შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-480-4 - 1945 წელი


გალაკტიონ ვასილის ძე ტაბიძე - საქართველოს სსრ
მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი.
საქ. სსრ მეცნიერებათა აკადემიის
საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილებას
ანგარიში [ჩემი შემოქმედებითი მუშაობისა]
ამხანაგებო!
აი, ამ წიგნში რომლის სახელწოდებაა „ოქრო აჭარის  ლაჟვარდში“, რომელიც დაწერილია ჩემს მიერ და გამოცემული აჭარის სახელგამის მიერ ბათუმში, 1944 წ., მოთავსებულია ლექსი [რომელსაც სახელად ჰქვია] სახელწოდებით „კავკასიონის პროფილი“. [ამ წიგნს] ლექსს წინ მიუძღვის ციტატა შოთა რუსთაველის გენიალური „ვეფხის ტყაოსნისაგან“:
„სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების,
არც თურე კაცმან დაგიდგნას, ვეჭვ, კლდეცა გაგილბილდების!“
ე. ი. რუსთაველი ამ ციტატაში ხაზს უსვამს, თუ რა ძალა აქვს ძმობას, ერთმანეთის გატანას, ნდობას: რუსთაველი ამბობს, რომ ასეთი ძმობით, ასეთი გატანით გაადვილდება ყოველი ძნელი საქმე.
„სადაცა შენ და შენი ძმა ხართ, ძნელი გაადვილდების,
არც თურე კაცმა დაგიდგნას... ვეჭვ კლდეცა გაგილბილდების“.
ასეთია უკვდავი შოთა რუსთაველის [მიდგომა] სიტყვა „ძმობისა[დმი]“ და გატანის[ადმი]. სწორედ  ამ ძმობამ, ამ გატანამ იხსნა კავკასიონი მოსალოდნელი, თუნდაც დროებითი, მაგრამ საშინელი რბევისაგან, [აწიოკებისაგან] რომელიც გველოდა, რომ გერმანელები ძაუგიდან საქართველოში შემოსულიყვენ.
ეს ლექსი „კავკასიონის პროფილი“ დაწერილია 1943 წ., ესე იგი ომის პერიოდში. [ნება მომეცით, წაგიკითხოთ] იგი ასე იწყება:
გ. ტაბიძე

*
ამხანაგებო, მე პოეტი ვარ, თუმცა ისეთი სახელწოდებით, როგორც საქართველოს პირველი სახალხო პოეტი - მაინც თავს ნებას ვერ მივსცემ ფამილიარულად ვილაპარაკო ლავრენტი პავლეს ძე ბერიას შესახებ.
მაგრამ აი, როგორ მიმართავს მას [ბერიას სახელობის თბილისის ფეხსაცმლის ფაბრიკის] ძველი მუშა ვანო წითელაური (იხ. „კომუნისტი“, 3 იანვრის №).
ქართველი [ინტელიგენცია] მწერლები ყოველთვის მუშების მხარეზე არიან. მე არ შევცდები, თუ ყოველივე ამას მივუმატებ [ქართველი მწერლების აზრს].
გაუმარჯოს [საქართველოს] ლავრენტი პავლეს ძე ბერიას.
გაუმარჯოს დიდ ბელადს ამხანაგს სტალინს.
წინადადება შემომაქვს ჩვენი რესპუბლიკის სახელით უმაღლეს ორგანოში დავასახელოთ დიდი სტალინის უახლოესი თანამებრძოლი, ქართველი ხალხის საყვარელი შვილი - ამხანაგი ლავრენტი პავლეს ძე ბერია.