დღიური-638-7 - 1930 წელი
Ровно 11.
სოციალური ავადმყოფობა, რომელსაც ცხოვრების ენაზე ჰქვია ხულიგნობა.
სასამართლო და პროკურატურა.
ხულიგნად ადამიანი არ დაბადებულა, არამედ გახდა თავისი წრის არახელსაყრელ პირობების გავლენით.
ესაა პირობები ოჯახში და ქუჩაში.
შკოლას აქვს ორი გამოცანა: ხელახალი აღზრდის, [როგორც] მავნე გავლენის საწინააღმდეგოდ.
შკოლამ, როგორც უმთავრესმა ორგანომ სახ. აღზრდისამ, უნდა მისცეს ყოფაქცევით დადებითი ძარღვი, კომპლექსი სოციალური ჩვევების, საკმარისად მაგარი, რათა შკოლიდან გამოსვლისას ბავში არ დაემორჩილოს ქუჩის გავლენას.
შკოლამ უნდა გაზარდოს ბავში ისეთ პიროვნებად, რომელიც ცხოვრებასთან დაჯახების დროს არ დაიბნევა, საკმარისად კულტურულია. აქვს დადებითი ნება, ზნეჩვეულებანი.
სწორედ თანამედროვე ეპოქა განსაკუთრებული სიძლიერით და დაჟინებით აყენებს საკითხს ბავშვების აღმზრდელობითის თვისებების.
დანგრევა ოჯახის, სისუსტე სხვა ნათესავური კავშირის, ფაკტიური беспризорность იმ ბავშებისა, რომლებთა დედ-მამა მთელი დღის განმავლობაში სახლში არ არიან - ყოველივე ამას შეაქვს ცხოვრებაში მძიმე ფსიქიური ტრავმები. საჭიროა შკოლები, სადაც ბავში გაატარებს მთელ დღეს.
ყოფაქცევა პატარა ხულიგანისა ფაკტიურად არ განირჩევა დავაჟკაცებულ ხულიგანის ყოფაქცევისაგან. ჩემის დაკვირვებით, ისინი თანაბარნი არიან.
ასოციალური ბავში ვერ ეგუება... რომელსაც კულტურული კოლექტივი უყენებს მას, როგორც თავის წევრს.
იგი ყოველთვის არის დეზორგანიზატორი შკოლის კოლექტივის, საბავშო ბაღის, კლასისა ანუ ჯგუფის (ამ მხრით იგი სრულიად არ განირჩევა მოზრდილი ხულიგნებისაგან). განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ დავაჟკაცებული ხულიგანი სასამართლოს წინაშე აგებს პასუხს, პაწაწა კი, უკეთეს შემთხვევაში გაძლიერებულ-პედაგოგიურ ყურადღების ობიექტად, ცუდს შემთხვევაში კი - არავითარ პასუხს არ აგებს - თავის მოქმედების გამო.
მიტოვებული ბავშები!
წინად ბავშვს „გამოაგდებდენ“ შკოლიდან და იგი დაღუპვის გზას დაადგებოდა. შკოლა თავიდან იხსნიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას (წერილი ქურდობისათვის, გაკვეთილების გამოტოვება, თამბაქოს მოწევა, მასწავლებლისთვის უდიერი პასუხისთვის, დაწესებულ საათებზე გადაცილებისათვის, ქუჩაზე გამოსვლისათვის, ნებადაურთველ პიესაზე დასწრებისათვის, და სხვ. და სხვ., რომ არ ვიანგარიშოთ სერიოზული პოლიტ. დანაშაულებანი). Список проступков, за которое школа нашла право отказаться от того, или иного ученика, был настолько...
*
მუწუკი. ბაში-ბუზუკი.
ობობა. ავადმყოფობა.
განი. ხულიგანი.
ტურა. პროკურატურა.
გდებულა. დაბადებულა.
მუჭას. ქუჩას.
გოჯას. ოჯახს.
ძარღვი. აღავლინა. მიავლინა... გავლენა.
დანერგვია. ავში. ბავში.
შიგანი. ეს ავაზაკი, ეს ხულიგანი.
ასაკი. ეს ავაზაკი.
