შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-39 - 1929 წელი


სანამ არ დამსხვრეულან.
ვერსალი. ტრიანონი. პარიჟი.
1. პირველი ლექსი.

14 აპრილი.
სანამ არ დამსხვრეულან
ქნარები და არფები -
ლირიული განდგომის
სიმებს დავეხარბები.

სანამ არ გადამჭკნარან
[შემოდგომის ვარდები] ბაღში ვაზის ბარდები,
[ნურავინ, შემოდგომა] მიწავ, ნუ გეცოდები,
[ნურვის] ცაო, ნუ გედარდები.

[სანამ ჩვენში ვაზია,
[სანამ] ეხლა ჩვენში რთველია.]
[ციხეც ბევრი მინახავს
დროთა კარგთა მსახველი,
არიიონისთანა
ციხის არ ვარ მნახველი.]

კოშკი [მისი] ჩემი მაღალი
ადის [ცათა] დროთა ქროლამდის,
მას [თოთხმეტი] მრავალი ბურჯი აქვს,
[და სულყველა] ყველა მხოლოდ ფოლადის!!

*
არიფიონისათვის:
ტობა ტობანიერი. [ტაბი ტაბიძე.]
Полпред: К. Красин.
ЯЯЯ. РЯЯЯ. Я. ЯЯЯ.
Какое-то внутреннее трение.

დასამზადებელი წიგნები:
1. შემოდგომა ტობანიერში (შენიშვნები).
2. წიგნი სალიტ. მანიფესტების (წინასიტყვაობით).
3. მეგობრების შესახებ (მზა-მზარეული ლექსები).
4. პოემა „მწყესი“.
5. ახალი ლექსები.

შუადღე. სიცხე.
ჭრიჭინების მომაბეზრებელი, მონოტონური ჭრიჭინია. ამბობენ, რომ ყურძენს ამწიფებსო. ჭრიჭინა არსად არა სჩანს, ყურის ძირთან კი ხმაურობს.. ჭრიჭინა ჭრიჭინებს. აი შე ჭიჭინობელა.

*
სალტა.
სადღაც მთვრალის მოისმოდა ჰარიარალე.
თხუთმეტი დღის ბადრი მთვარე.
სოფლის დუქანთან.
მხართეძოზე წამოწოლილა.
სადგურის გარშემო აუარებელი მასალა ეყარა: ნათალი ქვა, კირი, ცემენტი, რკინის რელსები, პატარა ვაგონები.
ეროსის სიძლიერე [თავი] ცარიელის თვალებში ცქერით აღარ კმაყოფილდებოდა, შეხებას, სილბოს თხოულობდა.

და დარიალის დახშული კარი
გაიღებოდა უცხო იმედით.

მაგრამ მთიულის დარდსა და ვარამს...

კავკასიონის კალთა-ტოტები.

რაღაცა ათრობს და ატორტმანებს
თითქო ბანგი დაულევიაო.

დრტვინვამ გააყრუა დაღესტნის ხევხუვი.

რადგან ქალი მუდამ ქალია.

[ჩემს ლექსიკონში] დედამიწაზე - არ არის სიტყვა „არ შეიძლება“.

*
(ეხლაც, როგორც ათი წლის წინად, ის იდგა იმავე ადგილზე, საიდანაც დღეში ორჯერ, დილითა და საღამოთი იძვროდენ ტობანიერისკენ მიმავალი დილიჟანსები. ეხლაც იგი ისეთივეა, როგორც ათი წლის წინად. გაჭაღარავებული, მო...)

დღეს ჩემთან მოვიდა მეგობარი ქალი.

