შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-38 - 1929 წელი


გალაქტიონ ბაბუნაშვილი. კალე ბობოხიძე. 284. 3 р.; Проп.

9. X. 29.
1. Пушкин был второстепенным поэтом и первостепенным авантюристом.
2. Он не имел ровно никакого значения для развития (дальнейшего развития) русской поэзии.
3. На первый план выдвигается его любовь к славе. Из за славы он жертвовал многими обстоятельствами, женой…
4. Его борьба с царизмом – курам на смех.
В дополнении 2-го гр. – Если имел, только отрицательную сторону (убийства, дуэли, фанатизм, борьба против революционеров).
5. Жестокий враг трев. ума, фальшиво монетчик, хулиган, лицемер, подлец, шовинист, грубиян (нельзя обвинять даже царское правительство в том, что он ненавидел Пушкина).
6. Пресквернейшая черта: в молодости он любил возится всем большим…
7. მასთან ვერ მივა ვერც პუშკინი, ვერც პეტრე დიდი.
8. გამოვიდოდა და სჭამდა ვაშლებსო (ტ).
9. ზერელე კაცი (Тихализа).
10. „პუშკინები ტფილისში“.
11. პუშკინი ჰგავს ძველი დროის დიაკონსა მთავარს..
12. Мещанин в полном смысле слова.
13. პუშკინმა ცოლი შეირთო სილამაზისთვის.
14. Чего обвинять в <...> Дантеса а не Пушкина.
15. Стихи Пушкина набор рифм и погремушек, в которых нет мысли (Символизм). К Богу.
16. Писарев говорит, что Пушкин ерунда.

*
მე შარშან ვნახე კინოსურათი „ჩანგი“, რომელიც არასოდეს არ დამავიწყდება. ეს სურათი არის ყველა სურათებზე უფრო დიდი და შესანიშნავი სურათი.

ყველაზე საზიზღარი ადამიანი, რომელიც დიდხანს უმიზნებს, მაგალითად, დანტესი პუშკინის წინააღმდეგ, ან მარტინოვი ლერმონტოვის წინააღმდეგ.
ეს გამახსენდა დღეს, როცა ვუყურებდი სროლის ვარჯიშობას.

*
1. რა სიამაყით აღნიშნავენ ბიოგრაფები: პუშკინი ოქროს ფულს ყრიდა მშვიდ ტბაზე ნავით სეირნობის დროს, რომ დაენახა მთვარის შუქზე სილაჟვარდეზე დაცემული შუქი ან (აქ სხვაა)... ეს?

*
წამართვა ცხოვრებამ ოცნება,
მოსილი ლაჟვარდი კორდებით.
თანდათან, თანდათან, თანდათან,
ყოველდღე ერთმანეთს ვშორდებით.

და გზები მომეცა ანძასთან,
ტრიერით, ბენზინით, ფორდებით,
თანდათან, თანდათან, თანდათან,
ყოველდღე ერთმანეთს ვშორდებით.

*
Госконсерват. 10 окт. 9. Лео Палиашвили.
„Витязь в барсовой шкуре“.
ეს ასე უნდა? „ვეფხის ტყაოსანი“ - Тигр? Барс? Леопард?
პაპიროსის ბოლი მიდიოდა როგორც შლეიფი ნისლის?
სადღაცა ეტლმა გადიგრიალა.

*
მეტალისტების კლუბში არის 900 რუსი მკითხველი და მხოლოდ 100 ქართველი. ეს ტფილისში. რატომ? არ არის სალიტერატურო ჯგუფი, წრე. საერთოდ კლუბების მუშაობას კარგად უნდა გამორკვევა. მაგალითად: მეტალისტების კლუბში კინო დღეს (10 ოკტ.) გამოცხადებულია 9 საათზე, ეხლა გაცილებით მეტია და კაცმა არ იცის, როდის დაიწყება. სცენაზე ტილოს მაგიერ წინანდელი კრების მაგიდები და სკამებია. ასე არ ვარგა.

