შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-483-16 - 1927 წელი


ეს გამოცემა უნდა ჩაითვალოს უფრო პოპულიარულ წიგნათ.
...სრულიად ბუნებრივი, აუცილებელი და დადებითი მოვლენაა.
...ეს გადაჯგუფება ლექსებისა გამომდინარეობს, როგორც ტემების ღირებულებით, ისე იმ მიზნით, რათა წიგნი ხელმისაწვდომი ყოფილიყო მკითხველისათვის.
...ეს გამოცემა უფრო საინტერესო იქნება მკითხველისთვის, ვინემ პოეტის წინანდელი გამოცემანი.
ეს ახალი წიგნი, რომელსაც სახელგამი აწოდებს მკითხველ საზოგადოებას, გამოცემულია.
ესაა ძლიერი პოეტი, რომლის სიდიდეს აღიარებენ თვით მისი მოწინააღმდეგენიც კი, თუმცა ასეთები ძლიერ ცოტა მოიპოებიან.
ჩვენ იმედი გვაქვს, რომ...
ჩვენ მოკლედ აღვნიშნავთ, თუ როგორ შეასრულა ეს  ძნელი ამოცანა.
არიან [პოეტები, რომელთაც ტაშისცემით ხვდებიან მის გამოსვლამდეც კი] წიგნები, რომელნიც ჯერ კიდევ არ გამოსულა, მაგრამ საზოგადოება უკვე ტაშისცემით ხვდება.
საქმე მისულია იქამდე, რომ უკვე ვეღარავინ ვერ ბედავს შეეხოს გალაკტიონის ლიტერატურულ კეთილშობილებას.
საქართველოში გ. ტ.-ს გავლენა უფრო დიდია, ვინემ რომელიმე თანამედროვე ქართველი პოეტის. მისი პოეზია მთლიანი და ნათელი ხაზია ჩვენი საუკუნის თითქმის ერთი მეოთხედის განმავლობაში. იგი არის უდიდესი სვეტი, შემქმნელი ქართული ახალი რომანტიზმის. იგი არის ნამდვილი ლიტერატურული გმირობა.
წესი ამ გამოცემისა არ არის ქრონოლოგიური, მაგრამ თვალსაჩინოა მხოლოდ ორი მომენტი - ლექსები 1917-ამდე და ლექსები 1917-ის შემდეგ. [ეს ორი] პირველი პერიოდი თავდება 399 გვ., ხოლო დანარჩენები მოდის 399 გვერდს შემდეგ.
ყდა გაკეთებულია ს. ს. სუდეიკინის, კ. ზდანევიჩის და ვლ. წილოსანის მიერ.
ეს გამოცემა უნდა ჩაითვალოს პირველ გამოცემად, რომელშიდაც ავტორი შეეცადა შეეკრიბა თავისი სხვადასხვა წიგნებში, ჟურნალებში და გაზეთებში გაფანტული ნაწერები. რა თქმა უნდა, წიგნის სივრცის ზომის განსაზღვრული რაოდენობის გამო ამ გამოცემაში არ შედის მისი ვრცელი პოემები და დიდი ნაწილი  პირველი წიგნიდან. მისი გამოცანა იყო შეეკრიბა მხოლოდ დამახასიათებელი...
პორტრეტები: ს. სუდეიკინი.
დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობა ისეთი მწერლისა, როგორიც არის...
ეს არის პირველი ცდა.

(თედო ბეგიაშვილი).