დღიური-484-3 - 1930 წელი
როგორ უნდა გავუძღვეთ წიგნს
1. [საჭიროა ბრძოლა] განცხადება გაზ. კომუნისტსა და „Заря Востока“-ში. განცხადების ხარჯები შეტანილი უნდა იქნას წიგნის ვარაუდში.
2. ქრონიკა.
3. მულტიპლიკაცია კინოში.
4. რადიოში გამოცხადება და წაკითხვა ლექსების.
5. წიგნის მაღაზიებში გამოფენა.
6. წერილები „კ.“-ში, „З. В.“-ში, მნათობში, ქართულ მწერლობაში.
გალაკტიონ ტაბიძის ახალი წიგნი. იბეჭდება და მოკლე ხანში გამოვა გალაკტიონ ტაბიძის ახალი წიგნი „ეპოქა“. წიგნს სცემს საქართველოს სახ. გა¬მომცემლობა.
გალაკტიონ ტაბიძის რჩეული ლექსები. პროფკავშირის გამომცემლობა „შრომამ“ გამოსაცემად მიიღო გ. ტაბიძის „რჩეული ლექსები“.
გალაკტიონ ტაბიძე რუსულ ენაზე. ელენე შერრმა სთარგმნა რუსულ ენაზე გალაკტიონ ტაბიძის პოემა „ჯონ რიდი“. ნაწყვეტები ამ პოემიდან უკვე დაიბეჭდა ჟურნალ „ნა რუბეჟე ვოსტოკა“ და გაზეთ „ზარია ვოსტოკა“-ში. განზრახულია პოე¬მის ცალკე წიგნად გამოცემა.
გალაკტინ ტაბიძე მიკროფონთან. კვირას, 18 ნოემბერს, ტფილისის რადიომსმენელებს.