შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-505-8 - 1940 წელი


აკაკი წერეთელი ჩვენი სამოქალაქო ლირიკის ყველაზე ძლიერი წინამორბედია. ეს იყო მგოსანი, რომელიც სცოცხლობდა თავისი დროის პროგრესიულ მოთხოვნილებათა შთაგონებით. ეს იყო მგოსანი, რომელიც ჰკაფავდა გზას წარსულისაგან - მომავლისაკენ. თავისი ცხოვრებით და გაბედული ლიტერატურული გამოსვლებით მან უდიდესი როლი ითამაშა ქართველი ერის განმათავისუფლებელ მოძრაობაში. აკაკის ჩანგის მომხიბვლელობა [შეადგენდა] გამოიხატებოდა იმ ზნეობრივ სიძლიერეში, რომელიც შეადგენდა პოეტის პიროვნებას. მან შესწირა თავისი თავი ერთს წმინდათა-წმინდას - სამშობლოს. აი, რანაირად ისახება ჩემს წარმოდგენაში მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტის ისტორიული მდგომარეობა და პიროვნება.
გალაკტიონ ტაბიძე
1940, ივნისი