შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-44 - 1929 წელი


შოვის ქაღალ.

ჩემის აზრითო - ამბობდა კომისსარჟევსკაია - არ შეიძლება კარგად შეასრულო როლი, რომელშიაც ხშირად ცნობილობ ხოლმე თავის თავს. მხოლოდ იმ წამიდან იწყებ კარგად თამაშს, როდესაც სტოვებ (отрешаешься) თავის თავს და მთლიანად [გადა] შევარდები (вскочешь) განსახიერებულ პიროვნებაში... თავისთავის განსახიერება კი რა ბედენაა (а себя есть ли охота подавать).

ევრეინოვის წიგნიდან

[აღმოსავლეთის] ხალხური მოტივებიდან
(იარალი და შიუკა)
1. გაზაფხულის დამდეგია,
აყვავილდა მთა-ბარი,
მეფეც გამოსადეგია,
თუ გინდა სთქვა ზღაპარი.

2. მაგრამ რა დროს ზღაპარია
და ან რა გვეტახტება,
აწი რაგინდ მაღლა იდგეს,
[თავადი] ვერაფერს ვერ გახდება.

3. [პაპის] ჩვენი პაპა მაჯერებდა:
მეფე ღმერთის ლანდია.
ერთი შუქიც იმ რწმენისა
ჩემს გულში არ ანთია.

4. [ჩვენ ვკითხავდით] არ ანთია, უკმარობის
კი ღვივდება საკირე:
მე ხომ [ჩვენი თავადების] თქვენიც, აზნაურო,
ვიყავ მოჯამაგირე.

5. [ხშირად მწარედ მომმართავდა]
სთქვი, რამდენჯერ მოგიმართავს
სიტყვით გამონაკრეფით:
„შენც ბატონი, მეც ბატონი,
ვიყოთ გულხელდაკრებით!“

6. მოჯამაგირობის ვადა
[ვთქვათ, დიდხანს არ] აგრე როდი თავდება.
აგერ დრომაც მოაწია,
ყანაც ათავთავდება!

7. არ გაგიშვებს სიკვდილამდე,
ხვეწნას რა მოუცია -
თუ სიკვდილმა თავის დროზე
თვითონ მას არ უწია.

8. ვთქვათ, ავად ხარ - მეტი ჯაფით,
აბა, მაშინ, რას შვები?
აქეთ [კაცი] მიწა გიდარაჯებს,
იქით ექიმბაშები.

9. იმეორებს ყოველ წამით
სოფელი და ქალაქი,
რომ ჩვენს თავზე თვის ხელობას
სწავლობს ყველა დალაქი.

10. რა ტვირთები არ აზიდა,
რა ღამე არ ათია.
[ბატონების] მაგრამ ვინმეს დახმარება
ძველი ბაიათია.

11. ჩვენს სიცოცხლეს სამუდამო
ისევ იგი განაგებს,
ჩვენი შეურაცხყოფისთვის
პასუხს არსად არ აგებს.

12. მაშინ ვიღას უშველიდა
მათი გადამეტება,
ჩვენთვის - მხოლოდ უბედობა,
მათთვის ბედნიერება.

13. არ შეგვფერის: მათ მამობა
და ჩვენ კიდევ შვილობა,
არასდროს არ მოხერხდება,
ჩვენი სიამტკბილობა.

14. მთლად ჩამოვხმი. მარა რა ვქნა,
რა მაქვს, რა გამაჩნია.
მემამულეს გატაცება
ლოყებზედაც აჩნია.

15. არავითარ შემთხვევაში -
არც ხსნა, არც შეღავათი.
ჩვენს მინდვრებზე ლერწამია,
ზურნას უკრავს თავადი.

16. სწავლობს, მაგრამ გვიან არის,
ბედს დაღათ ზედ დაუკრავს:
ვინც სიბერის ხანში სწავლობს,
საიქიოს დაუკრავს.

17. გაზაფხულმაც მოაწია,
საქმე არის საჩვენო,
უნდა თესლიც გამონახო,
უნდა მიწაც აჩვენო.

18. მიაბრუნე, მოაბრუნე,
გვერდზე გადაუტანე.
ქვას რომ შემოეჯახება
მოპირული გუთანი.

19. გუთნით რაა? იარაღი
რომ არ არის - ახია -
სადაც ბაღი არ არსებობს,
ბუჩქის ძირიც ბაღია.

20. ეს ბაღი ჩვენ მოვიყვანეთ,
ეს გზა, ეს შადრევანი,
მას კი ჩვენთვის ენანება
ყურძნის ერთი მტევანი.

21. გადახედე შემოდგომით
კომშებსა და ბროწეულს,
ყველაფერი ჩვენის ხელით,
ჩვენის შრომით მოწეულს.

