შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-577-2 - 1927 წელი


1. წიგნში მოთავსებულია დაახლოებით 700 ლექსი (ეს არის პოეტის 1/3 ლექსების ორიათას ხუთასი ლექსიდან).
2. წიგნში შეტანილია 100 ლექსი‚ რომელიც დაიბეჭდა მნათობში. „ფასკუნჯი“‚ ახალი კვალი‚ ამირანი (პოეტი [თანამშრომლობდა 50] ითვლებოდა...).
3. წიგნი გამოიცა ყველაზე უფრო დიდ წიგნათ: სახელგამის მიერ ერთ წიგნად არ გამოსულა არც ერთი პოეტის წიგნი (500 გვერდია 10 X 5).
4. წიგნი იბეჭდება ისეთსავე კარგ ქაღალდზე‚ როგორზედაც დაიბეჭდა აკაკი წერეთლის წიგნი იმავე ფორმატისა.
5. მასალა დაგროვილი ერთ წიგნში‚ უნდა გამოსულიყო დაახლოებით 7–9 ტომამდე. შესაფერი ილიუსტრაციებით‚ შნოიანი ქაღალდით იგი დაჯდებოდა გაცილებით მეტი. სახელგამმა მიიღო რეჟიმი ეკონომიის.
6. სახელგამმა ანგარიში გაუწია იმ არაჩვეულებრივ ინტერესს‚ რომელსაც საზოგადოების ყველა წრე იჩენდა გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედებისადმი ამ საუკუნის მეოთხედის განმავლობაში.
7. 542 გვ.