შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-434 - 1940-იანი წლები


ასე ადვილად ფონს ვერ გავა
1. იგრის წერილი 1933 წ. ჩემს შესახებ.
2. რითმებისგან გამოჩარხვა.
საერთოდ, საჭიროა ქრონოლოგიურად გასინჯვა წიგნისა. აქვს თუ არა გრიშაშვილს ისე მოწყობილი საქმე, თითქო ბევრი რითმა მისი საკუთარი იყოს და არა ჩემი.
ზოგი იტყვის, რითმა რააო, მაგრამ... ამას თავისი მნიშვნელობა აქვს.
ჩემიც... სხვისიც...
ქუჩიშვილი პირდაპირ გაოცებას იყო, როგორ ბედავსო ეს კაციო...
გრიშაშვილი ამას პოეზიაში ონავრულად შეჭრას უწოდებდა ან და... „პოეტებს ისევ გავეჯიბრები“.
ონავრობაც ხულიგნობას ნიშნავს და პოეტებთან გაჯიბრებას - გრიშაშვილის ამ ხასიათისაა.
უზრდელობა სტილია მისი.
აბანოს ბიჭს ეძახდა ზ. ჭიჭინაძე.
ფსევდონიმები შეხანხლა: დაროშვილი (ჯეირანაშვილი), თარიშვილი (თარი), მარიჯან (ტყემალაძე) და აი, შეკრა ვითომ ჯგუფი.
თუმცა სად მე და სად ის, - მეწყინება კიდეც, ვინმემ (ვინ) რომ იგი ჩემს მოწაფედ ჩათვალოს - მაგრამ ისე „სიამტკბილად“.
„თეთრი სუფრა“ -
ვერ ადის იმ ტემბრამდე, რომელსაც თავისუფლება ჰქვია პუშკინის, აკაკის, ჩემი.
ვერ აღწევს სისადავეს, პირიქით, ცდილობს უფრო „სერიოზულად“ გვაჩვენოს თავი. ეს კი არ ვარგა.
ლექსის ამდენ სწორება-გასწორებას მისთვის ზიანი მოაქვს (ჭკვიანი პოეტისთვის კი ეს სასარგებლოა).
თემატიკა ღარიბია: ერთი ლექსი თუ მეორესა ჰგავს, არ ვარგა.
ასე ნასესხებ-ნასესხები რითმები, მთელი წინადადებები. არა, ეს არაა ხელოვნება: ეს ლიტერატურაა.
სინდისისგან გაწმენდილია, რამდენი ხანია იცის, რომ „გრიშაშვილი“ არ ვარგა. არ იცვლის გვარს.
სირცხვილის გრძნობა დაკარგული აქვს. „ონავრობს“.
ხელს უშლის კრიტიკას თავისუფლად გაერკვიონ მასში. გინებას მოჰყვება. აშინებს.
„კლიაუზების“ კაცია. ჩაშხამდება. ავიშენო ჯერ ვილლა? (კ. უ-ანა).
გააჭივრა საქმე თავისი ბიბლიოთეკით. დონს სურათი დაახატვინა წიგნებით „ტარტაროზში“ (უჰ, რა სულელია ეს დონი).
არშინმალალანია ნამდვილი.
არავითარი კავშირი არა აქვს ალექსანდრე ჭავჭავაძესთან. ეპოტინება კი. სად მივა.
საიათნოვასგანაც შორსაა. მხოლოდ მისი დამახინჯებული ენა შერჩა ძირითადში.
აკაკის ხშირად ახსენებს. გაიხსენეთ „მნათობის“ კ. აბაშიძის წერილი. სერგო ჭილაიას ატყუებს, თითქო აკაკიმა სთქვა, „გრიშაშვილი ჰქუხსო“ (კაცი, რომელიც წრიპინებს, ჰქუხს...).
საინტერესოა გ. ჯიბლაძის წერილი (ალბად, ბევრს მიედ-მოედება).

*
გიორგი თელია - 5-31. სუხუმი.
ხაგუში ივანი, ხალილის ძე - Нач. трансп. конт. აკაკი ბაკუევიჩ.