შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-547-4 - 1929 წელი


პ. კ-ძე. „კრიტიკის ნიმუში“ ვინმე ბუაჩიძის რედაქციით.

*
რად არ ვარ მხეცი, შეგახიო ტანზე სიცოცხლე,
როგორც დავხიე დამანჯული შენი ბარათი.

სიცოცხლე ქაღალდი არაა, რომ შეახიო. სიცოცხლე, შესაძლებელი არაა, რომ შეახიო. სიცოცხლე ამ...
კულტურული რევოლიუციის ხანაში რომ სთქვა: რად არ ვარ მხეცი.
არ არის ქართული გამოთქმა:
1. რომელი მხეცი შეახევს ტანზე სიცოცხლეს? ან საზოგადოთ რა ფრაზაა: ტანზე სიცოცხლის შეხევა?
2. რა შუაშია აქ საზოგადოთ ტანი?
3. მხეცს შეუძლია მხოლოდ შესჭამოს ტანი.
4. მხეცს შეუძლია დაეჯახოს ტანს და დაჰკარგოს სიცოცხლე.
5. როგორც დავხიე დამანჯული შენი ბარათი: „დამანჯული" ქართული გამოთქმა არ არის, არის დამანჭული.
6. ეხლა ერთი სტრიქონიდან მეორეზე გადასვლის შესახებ: რად არ ვარ მხეცი, შეგახიო ტანზე სიცოცხლე, როგორც დავხიე დამანჯული შენი ბარათი. აქ აბსოლიუტურად გაუგებარია გამოთქმის ფორმა. შეხევა - თუნდაც სიცოცხლის - სხვაა, დახევა - ბარათის კიდევ სულ სხვა. გადასვლის ფორმაზე ვლაპარაკობ.
7. შემდეგ კულტურის შესახებ: რად არ ვარ მხეცი - შეგიძლია ხანდახან ყველაფერი, მაგრამ თქმა, რად არ ვარ მხეციო, არ ვიცი.
8. კიდევ შეცდომა: გამოდის თითქო ლენინი სწერდა „ბარათებს“ მაშაშვილს. თუ სწერდა, ეს ყოველ შემთხვევაში ბარათი არ იქნებოდა.
9. დავუშვათ: ლენინმა მისწერა ბარათი მაშაშვილს: კომსომოლ მაშაშვილს რატომ უნდა „დაემანჯა“ იგი და რატომ უნდა დაეხია? პირიქით: მოწიწებით უნდა შეენახა.
10. მაგრამ - მე მგონია, მას სურდა ეთქვა, რომ მოულოდნელი ცნობის აფექტის გავლენის ქვეშ მან დახია ბარათი ლენინის გარდაცვალების შესახებ. თუ ასეა (მაშაშვილმა არ იცის ქართული), უნდა ეთქვა: როგორც დავხიე „დამანჯული“ ბარათი შენს (ლენინის) შესახებ.
11. შეიძლება სურდა ეთქვა არა „დამანჯული“ არამედ დამანჭული. არც ეს იქნება სწორი. ქაღალდი დამანჭული არ არის, არის დაჭმუჭვნა...
12. მცირე შენიშვნა: ტირეები (- -) ორ ადგილას აკლია.
13. შეცდომაა მოქმედების დინამიკაში: მომენტი, როდესაც ბარათს ჰხევ, სრულიად არ [ჰგავს] მოგვაგონებს მხეცის გაქანების მომენტს.
14. შეგახიო ტანზე სიცოცხლე, შეუძლია მხოლოდ ქალს სთქვას. ეს უფრო სექსუალური მომენტია. გრიშაშვილისებური ტონია.
15. თუ ლექსი მიძღვნილია გარდაცვალებულისადმი, როგორ უნდა „შეახიო“ ტანზე სიცოცხლე? (მას). ცოცხალისადმი (რატომ უნდა შეახიო ტანზე, რა დააშავა ლენინმა ასეთი)?
ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ ამნაირი ხალხის მიერ მოხდენილ კულტ. რევოლ.

რა ფორმებზე ლაპარაკობდა, და უკაცრავად, თუ ასეთ ფორმებს არ გავყვე მე პირადათ.

*
მეგრელი ვერას გზით ვერ იტყვის „ვაჩნაძე“ - არამედ: ვაჩინაძე.
ისეთი მწერლები: როგორიცაა შალვა დადიანი, კაპანელი, ლეო ქიაჩელი...

*
ამაზე მეტი საცოდავობა იქნება?
კამეჩის მარქენალ ხარს რქა არ შერჩება.

*
დედინაცვალი რომ შვებოდა: ქალს ერთი შვილი ჰყავდა და სამი გერი. დედინაცვალს სურდა ხალხისთვის თვალი აეხვია, თითქო თავის შვილსა და გერებს თანაბარ პირობებში ზრდიდა. ერთხელ მან გერებს თითო კვერი დაურიგა, შვილს კი არა მისცა რა, თან გერებს უთხრა: შეხედეთ რა ყურადღებით გექცევით, ეხლა [თქვენი] თქვენგანის მოვალეობაა, თვითეულმა თავისი კვერის ნახევარი ჩემს შვილს უწილადოსო.

*
Странно.
100 стихотв.
Б. Пастернак.