შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-65 - 1931 წელი


*
1. ყოველ მანქანას და ყოველ დიზელს,
ვეყრდნობი როგორც ფხიზელი - ფხიზელს.
2. ნავთი ცისტერნით მოაქვს ბაქოელს,
და მარგანეცი [მოაქვს ტფილისელს] კი პერევისელს.

[იზელს. იზელს.]

*
[მთავარ სახელოვნო კომიტეტს.]
1. პროლეტარულ მწერალთა ასსოციაციას და მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს.
ამხანაგებო!
ამით გაცნობებთ, რომ მოკლე ხანში მე [ვმართავ] ვაპირებ გავმართო დიდი სალიტერატურო საღამო (ან დილა) ტფილისის რომელიმე თეატრში ან კლუბში. [დაწვრილებით] პროგრამა საღამოის მუშავდება და გეცნობებათ. საღამოს [ერთი მიზანთაგანია] მთავარი მიზანია ჩვენი რევოლიუციონური და პროლეტარული პოეზიის განმტკიცება, [და რეალურ] [შეძლებისდაგვარად ხელის შეწყობა და] მისით ფართო მასების დაინტერესება. ამიტომ დიდის თხოვნით გთხოვთ დამეხმაროთ ამ საღამოს მოწყობაში. [ყოველგვარი რჩევა საღამოს ტეხნიკურად კარგად ჩატარებისათვის ჩემმიერ მიღებული იქნება დიდის მადლობით, აგრეთვე თქვენი აკტიური დახმარება კი საღამოის იდეოლოგიურად გამართლებისათვის, შესაძლებლობას მომცემს] ყოველგვარი რჩევა და აკტიური დახმარება საღამოის როგორც იდეოლოგიურად გამართლებისათვის, ისე მის ტეხნიკურად კარგად ჩატარებისათვის ჩემ მიერ მიღებული იქნება დიდის მადლობით. თქვენი რჩევა ამ საქმეში უფრო გამოაცოცხლებს და ენერგიას შემატებს მას.

2. სახ. განათლების კომისარიატის სახელოვნო განყოფილებას.
15 ნოემბერს მე [ვმართავ] ვაპირებ გავმართო დიდი სალიტერატურო დილა ტფილისის სახ. ოპერის თეატრში. გთხოვთ, დამეთმოს ეს დილა ოპერის თეატრში.

3. განათლების სახ. კომისარს.
15 ნოემბერს გაიმართება დიდი სალიტერატურო საჩვენებელი დილა სახ. ოპერის თეატრში. გთხოვთ, გასცეთ განკარგულება, რომ ამ დილას დაესწრონ [ყველანი] ტფილისის სასწავლებლების მოწაფეები და მასწავლებლები.

*
АРКК.
რეჟისსორ ესაკიას ან პ. საყვარელიძეს.
1/XI. ჩოჩუა - სახკინმრეწვი.
1/XI. დღევანდელი „კომუნისტი“ უნდა ვაყიდვინო ვინმეს. ფილმები. ვარლამს უნდა გადავუხადო ის, რომ ჩემთვის არა აქვს ავანსი, სხვისთვის კი (მოვიდა ქალი).

*
Большая <диф..>.

„ლამის ტვირთმზიდველ მუშად გადამაქციონ“.
ჰამლეტი

ბავში ტიროდა:
- ალაფელს არ მაჭმევთ. სულ თეთრი პული და კარაქი! სულ მშია. სულ არაფერს მაჭმევთ.

- ქა! გადაირია ხალხი, სულ გადაირია, „ჯან“ - ღვთის წყრომათ ესმისთ.

ქალი სოფელში ათვალიერებს ახლად მოსულ მატერიებს:
- ეს ესაო, სულ ერთი პესნისა არ არის.
 
*
ვაშა ფედერატიულ ამიერ კავკასიას. აზიას.
ვაშა ფედერატიულ ამიერ-კავკასიას.
ამიერ კავკასიის, ამიერ კავკასიის.
ამხანაგებო! ვემზადოთ ამიერ კავკასიის ფედერაციის 10 წლის თავისათვის.

*
ძვირფას მეგობარს.

ანდაზა: თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასა.

*
12 и 13/XI - 31 г.
Квар. - 30 р., кино - 3 р., ред. - 25 к., вин. - 11 р. 50., сыр - 4 р. 50., кар. - 1 р., мыло - 2 р., башмала - 80 к., хлеб - 2 р., конфеты - 2 р. 25 к., вино - 3 р. 30 к., обед - 7 р. 30 к., телефон - 6 р. 50 к., папир. - 3 р. - 77 р. 40 к.
Хлеб - 2, 1 р. - Трамв.
80 р. 40 к. +12 = 92 р. 40 к.

ძირს ცინიზმი
თქვენ მიდიხართ გზით, ჩემმიერ გაკვალულით,
        ჩემი ძვლებით მოფენილით,
ჩემი ტყვიით, დინამიტით გაკვამლულით.
        დასტკბით სუფრით მოფენილით.
არაფერი აქ არ არის სასაცილო... (იცინი კი).
        ეს დრამაა, მწარე დრამა,
მოხითხითე, [მოხარხარე] მხოლოდ ქურდი და ცინიკი -
        ძირს! გვაკმარეთ!!!!!
                           ო, გვაკმარეთ!!!!!

გალაკტიონ
1-XI

*
Букет портретов всех твоих вонзили взоры в мысли; воспоминания столбенеют в чародейственных мечтах, воспоминаньях о днях совместно проведенных, одной нитью обвивают все цвета Gალლ галлереи...
Чредой проходят все портреты под ритм промчавшихся эпох, под бурей мирских океанов, под бурей огненных эпох! Баррикадная борьба в огнедышащих волнах. Наступленье! Отступленье! Наступленье и победа!
Строй гиганты!
Руби все преграды.

Оля. 1/VI. 32 г.

*
2/XI. ხელ. სას.
არ უნდა თქვაო ასე, იმიტომ რომო, იქ პლატონიაო და სხვ.
პლატონი ახლა ისე გაიგებსო, თითქოს, ა, შენ რაღაც გინდა თავის თავისთვის. პლატონთან ამის შესახებ არ შეიძლება ლაპარაკიო.


*
Письмо это бесцветное, примиренческое. Это не есть письмо большевика. Оно не раскрывает ярко контр-революционное (а не анархическое) выступление Машашвили против постановления партии.