*
1. აკაკი წერეთლის დასაფლავების დღე. 2. ხავსი ტყეში (გიგო). *) ერთი იდუმ. პიროვნება ეროვნ. ტანთსაცმელში. *) ჩარჩოდან გადმოდის სურათი. *) საათი გუგულით. *) კარგი ნუ გაჭიმავ ფეხებს. *) მიკიტანი სიკო. *) იცოცხლეთ. *) გამოძახილი (ეხო). მუშათა სახლი. *) 17 აგვ., 1927. *) იქ ავტომობილმა გაიტანა ადამიანი. *) გოლოვინის პროსპეკტი. *) ჩან-კაიში. 3. წისქვილის წითელ ბორბალივით (საღამო, მოგონება, ცრუმორწმუნეობა). 4. „ჯონ რიდის“ გარშემო. 5. ერთხელ რამიშვილთან. 6. ჩვენ ვიცით, რა არის ის. 7. პირველი შთაბეჭდილება. 8. შვიდი წლის წინად. 9. რომელია აქ მეექვსე ბინა? 10. მიუსეს ადგილები. 11. ვაჟა-ფშაველას ჩხიკვისა არ იყოს. 12. კახეთში. 13. ქ. პროზა. 14. ომი საბოლოოთ გამარჯვებამდე. 15. ინგლისელების მიერ წამებული. 16. რომანისათვის. 17. მაგრამ ლოცვებს არ მოჰყავთ დარი მზიანი. 18. სოფლებშიც სახლებს ეწერა ც. 19. ამოვიდა მთვარე. 20. და ტარას ბულბაში. 21. მე ყოველთვის ვარ საკ. სახლში. 22. ადამიანი. 23. ჯონ რიდი. 24. ფერები. 25. მსოფლიო ომის დაწყების პერიოდი. 26. ჟურნალ. მანიფესტი. 27. სული უნდა ცოცხლობდეს. 28. Харон и Тез. 29. რევოლჲუცია და ქართული ხელოვნება. 30. ახალი ხანის დასაწყისი. 31. 15 აპრილი. შოთა რუსთაველზე. 32. ტფილისის ორი სული. 33. Ars vivendi. 34. ხელოვნება და საზოგადოებრივობა. 35. რიმანელი კი არ კითხულობდა. 36. ახალწლის ღამე. 37. ალუჩამ დახედა საათს. 38. სიცივე. 39. იცით, რა არის სიღარიბე? 40. უცხო სიტყვ.; 41. პ. მელიქიშვილის წერილი. 42. ვ. ბრიუსოვი. 43. ალუჩა. 44. ნიზამი და აი რასა გვწერენ. 45. მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო პოეზია. 46. პლანი მანიფესტისა. 47. ლოზუნგები. 48. მიირთვით. მაიაკოვსკი. 49. როდესაც ომი გათავდა. 50. გარბოდა მთვრალი იორამი. 51. ფორთხვით მივიდა მომაკვდავი კაცი. 52. თვალები „ბედი იძულებული იქნება“. 53. შეგხვდი თუ არა ორი თვის წინად? 54. სიღარიბე - ოქრო. 55. როგორ უნდა იქნას ჭაობები გამოყენებული? 56. რამდენი წლისაც არ უნდა ვიყო, 18 წ. მარინეტი ამბობს: „Я тоскую по большому костру из книг“. რეჟისორი გორში. 57. წითელი ჭოტი. 58. აღმოსავლეთი. 59. ტრაბახა იმერლები. 60. წითელი ქაღალდი. 61. ძირს ყოველგვარი აპოლ. თვლემა. 62. რეაქცია, პოლიტ. ლირიკა. 63. იცით, თქვენა ხართ, უკანასკნელი თანამგზავრი. 64. არსენალის აფეთქების ხანა. 65. ქართველი არტისტი სტუმრათ. 66. ნახეთ... 67. როგორც წერილები საზღვარ გარეთიდან. 68. სტამბა. 69. ბოდლერი. 70. Кор.; წერილები პედ. გრ. რ. ოცნება კარგ ქ. წიგნზე. ოცნება <...>.
(На Вахте).

*
ჩანკაიშიზმი ლიტერატურაში, რაა დამახასიათებელი თვისება ჩანკაიშიზმის?
რა თქმა უნდა, ღალატი.

