შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-153 - 1943 წელი


1943. 3 აგვისტო.
- თბილია. - ჩაილაპარაკა [ქალმა] უცნობმა.
- თბილია. - მხრების აწევით და ამით თითქო ბოდიშის მოხდით მიუგო წყალის გამყიდველმა.
- რატომ მერე? განა ყინული ძნელი საშოვნელია?
- როგორ გეკადრებათ.. ყინული სულ სამი მანეთი ღირს, მაგრამ გადმოტანაა საქმე. სამმანეთიან ყინულის გადმოტანა სამასი მანეთი ჯდება. ეხლა ხომ თბილისში ისეთი სიცხეებია.. ქვაფენილზე კვერცხი შეიწვის. ადამიანს ალმურისაგან სუნთქვა ეხუთება.. ყინული სულ იაფია (ღვინის გამყიდველი).
- ტრანსპორტის საკითხი უნდა გადაწყდეს...
- სწორედ ეგ არის. - ამბობს გამყიდველი.

- თბილია, ამიტომ რომ თბილისია... (წყალია).
- ცხელია, იმიტომ რომ თბილისია (ასფალტი).

ამ დროს - ცხრა ეზიდს ქუჩაზე მიაქვს [ზურგს აკიდებული პიანინო] პალმა. ოფლი წურწურით ჩამოსდის. დიდ აურზაურში [მათ პიანინო] მას ვიღაც დაეჯახა და პალმა ძირს დაუვარდათ, რის შედეგათ [კეთილშობილ მუსიკალურ ინსტრუმენტს ორი ფეხი] დეკორატიულ მცენარეს მოემტვრა ჩასადგამი და ტოტებიც დაელეწა.
- ეხლა ეგ არის საქმე? - ამბობს მხარბეჭიანი მოხუცი რაჭველი, - ცხრა კაცია. მე კი მახსოვს, ერთი ავიკიდებდი პიანინოს და ბურბუშელასავით ამქონდა ციციაანთ აღმართზე.
- ესეც თავისებური ტრანსპორტია.

აი, ქვაფენილზე მიდის ფეხშიშველა ადამიანი. იგი გამოხვეულია თბილ, ჭუჭყიან ძონძებში, და აგვისტოს მზე დაუნდობლად აჭერს შიშველ თავზე. ეს ტიუტჩევის ტემაა.
- ეს ადამიანიც ფეხით დადის.
- ვინ არის ეს კაცი? - იკითხეს.
- გრანელია, პოეტი. - იყო პასუხი.

იმავე ქვაფენილზე მიდის იგივე ფეხშიშველა ადამიანი. ეხლა კი მას თბილი ძონძებიც არა აქვს. თოვს. ზამთარია. ის კი თეთრეულის ამარა მიდის...
- ვინ არის ეს კაცი? - იკითხეს.
- გრანელია, პოეტი. - იყო პასუხი.

*
და მთვარიანის ფერუმარილით
ეძინება წყალს,
სადაც
იოსელიანის პურმარილით
ავალიანი შეიწყალეს
ცხადათ!!

*
გამომეღვიძა. ვნახოთ, ექვსი საათია. ქვე რაზე გამაღვიძე, თუ ცოცხლად ფეხი არ გადავდგი, არ მინდებხარ, რა გიყო.

*
გორელისა და ხონელის არ იყოს,
რწყილის ტყავი ვინმემ უნდა გაიყოს.

*
ნახეს უცხო მოყმე ვინმე.
მუშა. Дышло - რვილი.
ტფილისის ორთქლმავალთა შემკეთებელ ქარხნის მჭედელმა დავით ჭიჭინაძემ აიღო საკავშირო რეკორდი, გამოსჭედა რა [თერთმეტი] დღეში ორთქლმავლის თერთმეტი რვილი, იმ დროს, როდესაც ნორმა იყო ორი. თვიური გეგმა მან შეასრულა სამას პროცენტზე მეტით.

*
გამარჯობა ალექსანდრე,
    როგორ ბრძანდები.
რად ამდგარხარ ასე ადრე.

*
ბუზანკალი. ცანგალი. კაკალი. კაცი და ქალი. კანკალი. გრაკალი. ჩანგალი. ფუჭი კაკალი. მურა-კაკალი. დღეები. სიტყვები. ადამიანები. წიგნები. ცხოვრება.

ზოგისა ბამბა ჩხრიალებს,
ზოგის კაკალი არაო.

კრუხის პალო. ცისკარი.
რუდგებნი. ბუტკები. [შუთქებნი] თუთქები. „თუთქები“. K.
ერთ ადგილს ნუ ტკეპნი.

ნაწრთობა. გაწრთობა. გასტოპა. ფანტასტობა. საზრდობა. დასტოვა. დასტოპა. ათას-თობა. ძმობას-ტობა. ორგიასტობა. უშიქასტობა.

