შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-520-11 - 1931 წელი


აი, ეს ადგილი:
რა იყო მიზეზი [ამ მართლაც არა ჩვეულებრივი], რომ გალაქტიონ ტაბიძე ასეთი არაჩვეულებრივის სიყვარულით სარგებლობდა [და სარგებ] მასებში, განსაკუთრებით მის ახალგაზრდა ნაწილში?
([გალაკტიონი] რომელიც სალიტერატურო ასპარეზზე გამოვიდა 1908 წ. რეაქციის ხანაში).

[ძირითადში დავით კლდიაშვილი არ შემცდარა. გალაკტიონ ტაბიძე...] ასეთი აზრის იყო დავით კლდიაშვილი ჩვენი [თანამედროვე] პოეტის შესახებ. [აზრი წერილისა ასეთია] იგი არ შემცდარა. გალაქტიონ ტაბიძე [მართლაც] გამომსახველი იყო მისი გარემოის, [„მოფუსფუსე ადამიანების“] იმ მასის, რომელიც რეაქციის სასტიკ კლანჭებში იხუთებოდა. შემდეგშიაც პოეტი შეიქნა გამომსახველი ამ მასის, რომელიც განთავისუფლდა რეაქციის [შავ] კლანჭებისაგან. ეხლა იგი [უდიდესი] წარმომადგენელია რევოლიუციონური პოეზიის, ენტუზიასტია რევოლიუციის უდიდესი თანამედროვე პოეტი, ავტორი „აღმოსავლეთის“, „ჯონ-რიდის“, „ეპოქის“, „პაციფიზმის“, „რევოლიუციონური საქართველოსი“ და სხვ.
გარდაიცვალა უდიდესი ბელეტრისტი დავით კლდიაშვილი.