* * *
მთებში აფხაზ მეწისქვილის გოგონა შეიყვარა ერთმა დიდმა პოეტმა,
რომ მოვარდა გრძნობის ჭიაკოკონა, ორთავეს გულს გაგიჟებით მოედო.
პოეტმა მზე გაიტაცა შორს, მთაში, სად ჟრჟოლავდა ქარვისფერი თუთუნი,
სად მიმოზას და პალმების კალთაში, ჩალიბაშის გაისმოდა დუდუნი.
იგრიალა ხალხის მიეთმოეთმა, სიყვარული ძველი ხავსი ეგონა,
მოგვტაცაო ერთმა დიდმა პოეტმა მეწისქვილის მშვენიერი გოგონა.
მაგრამ გულთან რას გააწყობს გარისხვა, აღტაცებამ ერთხელ დაიმღერა-რა,
დაე, აღსდგეს ხმელეთი და შავი ზღვა, ვერ დასძალავს ვერავინ და ვერარა.
ამოხეთქა ხმებმა ვით ოქროეთმა, გამარჯვებულ სიყვარულად მოჰკონა,
სამუდამოდ შეიყვარა პოეტმა მეწისქვილის მშვენიერი გოგონა.

გალაკტიონ ტაბიძე
სამშ., 17 ენკენის., 1929


*
მიჩ[ნიკ].
1000 ლექსი. „რომ შეჰქმნას რაიმე დიადი!“
უნდა გყავდ.

1. ბარიკადებზე იბრძოდა ქალი. 2. მირზა. 3. სატანა. 4. ბუნებაში. 5. მომაკვდავი. 6. ბატის ფრთა. 7. სოლომონ უგრეხელიძე. 8. ტირა-ტირა. 9. გორის ატამი. 10. ძველი და ახალი. 11. საბედისწერო ფიქრი. 12. 1.000 ლექსი. 13. ტობა ტობანიერი. 14. მანიესტები. 15. ლიბრეტო.

*
არაყიშვილი. „ქ. მწ.“; ოკტ.; 1927.
1. „შესანიშნავია, რომ უმეტესი გურული სიმღერა იწყება რომელიმე სიტყვებიდან, მაგალითად: აბადელია, აბარერა, ოსარერა, ოდელია, ვოდელია, დელა და სხვ. რად მღერიან ამ სიტყვებს ტექსტის მაგივრად, ჯერ გამოურკვეველია, ბოლო დროს მიველი იმ დასკვნამდე, რომ ამ სიმღერების თავისებური კონტრაპუნკტის და სიჩქარის გამო, ძნელია მთელი ლექსის თან მოყოლა. და აი, ამიტომ ხმარობენ ზემოხსენებულ მოკლე სიტყვებს, რომლების სწრაფი გამოთქმა და ჩქარი მღერა გაცილებით ადვილია“.
2. Делия (греческ.) – прозвание богини Дианы, по острову Делосу, где ей был воздвигнут великолепный храм. Диана (лат.) - дочь Юпитера и Латоны, богиня девственности, лесов, охоты и луны у древных римлян (см. ин. сл.)
3. პუშკინს ხშირადა აქვს:     
„О, Делия златая,
Приди ко мне, краса“.
ესეც ძველი ბერძნების და რომაელების გავლენითაა.
4. იმერეთში: დელა-დელია, აკაკის „ოდელა-დელა-დელაო“. სულხანიშვილს: „ოდელა-დელა-დელია, ოდილა-დილა“. ხალხური: ოდელია-დელიაო; არის მთელი სიმღერა: დელი-დელი-დელი-დელა-დელი-დელა-დელია-ო. არის აგრეთვე „ვადილა“, ან და „ჰადილა-დილა-ვადილა“. „დელის ვოდელის ვოდილა“. „დილ-დილ-ვადილა“. (ლიტ. შემ.).
5. რერო-რანინა. რაშო-რერა.
6. „დელია“ ქართულისათვის მეტად მუსიკალური სიტყვაა, როგორც ფრაზა - იგი იწვევს მრავალ ემოციებს რითმისათვის ხალხურ სიმღერებში (აბადელი დელია, საქართველო ჩვენია). ცნობილია აკაკის ლექსი, მთლიანად აგებული რითმაზე „დელა-დელაო“ (რამდენიმე ლექსი აქვს აკაკის). ჩემს შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავს ეს „დელა“, მიპასუხეს, უბრალოდ: სიმღერის საშვენებლად ითქმისო. ჩემს შეკითხვაზე: როგორ გგონიათ, ლამაზი სიტყვაა „დელია?“ მივიღე დადებითი პასუხი.
[1. როგორია ცისარტყელა? როგორი მოსავალია წელს? პურის, ღვინის.]
7. დელია. უმთავრესი ანბანი ამ სიტყვაში მუსიკისათვის არის ლ. ამ ანბანის მნიშვნელობა ცნობილია პოეზიაში, განსაკუთრებით ლირიულში, უნაზესი ემოციების გამოსახატავად: „Там где пели, свиристели, где качались тихо ели, прилетели, улетели, стаи тонких снегирей“; ან „საიდუმლო ალები, ზღვათა იდუმალების, სადაც რომ იმალება იაგუნდი, ლალები“ და სხვ.
8. ანბანი   იხმარება, როცა ბავშებს ენას უჩლექავენ: „ლატომ?“ „ალა“, „პული“; ეს მიბაძვაა ბავშის ენისა, მაგრამ ალერსიცაა.
9. სიმვოლისტებს (მაგალითად, რემბოს) აქვთ თავიანთი თეორია ანბანების ფერის შესახებ. ანბანის -ს შესახებ (რემბოს აქვს თვითეული ანბანის ფერის შესახებ ლექსი)... მთელი რიგი პოეტებისა შეიძლება მოექცეს ლიტერის -ს ქვეშ.

