შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-419 - 1930-იანი წლები


ლიუქს. 32. აჭარის სახელგამი. ზაქრო მჟავია.

* * *І
სალამი პუშკინს. გთხოვთ მიცნობდეთ - ვარ მაიაკოვსკი.
მომეცით ხელი, [დამადეთ გულზე] გულს დამადეთ, მზეა და თოვს-კი,
[მე ის] გული მაშინებს, უწყნარესი ძუ-ლომის ლეკვი!

[გაბზარული გული]
გადავერიოთ ბახუსის ალებს,
შორს სევდა-დარდი.
ეს გაუმარჯოს მშვენიერ ქალებს,
ჩვენ რომ ვუყვარდით!

სავსე თასების [სიანკარეში] ცბიერ ძალაში
[არვინ] ნუ დაეჭვდებით,
[როს ვისვრით] ჩავუშვათ ღვინის სიანკარეში
[საყვარელ] ჩვენი ბეჭდები.

ასწით  თასები, გადავკრათ უცებ,
გადავსცდეთ ჩარჩოს.
ეს გაუმარჯოს მგოსნების მუზებს,
აზრს გაუმარჯოს!

[შენაც [ხარ] შენ, მზეო, იბრწყინე მარად]
იბრწყინე მარად, დიადო მზეო,
იბრწყინე მარად!
ვით ეს სანთელი ჰქრება უმწეო,
[ნათელ მფენი ცის] მზის შუქის კარად.

ისე – ცრუ სიბრძნეც [იხრწნება, ჰქრება] უკვდავ აზრის [წინ] დღეს,
[უკვდავ აზრის წინ,] ვით ნისლის რამე,
იხრწნება, ჰქრება. გაუმარჯოს მზეს,
ძირს ბნელი ღამე!

[გადავდგათ ჩრდილი პალმების ბუჩქის]
ეხლა ჩვენ ყური დავუგდოთ პუშკინს,
[ის ჩვენ შორის] რომ დგას ჩვენ შორის,
[მოსწიეთ ახლო] მომეცით ჩრდილი ვარდების ბუჩქის
ელვარე თასით.

* * *
ზღვა [ისეთი არის] წყნარია ნამეტანი,
თითქო სძინავს.
და ბრინჯაოს შენი ტანი
მზეზე ბრწყინავს.
მებადური მოსწევს ბადეს,
ჟრჟოლავს წყალი.
აღტაცებას ბავშში ბადებს
თევზთ ფართალი.
გაქანება და დაცემა
[მიყვარს] ისმის მისი!
[მიყვარს] ისმის მისი აღტაცება
და კისკისი!
ნაპირებზე თეთრი ნავი
ხედავს კარვებს,
მასში ჰანგი, ვით ნიავი,
გულს იქარვებს.
ტურფავ, ტურფავ! [მოაცურე] გავაცუროთ
[ჩემთან] ზღვაზე ნავი,
ერთად დავსხდეთ და ვუცქიროთ
ჟრჟოლას ზღვაზე.

*
1. პუშკინი, როგორც პოეტი. 2. როგორც მოქალაქე.
2. რამდენ ხანს მოუნდა პუშკინი...

*

[ღმუის ნადირი  დაბურულ ტყეში]
ნადირი ღმუის დაბურულ ტყეში,
ვთქვათ ან ქუხული მქუხარებს ხევში.

*

Прибежали в избу дети...

ქოხს მოაწყდა ბავშების (უღატკესს), მამას [ადებს]
ეუბნება სიტყვა-ჩქარი (აღელვებულ ბავშთა ჯარი):
- მამა, მამა! იმ ჩვენ ბადეს,
[თან გამოყავს კაცი მკვდარი] წყალში მკვდარი.
წყალით თან გამოყვა მკვდარი.

*

ქოხს მოაწყდა და შფოთს ბადებს
აღელვებულ ბავშვთა ჯარი:
- მამა, მამა! იმ ჩვენ ბადეს
[წყალით თან გამოჰყვა]
თან გამოჰყვა [წყალში] ვიღაც მკვდარი.
- სტყუით! სტყუით - პაცანებო, -
გაგულისდა მათზე მამა.

ჩვენ შენთანა ვართ, დოლორეს
- ჩვენი [ქალი] ბავში სად წავიდა?
- ჩემი ქალი სად წავიდა?
- დაუძახეთ, სად წავიდა?
- დაუძახეთ, სად წავიდა!

მოგროვდით, ახლოს თუ შორეს.
[მოგროვდით] ყველა ახლობელს და შორეს
ხმა მივსცეთ ერთი მეორეს,
[გავეხმაუროთ დოლორესს,
დოლორესს, ჩვენო დოლორესს]
ჩვენც შენთანა ვართ, დოლორეს.

[მადრიდის თავზე დილიდან
მოფრინავს ესკადრილია]
გრენადა და სევილია
ცხედრებით მოფენილია.
მადრიდის თავზე [დილიან] ჩრდილია,
მიფრინავს ესკადრილია.

[თუ სადმე ნავთსადგურია] ჩვენს ყოველ...
მხარი მხარს ვუდგეთ ერთმანეთს.
გავეხმაუროთ ესპანეთს.

[იქ მძიმე სანახავშია]
იქ ფრანკო დიდ ამბავშია,
რაც კი ქალი და ბავშია,
აიკლო და დაამშია.

იმპერიალიზმს
შენი სიმბოლო ნაჯახია - სხვა არაფერი
(შენი სახელი სისხლის მსმელი კაპიტალია,
შენი სავანე - გერმანია თუ იტალია).

*

[ამხანაგებო! აქ მე მოველ, როგორც პოეტი.
მე აქ არ ვიცავ არავითარ დისერტაციას.
მე მინდა მხოლოდ მოგაგონოთ ის უცხოეთი -].

ამხანაგებო! მე აქ მოველ, როგორც პოეტი,
აკადემიურ [მხარის] აზრის [ეხლაც] მარად დამჯერი მხარის,
მაგრამ მე მინდა, მოგაგონოთ ის უცხოეთი,
სადაც მოკვდავზე იძახიან: უკვდავი არის!

მიიღეთ ჩემი მხურვალე და წრფელი სალამი.

* * *
[Слушай, слушай, Женя,
Все ведь от терпенья,
Нужно старших слушать,
Я такого мненья.

Будущее, Женя,
Денег умноженье,
Ты богата будешь
И всегда в движенье.

В голове у жени
Много есть брожений,
Ее не утолишь,
Хоть пиши прошенье.

А в сердце у Жени
Нету погрешений,
Потому все вместе:
Шени чири, шени.

Будешь, крошка Женя,
Всегда в уваженье,
В твоем сердце только
Одно есть решение.

Но ничего, Женя,
Завтра воскресенье -
Будут и конфеты,
Будет и печенье.

Только входи, Женя,
В мое положение,
Прошу, жалуй
За стихосложение].