მარკ ტვენი ამბობდა: ჩვენს საუკუნეში არისო ორი უშესანიშნავესი ადამიანი ნაპოლეონი და ელლენ კელლერი. ექიმმა სთქვა: ელლენ კელერი უფრო მაღლა იდგაო (ყრუ, მუნჯი, თითქმის ბრმა, ყნოსვა არ ჰქონდა), ჰქონდა მხოლოდ შეხების გრძნობა. ამ შეხების გრძნობით (ფიკრელტივა) შეისწავლა 4 ენა და იყო გამოჩენილი ადამიანი თავისი დროის.

პროფესია დაღს აჩენს ორგანიზმზე, მაგალითად, როდესაც სულ მუდამ სწერ - მოიხრები და სხვა.

რევოლიუციამ გაათანაბრა ფიზიკური და გონებრივი მომუშავეები (წინად წინ იდგენ გონებრივი მომუშავენი). რევოლიუციამ იგრძნო, რომ ყველაფერი მატერიალურს (ფიზკულტ.) ექვემდებარება.
მეტალისტი იღებდა 3 თუმანს. ინჟენერი 300 თუმანს. ეხლა მხოლოდ მცირე რიცხვი სპეცების იღებს მეტს და ესეც დროებითი, <პალ...>.  

ფაკტია: დიდი გონებრივი მუშაობა ბევრითაა დამოკიდებული დიდ ფიზიკურ შესაძლებლობაზე. კაცს როდესაც ფიზიკურად გაანადგურებ, იგი გონებრივად როგორ უნდა გამოდგეს. ყოველ შემთხვევაში, ბევრს ვერას გააკეთებს. ასეა. სპეცების გამოკლებით.

სქესობრივ ანორმალობებს ებრძვის ყოველგვარი ჩაბმა საზოგადოებრივობაში.

მძიმე ატლეტიკა საჭირო არ არის, საჭიროა ჩვეულებრივი „ტრენიროვკა“.
1. ლენინი ფიზიკურად ძალიან განვითარებული იყო. ასე: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა ფშაველა, და ყველა დიდები;
საინტერესოა, რა შთაბეჭდილებას ახდენს ტუბერკულიოზი? (ა. ჯორჯაძე, ნინოშვილი, [დავითაშვილი]).

Апполон. 1929.
15-72. ლავრ.

*
11. X. 29.
- ყდა წიგნისთვის.
- ქაღალდი.
- ჩამოვიდნენ თუ არა რუსი პოეტები.
- როდისაა შემდეგი ჟურნ., გამოვიდა თუ არა?
- მნათობი, მწერლობა, პრ. მწერლობა.
- კლიშეები.
- დ. კანდელაკი.
- ორ კვირაში წიგნი უნდა გამოვიდეს.
- ხელოვნების სასახლე.
ეპოქა.

12. X. 29.
მშვენიერი სურათია დზიგა ვერტინისა „ადამიანი კინო-აპარატით“. სიუჟეტი არაა, წარწერებიც არაა. არის თანამედროვე ქალაქის დინამიურობა ძალიანი.

*
XXX. ბედია. Когда грохочут колокола.
ტობანიერის მთები. წერაქვის მთა. ადამიანის ცხოვრება არის მისი ბავშობა.
„ცხრა რძალი მოვიყვანე, ცხრა საქმე მომემატა“.

*
გალაკტიონი დღეს მოვიდა ჩემთან მთვრალი, ენას ძლივს აბრუნებდა, მე ძალიან მწყინს, რომ ასეთი დიდი პოეტი ასე...

*
მე მას მივცემ ყოველთვის მეტს.
პუშკინი და იმპერატორის ყუმბარა.

შარვალი - 10, ბლუზა - 10, პალტო - 50, შარფი - 5, ფეხსაცმელი - 15, ქუდი - 15. თვით მე შემეძლო მეტი.