*
წვიმის შემდეგ ცაზე აღმოსავლეთით გამოჩნდა ცისარტყელა: მასში უფრო მეტი იყო მწვანე ფერი, სწორედ ისეთი, როგორიცაა ახლად ამწვანებული ჯეჯილი [პურისა] სიმინდის. იყო ცისარტყელაში წითელი ფერი, წითელი, როგორც ბროლის ჭიქაში მდგომიარე ღვინო, რომელიც გუშინ მოგაწოდა მეგობარმა; და ყვითელი, როგორც ტობანიერში ამ შემოდგომაზე დაგროვილი გარჩეული სიმინდის ტაროები, ან ჯერ კიდევ [აუჭრელი] აუჩეხელი სიმინდის ჩალა.

განა მართლა ცაზე ვარსკვლავებია? ანათებენ: რამდენი ვარსკვლავებია. აქ ამბობენ, რომ ვარსკვლავების რიცხვი უდრის დედამიწის ზურგზე მცხოვრებთა რიცხვს. მაგრამ მე ეგ არ მჯერა რაღაც. მსოფლიო ომის დროს რამდენი ადამიანი გაიჟლიტა, ვინ იცის? ცაზე კი, ცოტა გამოკლებით, იმდენივე ვარსკვლავია, რამდენიც იყო ამ ოცი წლის წინად. მაგრამ აი, მოსწყდა ერთი მშვენიერი ვარსკვლავიც. კრეველი, საოცარი კრეველი.

დღეს ერთმა საოცარმა ამბავმა გამართო, ისეთმა, როგორიც მაოცებდა ბავშობის დროს. ცაზე ერთი ღრუბელიც კი არა სჩანდა, მე კი სახეზე მეცემოდა უეჭველი წვიმის წვეთები. და შემდეგ, როდესაც მზემ პირი დაიბანა (გაგრძ. პირვ. ლექსისა).

ბადრ მთვარეზე გარკვევით [მო]სჩანდა შავი ხალები.

დილით ადრე რომ გამოხვალ, შეხედავ ელვარე, ამომავალ მზეს, ისეთი შთაბეჭდილებაა...

ეხლა შკოლებისკენ მიეჩქარებიან მოუნათლავი ბავშები.

რა არის წარსულზე ფიქრი? იგივე გრძნობა, როდესაც, შესაძლებელია, სამუდამოდ გულმოკლული დედა, აქანავებს უბავშოს, ცარიელ აკვანს.

