარისხოვანი შესრულება.
ერთი სიტყვით, მთლიანობა დაცული იყო ყოველმხრივ.

გატუნიას
მახსოვს არ დავიწყება
შერთულის თავს მინდორში,
ქალთა და ვაჟთა წყება,
წმინდა გრძნობა მის დროში...

დიდ თამარის ციხის თავს
შენ პირველი ედროშე,
პოეზიის ქომაგო,
[ხელოვნების] პოეზიის მედროშევ!

მახსოვს, არც მავიწყდება
- განვმარტოვდით მუხის ძირს.
მთვარე ღვიძილს იწყებდა,
ხანისწყალი პირველ ძილს.
ზ.
ექსკურსია ციხეზე. სოფ. ზედა დიმი. 28/II

1946