შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-505-7 - 1930 წელი


[ავყევით ენგურის ხეობას].
[მშვენიერი რამ არის ენგურის ხეობა]. იმ ხეობაში სწრაფზე უსწრაფესი [მდი¬¬ნარე] ენგური ისეთი გამაყრუებლად ხმაურობდა, რომ [მე და ჩემს მეგო¬ბარს] ჩვენ, ორს მონადირეს, ხეობის ბილიკით მიმავალთ, ამ ხმაურობაში არა გვეს¬მოდა რა. იოველმა ხელი გაიშვირა მეორე ბილიკისაკენ და ამით მანიშნა, ხომ არ ავყვეთ ამ ბილიკს - მონადირეთა სავლელ ბილიკსო. მე თანხმობის [ნიშ¬ნად თავი დავხარე] ნიშანი მივეცი. ავუხვიეთ განზე, გავყევით ბილიკს: ენ¬¬გურის ხმაურობა თანდათან წყდებოდა და ბოლოს სრულიად მიწყდა: ისეთ და¬ბურულ ტყეში მოვხვდით, რომ მიუჩვეველი თვალი ვერაფერს დაინა¬ხავდა, და ისეთი სიჩუმე იყო, რომ უბრალო ფოთ¬ლის გაშრიალება შიშის ზარს დას¬ცემ¬და შეუჩვეველს: ჩვენ კი მონადირენი ვიყავით. ბევრი მოგვიკლავს ტახები მე და იოველს ამნაირ დაბურულსა და გარინ¬დებულ ტყეებში. ბევრი კარგი დრო გვიტარებია მე და იოველს... და დღეს კი რა მოგვივიდა?
- ალბად, იმ კურდღელმა დაგვცარა, ენგურთან რომ გადაგვირბინა, - სთქვა იოველმა, - თორემ რა არის - ღამდება კიდეც და ჩვენ კი...
- ღამდება, იოველ. ეხლა ამ ტყეში უნდა გავათიოთ ღამე?
- მონადირეთა ბილიკს ჩვენ ავცდით. ეხლა მას ჩვენ ვეღარ მოვნახავთ.  მოგ¬¬ვიხ¬დება ტყეში ღამის გათევა... - ამბობდა იოველი.
- ტყეში? ღამის გათევა? და ისიც ამნაირ ტყეში? გესმის, რა საზარელი სი¬¬ჩუმეა. და არც ის ვიცით, თუ სადა ვართ...
[- მერე რა, რომ სიჩუმეა...].
[- მაგრამ რომ არ ვიცით, სადა ვართ?].
ტყეში უფრო და უფრო ჩამობნელდა. [მალე] სიჩუმე უფრო და უფრო გა¬მოუც¬ნობი გახდა. ჩვენ მივდიოდით და დიდის სიფრთხილით, ერთმანეთს უკ¬ვე ვეღარა ვხედავდით.
უცებ ტყეში საზარელი კივილი გაისმა. ამ კივილს შორიდან [მეორეჯერ] სხვა კივილი გამოეხმაურა. და მალე მთელი ტყე მთლიანმა კივილმა მოიცვა: კი¬ოდენ ტურები.