შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-579-1 - 1930 წელი


- უკაცრავად, მობრძანდით. ცოტათი მოუწყობელი ვარ.
- მოუწყობელი ხართ იმიტომ, რომ სვამთ..
- ჰო‚ მართალია! მე ვსვამ. სხვები კი ფულებს ინახავენ.
- უკაცრავად! მე მეჩქარება!
(ვისი ხმაა ეს ხმა? ტიციანის‚ იოსების‚ პლატონის‚ ხელოვნების სასახლის მომუშავეების‚ ჩემი მეზობლების‚ ოკუჯავების. და... ყველასი).
ხვალვე ტელეფონი!
ხვალვე დამშვიდება.
ან სიკვდილი, ან გამარჯვება - რომ იტყვიან.
დღევანდელი გორდელაძე?