შემოდგომის ბნელი, წყვდიადი ღამეა. მე ვდგევარ აივანზე; ღამე მართლაც ბნელია, როგორც ბედისწერა, როგორც ის, რაც უნდა მოხდეს, რაც აუცილებელია. მოუნათლავი, კუპრივით შავი ღამე. თითქო მისძინებიათ ავსულებს, ან განგებ სთვლემენ, როგორც ქაოსები. მშვიდია ღამე, როგორც (ბავშის ძილი ან) სამუდამო სიკვდილი. სადღაც შორს მოისმის ურმის ჭრიალი: არიან ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ მგზავრობა ასეთ სიბნელეში. სიჩუმეა ჟრუანტელის მომგვრელი, გწყურია გამოიტანო დინამიტი, რომ ერთი წამით დაარღვიო ეს მყუდროება, გწყურია ცეცხლი წაუკიდო სოფელს, რომ განათლდეს იგი, ისეთი სიბნელეა, ეხლა რომ სამზადი სახლიდან გამოიტანო საცერი, და მისგან უცქირო ამ წყვდიადს, კარგი, კერპი თვალი უსათუოდ დაინახავს გესლიანად მოღიმარე დემონს. მაგრამ არა, მიუგდე ყური? გულდასმით დაუგდე ყური. სადღაც შორს, ძალიან შორს [დუდუნებს] ხმაურობს რიონი. თითქო წყალში დამღრჩვალის სულს დაეპატრონენ ავი სულები და დამხრჩვალის სული მოითხოვს შველას.

ის არის ანკარა, როგორც წყაროსგან ახლად მოტანილი წყალი.

ღამით მინდორზე სძოვს ცხენი. ფაფარი ჯაგებში ეჩრება.

ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქო ბნელი გოლიათი სწევს გულაღმა, სძინავს. მას თავს დასწოლია რაღაც ბნელი ძალა, და აღრჩობს. აი, მოაღრჩო კიდეც. იგი მკვდარია.

ღამე [ისეთია] ისე სდუმს, როგორც გატენილი თოფი.

[თითქო] არის ადამიანი, უკეთ რომ ვთქვათ, ადამიანების მთელი თაობა - რაც უნდა ზაგესის, რიონგესის, თაფარავანის კილოვატებით არ ანათო, მაინც [გაუნათლებელი] გულგაუნათებელი დარჩება.

იმერეთში, რიონის მარცხენა მხარეზე ფარფატი - შარბათი.

*
გალციონა (гр.) – Птица зимородок, бывшая у древних символом мира и спокойствия.
გალატეა (гр.) – Статуя дочери Нерея и Дориды, оживленная любовью Пигмалиона.
ფუნიკულერი (фр.) - Канатная железная дорога, устраиваемая на очень крутых подъемах, და არა „ფუნიკულორი“. ფენიკუჲლერი, ფენიკიულერი.
Канат - ბაგირი, მსხვილი თოკი.
Крутой - ძლიერ დაგრეხილი - აღმართ-დაღმართიანი, კარკატოვანი, ძნიად-სავალი (მაგარი, ცხარი, სასტიკი, გულფიცხი, ქუში, ცივი, სუსხიანი, მძაფრი).

*
ანგარიში ქართული ანბანით: ისეთივეა, როგორც არაბული.
ერთეულები: ა ბ გ დ ე ვ ზ ჱ თ.
ათეულები: ი კ ლ მ ნ ჲ ო პ ჟ.
ასეულები: რ ს ტ უ ფ ქ ღ ყ შ.
ათასეულები: ჩ ც ძ წ ჭ ხ ჳ ჯ ჰ.
ათიათასეული: ჵ ჵ.
არაბულში მარტო ათეულის რიგებია, ქართულში კი ათეულიც და ოცეულიც.
ჩყპთ - 1889. ჩყა - 1801.
ჩშით - 1919. ჩშკ - 1920.
ჩშკზ - 1927. ჩშკჱ - 1928 და ასე...
[ა.ბ.გ.] 11 - ია, 21 - კა, 31 - ლა, 41 - მა, 51 - ნა, 61 - ჲა, 71 - ოა, 81 - პა, 91 - ჟა, 505 - ფე, 555 - ფნე, 500 - ფჲ ფჲ.

Cacramento.

