შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-440 - 1945 წელი


წიგნის, რომელსაც „ზარია“ სცემს, რედაკტორია ელსნერი, მთარგმნელი - ცაგარელი..
N. B. ელსნერი, ცაგარელი, კრეიტანი, სერებრიაკოვი. ყველა მთარგმნელებია.
საინტერესოა, როგორია ელსნერი - მომხსენებელი?
გამოდგება თუ არა რამედ რიურიკა, ან ესენინის ვაჟი? ან ვინაა კიდევ ტფილისში ისეთი? სად დაიკარგა ელ. შერრი. შარტი (?)
კლიშეები: 1. აფიშისა, 2. ახალი დიდი წიგნის, 3. მე-III ტომის, 4. გველესიანის, 5. ჩუდეცკის... სულ მზადაა. მე მგონია, გამოდგება ან ახალი დიდი წიგნისა, ან აფიშის.
ახ. გასაკეთებელია კლიშეები წიგნებისა. და აკლია: 1. პირვ. წიგნი (1914). 2. მე-II წიგნი (1919). 3. მშობლიურო ჩემო მიწავ! 4. მამულო სიცოცხლეო. 5. ოქრო აჭარის ლაჟვარდში. 6. ახალი დიდი წიგნი. 7. „ზარია“-ს გამოცემა.. სულ 7 წიგნი აკლია რაღა. ისინი ცალ-ცალკე უნდა გადაეცეს ფოტოს და მერე კლიშედ გაკეთდეს.
ლოზუნგები შიგა და შიგ...
შალიგინი, გამოდგება თუ არა? არა!
(იპ. ვართაგავა, ძმ. ჯაფარიძეები სულ გამოყენებულია).
Заря Востока, Заря Востока, Заря Востока.
ლომინაძე? რისთვის არ მივეცი სათარგმნი?
რუსთაველის თეატრის საკონცერტო დარბაზზე როგორა ხარ, ჰა? ერთი დაინტერესებული ანტრეპრენიორიცაო, არა? რას იტყვი, ა? კარგი აფიშებითაო, ა? ა? იმე! შენგან არ მიკვირს!
ან კონსერვატორიის დარბაზიც ქეიმასქნება, მარა რაცხა მოუმხრელ ადგილზეა ის დასაწვავი, თვარა მომღერლები, იცოცხლე, იქინეი იყვნენ.
მომღერლები, რავა, რუსთაველის საკონცერტო დარბაზში ვერ იმღერებენ თუ? იმე, შენგან არ მიკვირს.
მღერით კი იმღერებენ, მარა აი სამღერალი რო აფერია იმ სიტყვებზე, ქე რომ საჭიროა? გაჟუჟა ჭირმა ჩვენი კომპოზიტორები. აფერს იგენი რო არ ლაპარაკობენ.
თვარა რადიოშიაც კარგად მოეწყობოდა მაი საქმე. მომღერლები იქაც ქე არიენ: დები იშხნელებიო, დები თარხნიშვილებიო.
აფერი არ უშავს, ერთი გაიგოს კაცმა კომპოზიტორების კავშირში... რა კომპოზიტორული "სუმი"-ს პატრონნი ვართ.
ე, ბიჭო, შალვა კაშმაძის, ქუჩიშვილის და სხვ. ლექსებს რა უშავს, რომ მუსიკაზე გადეიღონ და ამღერონ ხალხი...
ახლა  კაი რეკლამაა საჭირო რადიოსა და პრესაში წიგნის გამოსვლის შესახებ. იქ გ. ჯიბლაძეა... ვინაა რადიოში?
მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდოაო. რომ რაიმე ორგანიზაცია... ვთქვათ, უნივერსიტეტის საქმე... ქაღალდიც აქვთ და ყველაფერი... მეგობრებიც ქე მყავან, მგონი, იქა. უნივერსიტეტი საქმეა, მაგრამ იქ ქართულად... მე რუსულად მინდა, ბოშო, რუსულად.
ეხლაც ისე არ დაგვემართოს, როგორც ყოველთვის. დავაწყობთ გეგმებს, ჩამოვწერ... და არაფერი კი არ სრულდება, რა აზრი აქვს ამაო ფიქრსა და დავიდარაბას.
აკადემიაში უნდა დარიგდეს წიგნი.
მე საავტორო 10 ცალი მეკუთვნის. უნდა წამოვიღო 50.
შერმანი???? შერ-მა-ნი!
საინტერესოა. როდის გაიხსნება ფილარმონიის საზაფხულო სეზონი, ბაღში... მალე ასიცხდება და ბაღში ერთობ კაი იქნება.