22. ამ ბაღში რაც იპოვება,
მემამულის ხვედრია.
სხვა ვინა ხარ, საიდან ხარ,
გასწი, გადაეთრიე.

23. შენ რას ყბედობ, ამ ვაშლების,
ამ ხეხილის მაგიერ?
იგი ბაღმა მოიყვანა,
არა მოჯამაგირემ.

24. გულუბრყვილო რომელი
თუ რომ სტუმრად ეწვია,
საჩუქარი მებაღის
მხოლოდ მკვახე ნესვია.

25. მემამულე მკაცრია,
მემამულე ცხარია,
ეხლა ცხვარში გასწიე,
უმწყესო რა ცხვარია?

26. იფნის ჯოხს გამოიჭრი,
მაგარ კომბალს გაითლი.
[ცხვ.] ჯოგი თუ არ დააფრთხე,
ისე როგორ დაითვლი.

27. სიცივეში ჯოგისა
მოვლა ძლივ გეხერხება,
ზოგი სეტყვით ისპობა,
ზოგიც გადიჩეხება.

28. ზოგი მგელმა წაიღო,
ზოგმა სული დალია.
ყველა მოჯამაგირის
უგნურების ბრალია?

29. ნახირს როცა მირეკავს
და არის ხმაურობა,
ერთი რამ აქვს უფასო:
[ვირზე ჯდომა] ვირით მოგზაურობა.

30. მთაზე თოვლი გადნება,
მწვანე დაიჟურება.
მთიდან დაბლა ღვარი მოდის,
ჯოგი [მთაზე იშლება] მთას ეშურება!

31. ყველა მხოლოდ კერძოსია,
ვისი კიდევ? - რა ვიცი!
საძოვარი ჩვენ არა გვაქვს,
არც სადგური თავისი.

32. გინდა ლურჯი დღე იყოს,
გწვავდეს სიცხე ბაშარის,
სანამ არ წაიქცევი,
დასვენება არ არის.

33. ამნაირი გაწამებით
სიცოცხლეც კი არ გინდა.
რომ დაბერდა [მემამულე] იარალი,
ქოფაკივით აღრინდა.

34. კნეინა კი, ვითომ გულით
სპეტაკი და ჩუმია -
ისე დატკბა, თითქო ლბილზე
ლბილი აბრეშუმია.

35. ეხლა შარსაც მოგდებენ:
ჩუმობა არ გარგია -
ყველში ცხვარის თმას რა უნდა,
თუ [კარგი ხარ] მეცხვარე კარგია?

36. გათენდება - უეცრად,
თავზე წამოგადგება
და დაიწყებს გინებას,
რაც ენაზე ადგება.

37. თავადს ჰკითხეს: „ზეცამდე თუ
შეგიძლია აწევა?“
„ავიწევი, თუ რომ ღვინოს
დროზე შემომაწევო“.

38. გაიღიმებს, მარა რა?
გატენილი თოფია.
[მებატონის ტკბი] მეგობრობას იმისას
ისევ მტრობა სჯობია.

39. ისევ შენივ მსგავსთანვე
შეძახ-შემოძახება,
ისე ტკბილი ყოფილა,
როგორც სისხლის აღება.

40. ერთ ტკბილ სიტყვას გაღირსებს,
იყო და გაიარა,
ზამთრის მზეს დავუჯერებ,
მაგის სიტყვებს კი არა.

41. აამაყებს უზომოდ
ან შეძლება, ან გვარი,
არის ყოველ სოფელში
თითქო მაინც ამგვარი.

42. შეჯიბრება რომ სთხოვეს
მას ძალღონის გაცვლაში,
იგი უმალ გაგიწვევს
თქვენ ყანწების დაცლაში.

43. თუ ქვეყანა [აინგრა] აირია,
უფლებაა ძლიერის.
უმეტესად მაძღარისა,
არასოდეს მშიერის.

44. რა მშვიდობა არ იმკვიდრებს
და შენების მიგნება,
[აგერ მთაზე] ნარიყალა
დანგრეული იქნება.

45. ეს მინდვრები მოზიარე
რომელ კაცს არ შეშურდეს,
ღვინო არა, პური არა,
წყალი რამდენიც გსურდეს.

46. რატომ უნდა მეშინოდეს
თვითეული ძაღლისა.
სოფელმა რად დააყენა
იგი მამასახლისად?

47. მოვა, აღარ მომეშვება
მწარე-მწარე კითხვებით,
წყალი ცეცხლით ადუღდება:
კაცის გული სიტყვებით.

48. ვაშა იმას, ვისიც მზე
სოფელს გადადნობია,
სახელის გატეხას ხომ
დაბრმავება [მერჩია] სჯობია.