ძმანო. დან. სწავლანი ს...ნი. ძმისა.
სადაჲთ იხედვიდა და დაეცა სადათ.
იგი არა (ჯ′ჯ′თო) ჰგონებდა, სადა
არს სიკდილო საფუძველი შენი,
ანუ სადა არს ჯოჯოხეთო ძლევა შენი.
აღდგა  ქ-ე და იხარებენ ანგელოზნი,
აღდგა  ქ-ე და ცხრბ′ჲ სუფევს,
აღდგა  და არღარა მოკუდა.
.......საფლავსა შინა მყოფ არს:
ქ-ე აღდგა მკვდრეთით და დასაბამ
აღდგომისა ექმნა, დაძინებულთა
საუკუნითგან [ძილსა] რომელსა შვენის
[და ვ...] დიდება და პატივი აწდა
მარადის და საუკუნეთაჲ უ-კ ა-ნ.

არა ერთი ფერი, არამედ მრავალზე მრავალი...
თიან...

ბრონტოზავრია
- როგორა ხარ, გენაცვალე, ქეიფზე? - სთქვა მან და სკამლოგინზე ჩამოჯდა.
- ვარ, ასე... შენგან დავიწყებული - წყენით უთხრა ცოლმა. სადა ხარ, ამდენი ხანი, სად დაიკარგე...
- დავიკარგეო? ჰმ! რაღა კითხვა უნდა, ცუდ გუნებაზე იქნები, წევე არ იყო დარდიანი.
- მეუბნები, ცოტა კიდევ მოითმინეო... ცოტა კიდევო, ცოტა კიდევო და ა...
- ვემზადებოდი ჩამოსვლას თოთხმეტ ამ თვეს, მარინე ჩემო, ყოლიფრად მომზადებული ვიყავი. ფულებიც ასი მანეთი ხელში ვიგდე, და იმ დროს მომისწრო სახლის წერილმა.
- რაო, რასა გწერდენ?
- ნუ მოდიხარო. დაუთხოვივარ ოჯახობას, რაკი სამარიობოთ მარინეს მოყვანა სახლში არ გვიხერხდება მათი მოუმზადებლობის გამო, ამ მიზეზების წყალობით შევჩერდით თვარა.. ვეღარ ჩამოველი სამარიობოთ, რომ იცოდე... პირდაპირ ვეღარა ვძლებდი იქ, ლამის ყელში სული ამომძვრა, ჯავრისგან დავდნი, ცოცხალი აღარ ვიყავი, ათასნაირი ფიქრები გონებას მიმღვრევდენ, სიკვდილს მექადოდენ.
- კაი, კაი, გიცნობთ რა ვაჟბატონიცა ხარ, - გააწყვეტინა სიტყვა აბეზარს მოსულმა ცოლმა, მაგრამ ქმარი არტისტიულად განაგრძობდა:
- ვინ იქნება მეთქი ჩემი მანუგეშებელი და ხელის შემწყობი მანემდის, სანამ ჩემს ძვირფას მარინეს ვნახავდე - არავინ, ვფიცავ სარწმუნოებას. ღმერთმან შენი ნუ მოგიშალოს კაცს, თვარა სხვისი ყველაფერი მწარეა..
- რაო, რაო? გაიმეორე, შე შერცხვენილო. - მაგრამ ქმარმა აღარ გაიმეორა.
- მარინე, კუკულო, შენი წერილი მივიღე ოცდათორმეტს კვირიკობისთვეს, დღით ხუთშაბათს, დილის ექვს საათზე. გაგიგონია, ბეჩა, ამდენი საყვედურები?
- რავა, არა მაქვს სასაყვედურო თუ?
- ამდენი ხანი უნდა ჩამოსულიყავიო, ერთი უნდა გენახეო..
- მერე? მერე? არა ვარ მართალი?
- განა, ჩემო კუკულო, - დატკბა ქმარი, - ეს თავად მეც არ მესურვებოდა? ამისი ბრიყვი ვარ მე? არა, სთქვი, ამისი ბრიყვი ვარ მე? სამსახური ძნელია, ჩემო.  ამნაირი კანონი არ არის ჯერ რუსის სამართალში შემოღებული. მაგრად გვიჭირებენ ხელს, ტყუილად არავინ რასმეს მოგვცემს. გულს გვამადლის მთავრობა. ამისათვის თუ ბეჯითად არა ვართ სამსახურზე, "ვონ"-ს დაგვიძახებენ. მერე რაღა მეშველება, რითი ვასაზრდოვო ცოლ-შვილი.
- მე მაგაზე არ გეუბნებოდი, - შეაწყვეტინა ცოლმა, - ტუტუც სიტყვებს ნუ იწერები მეთქი, ტუტუც სიტყვებს ნუ მითვლი მეთქი.
- მართალია, არ უარვყოფ ამას, მომიხდა შეცდომით. ერთი ალილუია ღვდელსაც შეცდებაო, ნათქვამია. მეც ეგრე მომიხდა იმ სიტყვების მოწერა, ჩემო მარინე.
- ფულებს რათ არ იგზავნებოდი?
- ფულები რად უნდა გესაჭირეობოდეს? სასმელი გაკლია, საჭმელი გაკლია, ტანზე არ გაცვია, ფეხშიშველა დადიხარ თუ რათა? მითხარი ერთი, გენაცვალე.
- განა ცოტა შესაწუხებელი საქმეა?
- შესაწუხებელი!! მერე მე კი ნუ მაწუხებ, მაქედან. მე ჩემი მწუხარება და განსაცდელი არ მეყოფა, წევე დაკარგულ ქვეყანაში არ ვიყვე, ციმბირში!! ციმბირია სწორედ მასწავლებლობა. ეს ქვეყანაც ციმბირია ჩემთვის. მეტი კი არაფერია: ციმბირი!

