შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-587-7 - 1927 წელი


7 დღით ადრე და...
გალაკტიონ ტაბიძის პატივსაცემად
გალაკტიონის [ტაბიძის] სოხუმში ჩამოსვლის გამო პირველ სახელმწიფო თეატრში შესდგა საპატივსაცემო საღამო. თეატრის დარბაზი ხალხს ძლივს იტევდა. პოეტის გამოსვლას საზოგადოება შეხვდა [მხურვალე] დიდი ოვაციებით და ძახილით: გაუმარჯოს პოეტების მეფეს. მრავალი მისასალმებელი სიტყვები სავსე იყო პოეტისადმი დიდი სიყვარულით და პატივისცემით [აღნიშნულ იქნა პოეტის მნიშვნელობა თანამედროვე პოეზიის წინაშე, ლიტერატურული გმირობა [1905 წლის] ამ ოცი წლის განმავლობაში] მიესალმენ: სოხუმის მოსახლეობის‚ მოსწავლე ახალგაზრდობის‚ ქალთა წრის‚ დრამატიული კორპორაციის და სხვა დაწესებულებათა წარმომადგენლები. პოეტს სახსოვრად მიართვეს მრავალი ნივთი‚ მაგალითად ოქროს ჩანგი გრძნობიერი ზედწარწერით [ყვავილები] და სხვ. [ამის შემდეგ მოეწყო მხატვრული განსახიერება გალაკტიონის] შემდეგ გაიმართა ბანკეტი, [გალაკტიონის პატივსაცემად] რომელზედაც წარმოთქმულ იქნა - და მხოლოდ მეორე დღეს დილით ახალგაზრდობამ დიდის აღფრთოვანებით პოეტი მიაცილა [თეატრიდან] საკურორტო სასტუმრო „სან-რემო“-მდის, სადაც ცხოვრობს [პოეტი] იგი გალაკტიონ ტაბიძე.
Галактион, позвольте так.