49. ვის რა ვირი მოვპარე,
ან ვისი რა მმართებდა,
[კაცი] მე რომ ჩემს თავს [დამართებს] დავმართე -
ვერვინ დამამართებდა.

50. ხომ გინახავთ ამგვარი
რამე ამ ჩვენს მხარეში.
მთის ასი ნიაღვარი
[მოხვდა] ხვდება ერთ მდინარეში.

51. თოფები და ფარები
ვადა რაკი დადგება,
ასი წლით ნატარები
ერთ დღეს გამოგადგება.

52. გადივარცხნე ქოჩორი
ისე, როგორც წესია,
დამშეული ჩოჩორიც
ცხენზე უსწრაფესია.

53. მდინარეზე ძველი ბადით
სათევზაოდ წაველი,
აქეთ ქარით, იქით ნადით
შრიალებდა თაველი.

*
16-38 ახ. სოფელი.

შენ დამშვიდდი; ამბავი
ძველთა ძველის ძველია,
[იმიტომ რომ]
[მისთვის რომ] ერთა ლიგაც მაგათი
მუდმივი მფარველია.

*
მაშინა თქვი, თუ მტერი
დარჩეს გაურიყავი.
მალე განადგურდება
შენ გულმაგრად იყავი:

*
ჩერნიკოვ - ყდა. 10 октября.
Чуденок. Чудило. Весь <Ходо…> пер тит.
Был я нежным и грубым и понимали меня. Я нарочно теперь стал грубым. <Подавайте> мне и нежный и грубый <…>.
Поэты и рабочие одно и тоже.
Нужно записатся в члены Автоклуба.
ბარნოვი დაიბადა 1857 წ. მაისში. 67, 77, 87, 97, 07, 17, 27, (72).

*
„ეპოქა“ - დაეგზავნოს წიგნები სახკომ. საბჭოს ყველა წევრებს:
ამხ. ფილიპე მახარაძეს, თენგიზ ჟღენტს, ვ. ვაშაკიძეს, ი. ბახტაძეს, ე. თოდრიას, ბ. ბუაჩიძეს, შ. რადიანს, სტალინს, ენუქიძეს, შალვა ელიავას, ზ. კიკნაძეს, დ. კანდელაკს, ბ. ბიბინეიშვილს, ლ. ღოღობერიძეს, მ. კახიანს, დემეტრაძეს, გ. მუშიშვილს, გ. ქუჩიშვილს.

*
Как тяжело ходить среди людей
И притворяться непогибшим.

А. Блок

N.B.
Мало-по-малу дело дошло до конца, все было распределено, решительно все, кроме маленького участка на кладбище.
М. Твен

*
1. 5 წლიანი გეგმა. 2. ინდუსტრიალიზაცია. 3. კოლმეურნეობანი.

ჩამორჩენილი მწერლობის წინააღმდეგ.
Классический танец.

[მივდივარ] მივალ ჩემს მეორე სამშობლოში, ე. ი. ამერიკაში.

კოლია, კოლია.
ბაზარში სემინარიის პირდაპირ, აი აქ, იყო ერთ დროს საბყრობილე. ეხლა სასტუმროა. უნდა იყოს მუზეუმი; მაგრამ საქმე კარგადაა.

ტემები - 19.
წერილი პროლეტ. პოეტებს.
რეზოლიუციები.

სულ შენი <ბრალია>. როდესაც წამებაში ხარ, მეგობარი მაშინ ხარ.

მოგონება ალექსანდრ ბლოკის.
აფხაზეთში.
სახე [წითელი] სისხლივით, ჭარხალივით იყო.

„მნათობი“ - პოემა, „პ. მწერლობა“ - პოემა, „ქ. მწერლობა“ - პოემა, „მოჯ. ხმა“ - პოემა, „მუშა“ - პოემა, „რემედასი“ - პოემა, „მშრომელი ქალი“ - პოემა, „დროშა“ - პოემა, ფელ., „კომუნისტი“ - პოემა, ფელ., „ახალი სოფელი“ - პოემა, ფელ., „ტარტაროზი“ - ლექსი, „ტრამვაელების გაზეთი“ - ლექსი, „პიონერი“ - ლექსი, [„ტეხნიკა და შრომა“] - წერილი, „განათლების მუშაკი“ - ლექსი, „ახ. კომუნისტი“.

ოკტომბ.
შალიკოს წიგნი.

*
9.12. 2-71/2 .
1. მოხსენებიდან. 2. პოეტებიდან. 3. დეკლამატ.
მუსიკა (ორკესტრი).
კოლექტიური 9.
ვ. გორგაძე, გრ. ცეცხლაძე, ვ. გაბესქირია, ს. ქუთათელი, ხიდისთაველი, შინატეხელი, ნაროუშვილი.