აი, ამ ბავშების შესახებ.
1. კომუნისტი. 2. მუშა. 3. ახ. კომუნისტი. 4. კოლეკტივიზაცია.
კომუნისტი. სიპი. 300. 6000 рублей.
*
დრო თავის ახალ შალაშინებით,
[ჰქმნის ახ.] [მართავს ძველ]
ჰქმნის ახალ კარებს, ჰქმნის ახალ საკიდს,
ის სიძლიერით და დაჟინებით
[აყანებს საკითხს ბავშის შესახებ]
ბავშთა შესახებ აყენებს საკითხს.
[ჩემი] თორემ მეზობლის ბავში, აგე რბის,
ეჩვევა ქუჩას, [ფორთხავს] გორავს ტალახში,
[როცა] რადგან დედმამა მისი მთელი დღის
განმავლობაში [არ არის] არაა სახლში.
ნგრევა ოჯახის, ნათესავური,
კავშირთ სისუსტე - აი, რა არის,
მიზეზი ბავშთა აურზაურის,
მიზეზი სწორედ, აი, აქ არის.
კაცი - რომელსაც ადარებ ხოჯას,
რომელსაც სახე სულაც არ უჩანს -
დიდი ხანია დაშორდა ოჯახს,
დიდი ხანია ედება ქუჩას.
[აკლებული აქვს] შკოლა და ბაღი, შარა-მიდამო,
აკლებული აქვთ ამ ამხანაგებს,
[მაგრამ კი თავის] მცირეწლოვანი „გმირობის“ გამო
არვის წინ, არსად პასუხს არ აგებს.
[ქუჩას მიყვება] მისდევს ტრამვაის, როგორც ობობა,
[ხალხში დაძვრება ის] მატარებელში ჰქრის, როგორც ტურა,
სოციალური ავადმყოფობა,
რომელსაც [იცნობს] ვერ სძლევს პროკურატურა.
[ცხოვრება] დღეები ჰგავდა, უბოლოო [ომს] ძროს,
კატასტროფაში შეცურდა შავში,
და ცხოვრებასთან დაჯახების დროს
ვერ გაერკვია, დაიბნა ბავში.
დაჰკარგა სახლი, [და ნებისყოფა] დაჰკარგა მდელო,
ქუჩებს მოედო, როგორც მუწუკი,
[გვებრალებოდეს ყველას] მკითხველო,
ეს პაწაწინა ბაში-ბუზუკი.
ათ წელს არ გასცდა მისი ასაკი -
და ცხოვრების კი [მთელი] იცის შიგანი,
ყველაფერს სჩადის ეს ავაზაკი,
ყველაფერს იცნობს ეს ხულიგანი.
ხულიგნად ის არ დაბადებულა,
არამედ გახდა მრავალ პირობით.
სად არ ყოფილა, სად არ გდებულა
[სახელ განთქმული] მდევთა-მდევობით, გმირთა გმირობით.
*
სასამართლოში საქმე ირჩევა,
უმწეო ბავში - სცვივა ხისაგან.
იგი არაფრით არ განირჩევა
დავაჟკაცებულ ხულიგნისაგან.
მაქვს დაკვირვება, [ისინი] ორივ დროზეა,
[თანატოლი] ერთი მეორის თანაბარია,
ეს პატარაა, ის [მომცორია] უფროსია,
არც ერთს ნიღაბი არ აფარია.
*
მოქალაქენო,
ნუ ავუვლით გვერდს ამ ჩვენს პატარებს,
გვჭირდება შკოლა, სადაც [მთელი დღე]
ბავში მხიარულ დღეს გაატარებს.
ამ ბავშებიდან მე ვიცნობდი ბევრს,
და იყენებს მას, როგორც თავის წევრს,
კოლექტიური...
თუმცა მრავალი ემუდარება,
მაგრამ კი - სადაც კარებს შეაღებს,
შეაქვს სკოლაში არევ-დარევა,
ქაოსად აქცევს საბავშო ბაღებს.
*
ხელოვნებას - ეროვნული
გრძნობა ჰფენდა ფეროვნებას,
მაგრამ დიდი წერეთელი
[სხვაფერ] ასე უმღერს ეროვნებას.