შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-160 - 1944 წელი


„ჩკა“-საგან 16/X-44.

გურული ცხენით
[მაქსიმე] გურული უყურებს, თავქვე როგორ მიაქანებს ცხენს მეგრელი, რათა საჯაროთ მოიგოს გული ერთი ლამაზი ქალისა. ის იყო იშვიათი ცხენი.
გურულმა სთქვა:
- რავა, რომელი გონჯი ყაზახი მე მნახეთ, გაჩვენებთ - თუ როგორ უნდა ცხენოსნობაო. ეხლა მე მიყურეთო.
და მოახტა ცხენს.. მისთანა შენს მტერს, რაც მოუვიდა. არ გაუვლია ორი ნაბიჯი, რომ ცხენმა მაქსიმე ძირს...
მაგრამ მაქსიმე - ვაჟკაცურად ადგა, შახი არ გაიტეხა და წამოიძახა:
- ამ დალოცვილმა, რომ სწორედ ამ ადგილზე მინდოდა ჩამოხტომაო.

გურული მანქანით
გურული ჯდება ავტოში და მიემგზავრება საშიშარი გზებით.
გზაში მემანქანე აჩერებს მანქანას და ჰკრებს ფულს. გურული გაცხარდა.
- მე შენი მიკვირს! ამ ხრამში, ამ ოღროჩოღროში მე მთელ ჩემს სიცოცხლეს განდობ, და შენ 12 მანეთი არ გინდა მენდო.

*
Советская 16. Ермоленко. Анахимов.
1. Груп. VIII-13. 42. Вердеревский Николай Михайлович. II. <…>.
Соболев. Соболев Павел Иларионович.

1944