*
ვ. სურსკაია. სჯობია სერებრიაკოვი.
კრეიტანი, სერებრიაკოვი, ივნევი, ბ. კორნეევი, შერმანი.
ახალი დიდი წიგნის არ ვარგა, არც აფიშის, ისევე უჩას სურათი.
რევაზიშვილი, გრაფიკა.
„Страна моя родная“.
შერმანი.
ДКА.
II საღამოთი.
პირველი წიგნი. მეორე წიგნი.
რადიო: 1. მშობლიურო ჩემო მიწავ. 2. Страна моя родная. 3. მამულო, სიცოცხლეო. 4. ოქრო აჭარის ლაჟვარდში.
ორი წიგნია საჭირო.

*
გაზაფხულზე სიცოცხლის გაენთო ნაპერწკალი -
და ჩვენს ბაღშიც [პირველი] აჭიკჭიკდა მერცხალი.

მითხარ, შავო მერცხალო, მოგყვნენ ყველა მერცხლები?
რას ფიქრობენ მთები და ზღვები მონავერცხლები?

მოჰყევ, შავო მერცხალო, სხვაგან რა ჰაერია,
ხომ არ გჩაგრავთ სხვა ფრთები თქვენში რომ გაერია?

აჭიკჭიკდი, მერცხალო, მართალია თუ არა -
მსოფლიოში ამინდებს - ავმა ზნემ მოუარა?

მე ხომ გითხარ: ინდოეთს, წახვალ... მზეა მოწყალე...
იქ წყალს დალევ და ისევ აქ მოგვიხვალ ცოცხალი.

აჰ, მერცხალო, შავთვალა, სხვაგან რომ ზამთარია -
ჩვენში ზამთარშიაც კი გაზაფხულის დარია.

არ დააცხრო, მერცხალო, ხმები ფიქრთ გასართველი,
[გზად ხომ არ შეგხვედრიათ] რა დიდებით იბრძოდა მეომარი ქართველი.

ომში ჩვენი ბევრია ჯარი და ჯამაათი,
ოთხნი ძმანი, ზოგთაგან ექვსი, შვიდი და ათი!

ეშხიანო მერცხალო, ელავს ზღვის ნაპირები,
გამარჯვებულთ სამშობლო ელის შენაპირები.

გმირთა იმათ, მერცხალო, ჰპოვონ მხარე სიმრთელით,
ვით შენ ჰპოვე უვნები ბუდე შარშანწინდელი.

[და გულიც ზღვა ზვირთების] და მარშალის ძახილზე ხან ღელავს, ხან მშვიდდება,
მასში მარგალიტების ამოდუღდა დიდება.

აქ ეხლა ქვაც არ არის უხმო, უნაპერწკალო,
აჭიკჭიკდი, მერცხალო, ეშხიანო მერცხალო!


