შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-582-3 - 1928 წელი


30. დაგვიბრუნებენ?
1. რამდენისაა ბილეთები განაწილებული.
2. რამდენ კაცს დაურიგდა და რამდენი ბილეთი‚ რამდენი თანხის.
3. რამდენი დარჩა.
4. რამდენი დარჩა საპატიო ბილეთი.
5. სად გაიყიდება დანარჩენი ბილეთები? (ეს საჭიროა აფიშისათვის).
7. ინფორმაცია ჩემის მხრით.
8. როგორია განწყობილება - შევამჩნიე, რომ ჟულიკური.
9. რამდენ ხანში შეიძლება ბილეთების გაყიდვა.
10. არასგზით ბილეთები ფულის გამოურთმევლად არ დაურიგდეს. ან თუ დარიგდება, არ დარჩეს განსაზღვრულ დრომდე. ასე არ არის.
11. რა და რა კომისიებია? დამავიწყდა (საბილეთო‚ სათეატრო‚ საკონტრ.).
12. თხოვნა: დღე არ უნდა გაცდეს‚ ბილეთები სწრაფად დაიყიდოს‚ პროპაგანდა გაიწიოს.
14. ინფორმაციას უკეთებს თუ არა ქ-ნ ანჩაბაძეს? აჰა‚ ვინ იცის?.. ის იძულებულია.
14. სხვა კომისიები არ არის. როგორ მუშაობენ?
15. რას ფიქრობენ საჩუქრების შესახებ???
ვინაა საპატიო თავმჯდომარე?

*
იქ ვიღაცამ უცნობთაგან სერიოზულად შენიშნა‚ რომ ამ „ქაფვაში“ „უგროზისკს“ მოუხდება მუშაობაო... რა იყო ეს? ვისი მისამართით? რატომ დაიბადა მაინც ეს სიტყვა? ეხლავე საჭიროა ზომების მიღება... ეხლავე. შეიძლება მე ჩავვარდი რაიმე ისეთ გარემოებაში?

*
გოსიზდატში:
1. რატომ არ აგზავნიან წიგნებს. 2. რა სთქვა ბარონმა. 3. რამდენი დარჩა ჩემი? 4. საჭიროა 100 მანეთი.

1. წვერის გაპარსვა.
2. დათიკოს‚ როგორაა საქმე?

იქვე მიემატოს საკანტროლო კომისია.
В честь Галактиона Табидзе. 15 дней.
საკანტროლო კომისია. კომსომოლია. 200 рублей.
კიოსკი და ლიკიორები.
კომისიებით არაფერი არ გამოდის.
ვინ აკლდა? ბოხუა, ესენი ან...