*
ჩვენი ხელოვნების ერთი დარგი, პოეზია, ვერ ახერხებს თავისით გაიკვლიოს გზა (ფაკტიურად ყველა გზები გადაჭრილია, თავისით მიმართებისათვის). პოეზია საჭიროებს ერთგვარ დახმარებას, იდეური, კლასიური ხაზის მოსანახავად და ამგვარად, პოეზია გაყოფილია ორ ნაწილად: 1. რომელიც ასე თუ ისე მოქმედობს (არა შემოქმედებით), მეორე სრულიად გარიყულია უმოქმედოთ (შემოქმედებით). ეს იმიტომ, რომ იგი ვერ ახერხებს არსებობას თავისით. რა არის, მაშასადამე, ხელოვნების დამოუკიდებლობა, ზეკლასიურობა, არაფერი. ეს დაამტკიცა რევოლიუციამ.

ქალები, რომლებიც მე შემხვედრიან
(მოთხრობა)
[ეხლა] როცა ვიგონებ [მე] ძვირფას [სახელს] სახელებს,
[მორჩა, გათავდა გზა] ცა რომ ხატავდა,
[დრო] ეს არც მამშვიდებს და არც მახელებს,
მორჩა, გათავდა.

*
ორშაბათი - ვარსკვლავი. სამშაბათი - ნამგალი. ოთხშაბათი - ჩაქუჩა. ხუთშაბათი - ძნა. პარასკევი - მზე. შაბათი. კვირა.

*
იმღერე, იმღერე ჭრიჭინა,
გაბზარულ ჰაერთან გაბზარე გული.
შუადღემ ცეცხლი გამიჩინა...

*
170.
Выдумана новая лампочка комнатная, заменяющая солнце Давоса и лечащая также, „Светлона“, наз. „Ультра-фиолетовое солнце“ – 200 свечная лампочка. Обходится в ч. 3 1/2. к., в. мес. – 2 р. 10 к.

*
კაჭახიძე. ახ. გლეხი. ყანიდან.
მოგონება ბავშობიდან. ყანების.
შენ მე მიკვლევ გზას. ეპოქა.

Заря Востока, Комунист, მუშა, Раб. Правда, „მნათობი“, „ქ. მწერლობა“, „ახ. კომ.“
განცხადება გაზეთებში.
[ბენიტო, ნუ ნამე... კაჭახიძე].
სულავა. ფ. მახარაძე, ჟოჟიკაშვილი, კახიანი, თენგიზ ჟღენტი, ვ. ვაშაკიძე, სანდრო შანშიაშვილი.
წიქარა. შავგულა. ნიკორა.
ვასო გაბელაია. ვასო გაბელაია. პოლიტეხ. I კურსი.
შენ <საკ....> <ილაპ.>, ლირიკოსობას თავი დაანებე.
გრიშამ წყალი დალია.
დასდევს, ბეჭდავს წერილებს.

Сеимористы? Какое сравнение.
როცა არ შვენი არემარეს, სურათო.

*
სახ. გამომცემლობას.
გთხოვთ, გამომიწეროთ ჩემი წიგნის „ეპოქის“ ჰონორარის ანგარიშში 100 მანეთი.

*
8 ч. - Типограф.; 10 ч. - Барону. 12 ч. - Кутатели.
„ქართული წიგნი“, აღლაძეს.
უდროოდ, უდროოდ, უდროოდ.

Черкезовская 60. ფალიანის ბინა. ვარლამ მახარობლიძე.
გ. ტაბიძე, ვ. გორგაძე, ვ. გაბესკირია, გრ. ცეცხლაძე, ა. ონელი.

ყოველი მხრიდან
ყოველი მხრიდან, საქართველო,
        ყოველი მხრიდან.
განუწყვეტელი...

*
Единоначалие. Единоначалию конец. Единоначалие.
ფული! ფული! ფული!

*
„ინტლიგენტო“! შენ დაგიდგეს თვალები,
მაგ ნიღაბში აბა რას იმალები.

თავზე კეპკით, თვითონ კენტი,
ვარ პოეტი „ინტლიგენტი“.

კაცი განათლებული -
ყველგან გამართლებული.

*
Комин. Николаевская №15. Мария Кутателадзе. После 5.
„მეფემან სოლომანმა გაენათს შევსწირე“.
შაიშმელაშვილი. Корганевск. 7. ქუთათელაძე. К 12 час.
შაქარი, ერბო. მატერია, აბრეშუმი, პრასტინის...