შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-624-3 - 1927 წელი


დაბეჭდილია აღმასკ. პირველ სტამბაში. ტირაჟი - 2500. სახელგამი №... მთავლიტი №... ყდა კ. ზდანევიჩისა.

დღეს - სტამბაში: 1. ყდა და კლიშე სურათების. 2. სახელგამში: გაგზავნილია თუ არა? 3. რას იტყვიან????

*
1. რას ნიშნავს: კაცი არ ვყოფილვარ, თუ მაგ წიგნი გამოვიდეს ქართულ ენაზეო? როგორ? რა არის, მუქარა?
2. აშინებს უპარტიოებს... იმუქრება. „Шкурник“. რაც კულტურულია, იცის მთელმა ტფილისმა. გვახსოვს „მუშა“-ში მუშაობა. გ.
პირადულია? სხვა არაფერი! ეს პირადულია! პირად ნიადაგზეა. არიან ასეთი ადამიანებიც!!
უპარტიო მასებში უკმაყოფილება რათ არის, ეხლა მესმის. ვინ აპატიებს ასეთ გამოსვლებს? თუ დაწერა, უნდა დაწეროს... თუ არა, და, თავი დაგვანებოს...

თქვენ რომ ჩამორჩენილი იყოთ, ვისი რა ბრალია? გადაათვალიერეთ ცენტრალური მთავრობის ბლოკი, ესენინი, გუმილიოვის წიგნები იბეჭდება. მაგრამ ყოველივე ეს რომ იცოდეთ, საჭიროა ცოტაოდენი კულტურა და არა მუქარა: კაცი არ ვყოფილვარ და სხვ. მაშ, გამოდის, კაცები არ ყოფილან რუსეთში, ესენინსა ან ბლოკს როდესაც სცემენ...
აკადემიკოსი მარი მაფასებს, მთელი ქვეყანა მაფასებს. და აღმოჩნდა, რომ პავლე საყვარელიძე მათზე უფრო კულტურულია. „კაცი არ ვყოფილვარო“ - გაიძახის...
შეიძლება პოლიტიკური რაიმე იყოს ჩემს წიგნში? სრულიად არაფერი!
მაშ, რა უნდა პ. საყვარელიძეს? მხოლოდ თავისი პირადი ძლიერების გამოჩენა, ვითომ, აი, შეხედეთ ვინა ვარო.