*
[მოპოებული სისხლით და რკინით]
გაქანებული სტალინის სიბრძნით
[გამარჯვებისა] დროშებიანი ეტლი ჰქრის გრგვინვით,
[და სისხლიანი] [და ცხრა მაისმა]
მაისმან ცხრამან გვირგვინი ეკლის, მას შეუცვალა
დაფნის გვირგვინით.
[მარად და მარად ასე] [დღესასწაულთა გზებით იარე,
გამარჯვებულო სამშობლო მხარევ].
გამარჯვებულო სამშობლო მხარევ, დღესასწაულის გზებით იარე -
დიდება სტალინს. დღევანდელი დღე, ბრწყინვალეა და 
სხივ-მსხმოიარე.
[დამარცხებულ] საზიზღარი მტრის [სეირ.] ასე სულხდომას...


*
დაიწყო სხვანაირი ჩურჩული.
[ეხლა] გახედეთ [სოფელს,] ქალაქს, გახედეთ სოფელს,
რას ეუბნება შობილი მშობელს.
გახედეთ, ცეცხლით გადამწვარ ველებს,
გახედეთ ნგრევას შეურაცხმყოფელს.

სულ მაღლა-მაღლა ვიდოდა ბოლი.
სად, სად არიან სწორი და ტოლი?
სისხლმა, სიბნელემ დაჰფარა არე -
სახლთა და ბაღთა წაშალა ზოლი.

გაძარცულია სამშობლო მხარე -
დუმილი მოსავს მწუხარე, მწარე -

ყველა ვართ შვილნი სამშობლო მხარის,
ყველას გვეძახის [გზა მოელვ.] გზები მღელვარე.

[ჩვენი მახვილი, ჩვენი კალამი -
წინ მიგვიძღოდა როგორც ალამი].

*
[მშვიდობა] დიდება ქალაქს და [მშვიდობა] [დიდება] სოფელს,
[ვალმოხდით] გმირულად შეხვდეს შობილი მშობელს.
აღდგენა ცეცხლით გადამწვარ [ბაღებს] მხარეს, მუსრი მტერს,
[ასე] ხალხთა შეურაცხმყოფელს.

ცამდე ასული დავარდა ბოლი, [ომით ბრუნდება] შინ დაბრუნდება ტოლი და სწორი.
[სისხლით, სიბნელით დაფარულ არეს]
სიბნელისა და სისხლის [დაბურულს] არეზე სხვა განთიადი [შეხვდა] აგუგუნდება.

ასე [დაღლილის და გადამწვარის] გულწრფელის, ასე დამწვარის,
ყველა ვართ შვილი სამშობლო მხარის,
მისი, რომელიც ხმლითა და კალმით, [გამარჯვებისკენ წინ
მიიჩქარის] წმინდათა წმინდის დაცვად იჩქარის.
[მისი, რომელთაც] იგი სიმწარის ფიალას სცლიდა, მაგრამ
სამშობლოს მაინც არ სცვლიდა,
[გაანადგურა კარზე მოსული] მან შემოჭრილი ვერაგი მტერი
გაანადგურა კალმით და ხმლითა,

[ჩვენ] მაშ, გამარჯვებულს შევხვდეთ [მეომარს] ამ წყობას,
[ბრძოლით], [სისხლით] თავისუფლების დიადის მდომარს,
საკუთარ სისხლით სამშობლოს დამცველს, ჩვენ გამარჯვებულს შევხვდეთ მეომარს!

Отрывки из поэмы „Рашид Варданидзе“
(Из кн. Мамия Гуриели)
I
Есть крепость на склоне Карчхали.
Когда-то, в дни славной войны
Ее „недотрогой“ прозвали,
Защитницей верной страны.
А ныне - людьми позабыта,
Давно никому не нужна,
Разрушена, мохом покрыта,
На холоде стынет она,
И судного дня ожидая
Стоит с обнаженноей главой,
По голым бокам поростая
Колючей и сорной травой.

