შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-570-1 - 1936 წელი


1. გემი. 2. წვიმა. 3. ქოლგა. 4. ქალი. 5. იალქანი. 6. პროფილი ზღვის. 7. [ძირი] ფსკერი. 8. ჯურღმულები. 9. ბალახი. 10. სიმღერა. 11. მანდილი. 12. თოლია. 13. ჭექა-ქუხილი. 14. მეხი. 15. ელვა. 16. ღმუილი. 17. გრგვინვა. 18. სულისთქმა. 19. ფრთები. 20. ფირუზები. 21. გადახიზნული. 22. ცის კიდე. 23. პოეტი გალაკტიონი. 24. გიშერი. 25. სარკე. 26. მოგზაური. 27. ქარი. 28. იაპონიის ნაძვი. 29. სახლები ნაპირას. 30. კალამი ქარიშხალში.

1. დაღლილი. 2. ბრაზიანი. 3. აქროლებული ჰაერში. 4. უსახო ძონძებში. 5. მტრედისფერი. 6. ლეგენდარული. 7. მოქარგული. 8. საშინლად ჩაცვენილი თვალებით. 9. სიზმარიანი. 10. გაბოროტებული. 11. შავ ფრთად გადაშლილი. 12. გაოცებული. 13. გულის მომკვლელი. 14. გადამტეხი. 15. მოელვარე‚ წვეტიანი. 16. გულშემზარავი. 17. დაუცხრომელი. 18. მძიმე. 19. გააფთრებული‚ გაცოფებული. 20. ლაჟვარდოვანი. 21. ძველის ძველი. 22. ... 23. აღგზნებული‚ მოჯადოებული. 24. ღამე. 25. ცხოვრების. 26. დაგვიანებული. 27. სისინა. 28. საცოდრათ მოქანავე. [29. მუდამ პირს იბანს. 29. გაოცებით ქანაობს]. 29. მოჩურჩულე საოცარი. 30. გაქანებული.

18/IX-36.
1. ესალმება და ემშვიდობება. 2. მიდი-მოდის. 3. ძლიერად სუნთქავს. 4. ისვრის‚ ქვიშას. 5. ჯერ დაიხევს და შემდეგ ეკვეთება. 6. სტყორცნის. 7. ეცემა და სდგება. 8. იკაწრება‚ სახეს იკაწრავს. 9. გულმკერდს იგლეჯს. 10. თმებს იწიწკნის. 11. აფთრობს. 12. ატორტმანებს. 13. [ჰკივის] გაჰყვირის. 14. წახდა. 15. გადაირია. 16. ზანზარებს. 17. თავზარს სცემს. 18. გასძახის. 19. გული უღონდება. 20. [სწორედ შეიშალა] მიიშალ-მოიშალა. 21. ღელავს. 22. ასხვაფერებს. 23. ატივტივებს. 24. ატრიალებს. 25. ვერ იმორჩილებს. 26. ფარავს. 27. დამოგზაურობს. 28. დრტვინავს. 29. ნისლიანდება. 30. ქვესკნელდება.

Прилагат.
1. მრისხანე. 2. ტყვიის ფერი. 3. ათოვლილი. 4. უცნაური. 5. მწვანე. 6. შორეული. 7. ოქროს. 8. მოელვარე. 9. ჩაფიქრებული. 10. სწორი. 11. ათასფეროვანი. 12. მომღიმარე‚ ცფიერი. 13. დაუნდობელი. 14. ზღვის ტალღების. 15. საშიში. 16. მწვანე. 17. გააფთრებული. 18. მრისხანე. 19. პირქუში. 20. შავი გველების. 21. აცრემლილი. 22. უბინაო. 23. გაბოროტებული. 24. განცვიფრებული. 25. მშფოთარე. 26. მკვნესარე‚ მიტოვებული. 27. გულგაგმირული. 28. გაქანებული. 29. აღელვებული. 30. პოეტური.

18/IX-36.
Глагол.
1. ქანაობს და იმტვრევა. 2. მიეშურება და უცებ ჩერდება. 3. დადის. 4. ყვითლდება. 5. ლურჯდება. 6. აზურმუხტდება. 7. ხმადიდობს. 8. გულზვიადობს. 9. შრიალებს. 10. მისცურავს. 11. მიგორავს. 12. მიისწრაფვის. 13. ქვესკნელდება. 14. მაღლდება. 15. იღუნება. 16. აიწევს და დაიწევს. 17. მძიმდება. 18. მსუბუქდება. 19. ეშვება. 20. ბრუნდება, იკლაკნება. 21. ვარდება. 22. ირაზმება. 23. ქაფიანდება. 24. გული მოსდის‚ ხელდება. 25. იფანტება. 26. აწყდება‚ ტყდება. 27. შფოთავს‚ განგაშებს. 28. გრგვინავს‚ ჰქუხს‚ გრიალებს. 29. ეცლება ძალა. 30. [გამშვიდდება] გადაშლილია.

Место, время.
1. ნაპირიდან ცამდე. 2. შორს‚ ძალიან შორს. 3. აქაცა და იქაც. 4. უსაზღვროებაში. 5. ჰორიზონტზე. 6. შუაგულში. 7. სიღრმიდან. 8. ზედაპირზე. 9. ყოველ ადგილას. 10. შეუჩერებლობაში. 11. მარადბრუნვაში. 12. ქვაბში. 13.  გორაკებზე‚ ბორცვებზე. 14. მხართეძოზე. 15. გასვწრივ. 16. უფსკრულებში. 17. ღრუბლებს ქვევით. 18. იარუსებზე. 19. სივრცეში. 20. წელ ზევით. 21. კიბეებზე. 22. ტილოში. 23. დასასრულზე. 24. მინდორში. 25. ჯანდაბაში. 26. ხვეულებზე. 27. ორმოებში. 28. მწერვალებზე‚ ქედებზე. 29. დაბლა და მაღლა. 30. ჰორიზონტიდან ზენიტამდე.

1. ხერხემლებზე. 2. ათასფუთიან ტალღაზე. 3. ნაოჭებში. 4. ხნულებში. 5. უზარმაზარ ბელტებზე. 6. ფანტასტიურ ჩელტებში. 7. მცურავ კლდეებზე. 8. სტალაკტიტებში. 9. სამზირზე. 10. მოქანავე ასფალტზე. 11. ყდაში. 12. სანგრებში. 13. ბრძოლის ველზე. 14. დიდ მანძილზე. 15. თვალუწვდენლობაში. 16. ასპარეზზე. 17. კიდეებზე. 18. მცურავი სამარის კორდებზე. 19. ტიტანიურად გაშლილ ბაირაღზე. 20. უზარმაზარ დაფაზე. 21. მხარგაშლილობაში. 22. ჭალაში. 23. უდაბნოში. 24. ქაოსში. 25. გალავანზე. 26. გარემოში. 27. სამყაროში. 28. სამფლობელოში. 29. სარკეებზე. 30. ზღვაზე.