შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-594-10 - 1928 წელი


ოცი წელი სახელოვან სადარაჯოზე. XX.
№1. წიგნი.
1. მიშა გოცირიძის შვიდი ვინიეტკა: საუცხოვოდ შესრულებულია. საჭიროა სხვა კონსტრუქცია და შესაფერი წარწერები. თუ წარწერები არ იქნა, ისედაც გამოდგება რომელიმე ახალი წიგნისთვის, ჟურნალისთვის ან პროგრამისათვის.
2. გაზეთი „გ. 1927 წ.“ არის 1000 ცალი. 29 ავტორი (ბარნოვი, შანშიაშვილი, კლდიაშვილი და სხვ.). შეიძლება იმ დღეებში რეალიზაცია.
3. კლიშეები ოთხი მზად არის. ჩუდეცკის, გველესიანის ორი, ერთიც ფოტოგრაფია.
4. ბევრია ფოტოგრაფიული სურათები (საჭიროა ახალი, უფრო კარგი).
5. საჭიროა კლიშეები ყველა გაზეთებისა და ჟურნალების, რომლებშიდაც ვიბეჭდებოდი. ზოგი მაქვს.
6. ა. ახმეტელს გადავეცი წიგნი - პლანის შესადგენათ. უსათუოდ მზად აქვს.
7. საინტერესოა ხომლელის წერილი, რომელიც მის ქაღალდებში აღმოჩენილა. უნდა დაიბეჭდოს - ცალკე წიგნათ თუ დიდია. ან „ქ. მწერლობაში“.
8. საჭიროა ფოტოგრ. ღია ბარათები იყოს ბლომად: ჩლაიძე, ჟვანია, პუშკინი, მიშჩენკო და სხვ.
9. საჭიროა კედლის სურათები: გველესიანის, ჩუდეცკის, ლანსერესი.
10. საჭიროა პატარა ბიუსტები (ანდრეოლეტტი).
11. „კომუნისტი“, „მუშა“, „Заря Востока“.
12. მზად არის თარგმანები ბაგდანოვსკისა და ელ. შერრის.
13. გადიდება ზოგ ფოტ. სურათების და გამოყენება ვიტრინებისათვის.
14. განცხადებები გაზეთებში, ქრონიკები.
15. კინოში განცხადება - ყველგან.
16. წერილები „მნათობში“ და „ქ. მწერლობაში“. ცოცხალი და შნოიანი რეკლამა.
17. სახელგამმა უნდა გაუშვას განცხადება ჩემი წიგნის შესახებ.
18. „ეპოქა“ - წერილები.
19. შალვა რადიანის შესახებ...