*
ამ წლიდან შენს ახალთახალ შედევრებს უთვალავს დრო გაშლის, ააშრიალებს, გადაფურცლავს. გაუმარჯოს, დაიწყო!

*
მხეცი უფსკრულებიდან.
სხვადასხვა გზები, სხვადასხვა გზები.

მაქსიმ გორკი ჩემს წარმოდგენაში: სახე. ხმა. გამომეტყველება. მანერა საუბრის.

ოქრო - საბობოქრო, უჯადოქრო, ოკრობოკრო, მოჰკრა.
ოქროთი - მოჰქროდი, ამოჰკროდი, საჯადოქროთი.
ოქრომა - შრომა, დრომა, და სხვ.
მოოქროება - დროება, მოგროვება.
მოოქროვდით - მოგროვდით.
ოქრომ - რომ.
ოქრონი კარს - ქრონიკას.
ოქროსავითა - წავიდა.
ოქროსებური - მითური, უნებური.
მოაოქროვა - გროვა, თოვა.
გაოქროვდა - მოგროვდა.
უოქროესია - მოესია.
ოქროითა - მოიტა!
ოქროისა - ჰოისა.
ოქროსა - პროზა.

[ვერსალი და ტრიანონი]
ვერსალი ოქროში
[ბაღებს, [სურათებს] ჩარჩოებს] აგერ: ვერსალის სასახლეებს ჰფენია ოქრო,
რომ თვალი მოჰკრა: უბობოქრო და უჯადოქრო.

იყო დროება, მყუდროება და მოგროვება,
ყოველი საგნის ამნაირად მოოქროება.