შენიშვნები
1. ჩემი ლექსი „გორი“ დაწერილია 1939 წ. ამ [წიგნით] ლექსით გაიხსნა წიგნი „ბელადს ქართველი მწერლები“, რომელიც გამოსცა საქ. მწერალთა კავშირის გამომცემლობა „ფედერაცია“-მ 1939 წელსავე ბელადის 60 წლის შესრულებასთან დაკავშირებით. ლექსი თავდება ასე:

გადაილახა მიუდგომი
          საზღვრები ბედის.
კაცობრიობის ცხოვრებაში
         სიცოცხლე შედის
ჯანსაღ, მშვენიერ, სრულყოფილი
         ადამიანის.
დღეგრძელობა და ვაშა სტალინს,
         დიდება სტალინს!
მას კომუნიზმის მიჰყავს გემი
         გენიის სინჯვით,
ჭაბუკურ ნებით და ჭარმაგის
         სიბრძნე-სიდინჯით.

ლექსის დაწერიდან გავიდა რვა წელიწადი. და იგივე იდეა, რაც ამ სტრიქონებითაა გადმოცემული, გამოსჭვივის „Правда“-ს მოწინავე წერილში „Великая животворная сила советского патриотизმა“ („პრავდა“, 1947, შაბათი, 18 ოკტომბერი, №276 (10667). ეს შესანიშნავი წერილი თავდება ასე:
„Неодолимо движение советского общества вперед. Его путь проверен жизнью тридцатилетным опытом борьбы и строительства. Партия большевиков, великий учитель и вождь товарищ Сталин, испытанный кормчий советского корабля, ведет его верным и точным курсом к цели, – к торжеству коммунизма…“
2. „იზვესტია“-შიაც (შაბათი, 18 ოკტ., 1947 წ., №246., ვ. პოლტორაცკის წერილში „ერთ ქალაქში“ - დასაწყისში) სწერია:
„Особенность советского государственного работника состоит в том, что он одновременно является и народным руководителем; и народным слугою. Руководителем он является потому, что народ вручил ему власть, и свой ум, и всю свою силу он обязан отдать на благо народа“.
ჩემი უკანასკნელი ლექსის სტრიქონები ასეთია:

О, мой народ. Вручив ты мне лиру Революции
Я был удостоен твоей пламенной
Любовью потому, что выражал я
Твои стремленья, твои порывы к Октябрю.
И еще раз мне стало более ясно,
Что лира та, о чем бы она не звенела,
В миг разобьется, если ее не вдохновляет
Твой искренний, высокий, мудрый пафос.

შოთა რუსთაველი
1. არაფერი ქვეყნად იმაზე საშინელი არ არის, როდესაც ადამიანს ბღერი სჭირს, და ფრჩხილები კი არ გააჩნია.
2. ბუნების მიერ მოცემული ცხოვრება ბუნებასვე მიაქვს, მაგრამ ბუნების მოცემულ ნიჭს ვერასდროს ვერ წაიღებს: იგი ნიჭი უკვდავია.
3. ადამიანს, რომელსაც არაფერი ქვეყნად არა სჯერა, არც არაფერი [არ] მას დაეჯერება.
4. სიზარმაცე საშინელებაა; მაგრამ არიან პოეტები, რომლებიც თანაბრად უმღერიან სიზარმაცესაც და შრომის მოყვარეობასაც.
5. სწავლა ადამიანს გზას უკაფავს და შველის იქაც კი, სადაც არაფერი არ არის.
6. ბუნებამ ქარი შეჰქმნა და მისავალ-მოსავალი გზაც შეუქმნა.
7. ასეთ დღეებს ვერ დაითვლი: ასეთი დღეები უფრო მეტია, ვინემ შვრიის მარცვლები უზარმაზარ ტომარაში.
8. უიმედო ვინ არის? უიმედო მხოლოდ დემონია.
9. ალ-ქაჯის ქარხანა უმოძრაო როდის არის?
10. ზღაპარი რაა, ყოველ ძველ ზღაპარში მეფეზეა საუბარი: იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეფე. ვეფხის ტყაოსანშიც: იყო არაბეთს როსტევან...
11. ერისთავმა ძაღლი შვილი მიწოდა. დიდი ამბავი მომხდარა!
12. კარგია  დიდი მთის ჩრდილში დიდი პოეტის წიგნთან ოცნებით.
13. მოლად გახდომა ადვილია, ადამიანად იყვე, აი, რა არის ძნელი.
14. რამდენად ძველი წიგნი კარგია, იმდენად ახალგაზრდა პოეტი...

*
1. ცხოვრება, ჩვენთვის მოცემული ბუნების მიერ
ბუნებასავე მიაქვს, როგორც - გრიგალს ნიავი,
მაგრამ ბუნების მოცემულ ნიჭს ის ვერ წაიღებს;
ნიჭი მარადის უკვდავია... ყოფნა - მოკვდავი.

2. ადამიანს, როს არაფერი ქვეყნად არ სჯერა,
არც არაფერი მას ქვეყნად არ დაეჯერება.

3. შეჰქმნა ბუნებამ ქარი -

*
ცხოვრება ჩვენთვის მოცემული ბუნების მიერ
ბუნებასავე მიაქვს, მაგრამ...

[ცხოვრება - მოგვცა ბუნებამ.
და მიაქვს ბუნებასვე -]

[ცხოვრება ჰქმნა ბუნებამ -
მიაქვს ბუნებასავე -]

[ცხოვრება, ჩემთვის მოცემული ბუნების მიერ
ბუნებასავე მიაქვს...]

[ბუნების[აგან] მიერ მოცემული ჩვენთვის ცხო...]