დღიური-628-11 - 1930 წელი
პ. ჩხიკვაძე.
თქვენ მოწვეული ხართ იმიტომ, რომ გავაგრძელოთ იგივე ხაზი, რომელიც იყო წინად თქვენ მიერ დაწყებული. თქვენი წერილიც იყო. 10 წელი გადის. მე მგონია, დროა ფედერაციის გადახალისებისათვის.
(წაიკითხა სია).
- აქ არის რობაქიძე, ჭუმბაძე.
- აქ არ არის მთელი რიგი თანამგზავრების, ეს არ არის მიმდინარეობა. რა თქმა უნდა, თანამგზავრობა არ არის ჯგუფი, მაგრამ არის მიმდინარეობა, რომელსაც აქვს თავისი საკუთარი ლიტერატურული ფიზიონომია.
თუ ვინმე ფიქრობს, რომ „ცისფერი ყანწები“ არის ჯგუფი, ის ძალიან სცდება, ეს ჯგუფი, როგორც ლიტერატურული ჯგუფი უკვე დაიშალა, ასე რომ, მას არავითარი უფლება არა აქვს გამოვიდეს აქ რაიმე ლიტერატურული ჯგუფის სახელწოდებით.
ასე თუ ისე მებრძოლი ჟურნალი [მნათობიც] თანამგზავრობისა არის „მნათობი“, რომელის მეტი თანამგზავრული ჟურნალი ჩვენ არა გვაქვს (ასეა თუ არა?). და თუ ეს ასეა, მე ვკითხულობ, არის თუ არა ამ ჟურნალის უმთავრესი, ძირითადი თანამშრომელი საჭირო სამდივნოში? მე ვგულისხმობ არა მარტო ამ ჟურნალის ძირითად თანამშრომელზე, არამედ მთელი ქართული ერთი დიდი ლიტერატურული მიმდინარეობის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, რომელიც უნდა იყოს სამდივნოში. მე გეკითხებით: მე ამ საკითხს ვსვამ. თუ ვინმე ფიქრობს, მაგალითად, რომ გალაქტიონ ტაბიძე - ლიტერატურულად მარტოა, ის საშინლად სცდება. არა, მე არა ვარ, ამხანაგებო, არასდროს მარტო. მე ჩემს თავს ვგრძნობ - სხვებთან ერთად, სხვების წიგნებშიც.
ეხლა პრინციპზე. არ არის, ამხანაგებო, სწორი პრინციპი საქართველოში მხოლოდ ორი-სამი კაცის დაჯგუფებათა მიხედვით. ნუ თუ რომელიმე თქვენგანს ეჭვი შესდის, რომ ჩემთვის არასოდეს არ ყოფილა, თუ ეს რაიმე პრივილეგიას იძლევა, მე ეხლავე შემიძლია შევქნა ჯგუფი. მაგრამ თუ აქ კერძო სიმპატიების და ანტიპატიების მიხედვით წყდება საკითხი, ან კიდევ სხვა, ლიტერატურული მახინაციები უდევს სარჩულად..
რომ მე არა მყავს ოფიციალური ჯგუფი, ეს არის საკითხთან ბიუროკრატიული მიდგომა.
თუ ასე არ არის, იმედია, ამიხსნით.
1. ჯგუფური.
Блага нам, а пусть бориться Галактион.
მე უნდა გადავიტანო ყოველგვარი იერიშები მარჯვნიდან და მარცხნიდან, აქ კი სხვები მოკალათდენ. ეს არ არის საკითხთან ამხანაგური მიდგომა. თუ ამხანაგურად მივუდგებით ამ...
საკითხს უნდა მივუდგეთ ამხანაგურად და არა ბიუროკრატიულად. [მე ამ საკითხს ვუწოდებ ბიურ...].