მშვენიერ ეტლთა, ქანდაკებათ, შადრევანთ გროვა
დრომ მოაგროვა, დაიტოვა, მოაოქროვა.
მოიტა თასი, აზარფეშა, ღვინო მოიტა,
ო, ყველაფერო, ავსებულო, ამ ოქროითა!
მოგროვდით, ძველო ტილოებო, ჰეი, მოგროვდით,
კვლავ გამოცოცხლდით [კვლავ შეივსეთ] ჩარჩოებში და  მოოქროვდით.
იყო დრო, ძველო ფეოდალო, როცა მოქროდი
ამ გარეგნული ელვარებით, ვერცხლით, ოქროთი.
და შემოიჭრა [კაპიტალი] უეცარი ვაჭარი, პროზა,
და სხვანაირი შეფასება მისცა [ამ] ოქროსა.
ის იყო ტლანქი, იყო [ზანტი] სწრაფი და უნებური,
მას ოქრო სურდა, არა რამე ოქროსებური.
ამ სასახლეში ერთხელ მძაფრად შეიჭრა შრომა,
[რევოლჲუცია] ოქრომაც იგრძნო, სისასტიკით იგრძნო ოქრომა,
ლიუდოვიკის, მიწისაკენ თავი წავიდა.
[როს საფრანგეთი მღვრიე იდო] ოდეს პარიჟი გადადუღდა  ოქროსავითა.
[გაჰქრა] იყო საწმისი ოქროისა, მედეას მიწის;
არ უნდათ ოქროს მაძიებლებს ოქროს საწმისიც.
უნდათ ახალი კლონდაიკი, ოქრო ბადახში,
ოქრო მიწაში, ოქრო წყალში, ოქრო ტალახში.
ჩამავალი მზის ნაზი ქარი ვერ დაათავებს,
[სასიყვარულოდ] სხვა მინდვრებისას ეალერსოს ოქროს  თავთავებს.
[და არ იღლება] თანამედროვე სხვა ოქროის შექმნას კედელი,
არ დაიღლება ქალაქების ოქრომჭედელი,
[დე ამნაირი] მშვენიერ ბაღში ამ ფიქრების იძროდა ფონი,
როს ვინახულე მე ვერსალი და ტრიანონი.

*
[ძვირფასო ოლია, დიდი ბოდიში, რომ ამდენხანს წერილი ვერ მოგწერე, მიუხედავად იმისა, რომ დაგპირდი.]

1. ოქროს საწმისი. 2. ოქროს მაძიებელნი (золотоиск.). 3. დაისი (закат). 4. მოგონება აფხაზეთზე. 5. ოქრო ტალახში. 6. ოქროს თავთავი. 7. ოქრომჭედელი.

Конечно, Брюсов не мог тогда примкнуть к поэтам, работающим рука об руку с социалистическими группировками.

*
გვ. - 274. სტრ. - 20. მთავ. რედ. - 14.
სიტყვა: [შორს] 3 სიტყვა მოშორებით, რაოდენიმე შორს.
რიცხვიანად - 21 აბ.; მნიშვნელ.; სტრ. ქვ. - 24. მთავარ. ქვ. - 11; აზრი.

 ხოხბის. ვისრამიანი.

*
[ზამთარს] მაინც თავისი გამოჰყავს სოლო,
როს ოთხის დროის არის კვარტეტი.

*
20 წელი სალიტერატურო ასპარეზზე.

*
გაზაფხულის დამდეგია,
აყვავილდა მთაბარი -
მეფეც გამოსადეგია,
თუ გინდა სთქვა ზღაპარი.

*
1. გამოვიდა ხოხბის ჭუჭულივით.

ხოლო. აბრისი (მხატვრული მოხაზულობა). ავანგარდი (მოწინავე ლაშქარი). ვინიცისობაზე (На авось). ეჰე! ოჰო! (Ага) межд. ნაწიბური (არშია). სწავლა ხვნისა და თესვისა (აგრონომია). ამირბარი (ადმირალი). ჯანაბა! (ჯოჯოხეთი). მორინი (აზარტული) ყომარბაზული. ჰოი! ჰაი! ყარყატი (აისტ. Аист). ხებარდა (აკაცია). ბიროლი (Аквамарин). რიგიანობა. ჯამბაზი (Акробат). მთქმელი რისამე. სინამაქი (Алекс. лист.). ფრიად - მინდა. ალოე (სურნელება). სიალისფრე. ზილი, კრინი (ალტ.). ქოპიტი (Аляповатый). მუჯირი (Амбарщик). ბეღელი. გარემავლებით - თავლებით. თურინჯი (Апельсин). წვეთის დაცემა (Апоплекс.). ხიდისფანი (Арка). თოფხანა (არსენალი). რა! რა! (Ась). ჰაჰა! ეი! Ау! ეჰეი! Ахти. ჰაი შე! ახ-ახ, ვაგლახ? Ах! გლახ! ოხ, ჰოი. ჰა! (Ба?). ჯიგრისფერი (ბაგროვი) - მეწამული.