შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-112 - 1937 წელი


მაუდის ფაბრიკის საერთო საცხოვ., მე-2 სართული, ოთახი 27. კობახიძე.

*
გული ვით გული და არა...

* * *
[შირაქში ერთმა მეცხვარემ
სიზმარი ნახა მზიანი.
არც მე მომივა ცუდი რამ,
არც ცხვარს მოუვა ზიანი.
ისეთი...]

*
27/XII. 37.
ჟორა ვართანოვი შემხვდა დღეს და გამიხარდა. ერთი [არის მიზანი] ბავში.

ტფილისი არ არი საქართველო. ტფილისი სომხეთია.

* * *
სარდაფს, სადაც იგი ჩავა,
იქვე ჩავა დუდუჩავა,
იმიტომ რომ წითელ ღვინოს
უყნოსა და უდრუნჩავა.

*
- მორთულხარ რაღა საკუბოვედ.
შუხური.

* * *
აფხაზეთს არის
    ქალაქი რიცა,
იგი ხომ გვახსოვს
    შენცა და მეცა.
ზეცა ვით ზეცა
    და არა მიწა,
მიწა ვით მიწა
    და არა ზეცა.

იხ.

რევოლიუციის [მეოც.] ეს ოცი წელი.
[ცელი. მწველი. ძველი.]

[20 წელი]
[ეს ოცი წელი. ეს ოცი წელი.]

გამომგონებელს
გამოიგონე, ო, გევედრები,
რამე, რომ მკლავებს შერჩეს სიღონე,
რომ მტერს სიკვდილით ჩატყდეს გვერდები,
ისეთი რამე გამოიგონე.

*
В Тбилиси [мчися пресса],
Узнай, [он] живет иль помер -
[На] Где улица Жоресса,
[Там] Есть дом, четвертый номер.

Чхеидзе парень твердый
По имени Георгий,
На этаже четвертом -
Живет, как в Нью-Иорке.

*
На Улице Жоресса
Есть дом, четвертый номер.
Чхеидзе, парень,
Узнайте: жив иль помер.

Чхеидзе парень твердый,
По имени Георгий,
На этаже четвертом
Живет, как в Нью-Иорке.

1937