II
А там, за оградой, где прежде
Был только героев приют, -
В нарядной зелоной одежде
Злых ящериц стаи снуют;
Тяжелую кладь нагружают
На крошек-рабов муравьи,
И желтые осы вонзают
В рабов этих жала свои;
Червяк небольшой, но смышленный,
Так мерно ползет, словно сам,
Весь бархат лужайки зеленой
Он смерить взялся по вершкам.
Вверху в амбразурах засела
Над гнездами стая галчат,
И там, где оружье звенело,
Их хриплые крики звучат.
Вот по-небу тянется что-то,
Неясно виднеясь вдали...
Ага, узнаю по полету:
То стаей летят журавли.
Все в высь вереница их вьется...
Вдруг кречет, вспугнув журавлей,
Стремительней барса несется
Он вслед за добычей своей.
Уже им настигнута стая,
А он по лазури небес
Как вихрь - вертикально взлетая
Все выше летит... Вот исчез...
Вот снова блеснул и с полета
Как молния врезался он
В середину всего перелета...
Безсильны тут хитрость и стон.
Добычу свою беспощадно
Влечет на Карчхали злодей.
И там насышается жадно
Несчастною жертвой своей.

III
А он, тот Карчхали могучий,
Щит Грузии в прежних боях,
Главой упирается в тучи
Бесстрастно стоит на часах.
Седины его обвивают,
Туманы, как думы кругом...
Кто смысл этих дум разгадает,
И кто их опишет пером?

Иван-Да-Марья
„Летопись Грузии“, 1913

*
„გორის ციხე“ ველიჩკოსი იწყება ასე:
Странник. Ты видишь ли там Горийскую башню вдали,
Там, на утесе крутом, твердыню Грузинской земли,
Там где Лиахва-река, вся в жемчуге, вся в серебре
Мчится в объятья к Куре?

Много к той башне и волн и недругов лютых рвалось,
Много над гордым челом столетий седых пронеслось
- Видишь: доселе никто твердыни разрушить не мог,
Выбрал ей место сам Бог.
დასასრულიც თითქმის ისევეა... ეხლა როგორაა თარგმნილი ეს აკაკის მიერ, და როგორაა რუსულად?
Путник! Видишь эту крепость
На громадою горы,
Испытавшую победы
И невгоды злой поры?
Вражьим ордам недоступна,
Над скалой вознесена,
Дали грозно озирая
Дневний край хранит она.
Путник. Видишь, эта крепость
Нерушима - как гранит.
И врагам отчизны нашей
Бурей будущей [гремит] грозит.

(Письма грузин. бойцов трудящимся Грузии. Фронтовые записки. Сбор. очерк. груз. писат., изд. „Заря В.“, 1944).

*
ვესპერი -  [ფერს - ფერი. ერთფერი].

ვესპერი
[მე მირჩევნია სიკვდილი] მე არა ერთხელ მინახავს,
[ოღონდ ნუ] ფერობს ეს ფერი [ისევე] რა ფერით,
საღამოს [ცაზე] ტბაზე, როდესაც
გამოცურდება ვესპერი.

გამოცურდება, ინათებს,
და ისევ ისე გაჰქრება.
ვესპერი - ჩემი სიცოცხლის
[ჩაჰქრობა,] მადანის გამინანქრება.

ბილიკიც სხვანაირია
ტბაზე დახრილი ძეწნების,
ვესპერი - გარე ყველაფერს
[სიმბოლოდ] სარკეში გადაეწნების.

ასე: შეხვდები, შეგხვდება..
ხსოვნას კი გული ინახავს,
მე არა ერთხელ მიგრძვნია,
მე არა ერთხელ მინახავს.

*
54-90 - ირ. ქ.
გალაკტიონ ტაბიძე.
ხვალ, 12 მაისს, 1 საათზე ჯაშის კაბინეტი (სახკომ საბჭოში შეს. გ. ტაბიძის საიუბილეო კომიტეტის სხდომა).
15 მაისს მიდის პლენუმზე სიმონი (ეული მერე).
რემედასმა მთხოვა ლექსი კრებულისათვის.

208 - II + 204 - III = 412.
52 X 4 = 208.
ათი საათი და ათი წუთი.