შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-481-18 - 1927 წელი


სახელმწიფო გამომცემლობის წიგნი
[გამოცემა] ეს წიგნი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობა აწვდის მკითხველ საზოგადოებას [გამოცემულია] [იბეჭდებოდა თვითონ ავტორის პასუხისმგებლობითა და უშუალო ხელმძღვანელობით. მასში შედის: ნაწილი პოეტის ლექსებისა პირველი წიგნიდან], აქ მოთავსებულია ნაწილი ლექსებისა, რომელიც იწერებოდა 1914 წლამდე, თითქმის სავსებით შედის მეორე წიგნი „Grine aux fleurs“ (1919 წ.) [გამოცემული და დასასრულ] და ლექსები, რომლებიც იბეჭდებოდა უკანასკნელ ხნის პერიოდულ გამოცემებში. როგორც მკითხველი შეამჩნევს, ჩვენი გამოცემისათვის ავტორმა მოახდინა მასალების ერთგვარი გადაჯგუფება [ლექსებისა], რადგანაც ეს გადაჯგუფება ლექსებისა გამომდინარეობს უმთავრესად თემების ხასიათიდან. ამის გამოც ავტორი არ ცდილა ქრონოლოგიური წესის დაცვას. [არის ერთგვარი ხაზი, რომელსაც გ...]. როგორც უკვე აღვნიშნეთ... და სხვ.

*
[გამოცემა] [წინამდებარე] [გალაკტიონ ტაბიძის] წიგნის გამოცემა გამოწვეულია უპირველეს ყოვლისა იმ დიდი ინტერესით, რომელსაც მკითხველი მასსა იჩენს პოეტის[ადმი] [თვითეულ] ნაწარმოებისადმი [ეს დიდი ინტერესი თითქმის] ამ ოცი წლის განმავლობაში. [ამ გამოცემაში შეტანილია] გალაკტიონ ტაბიძის ლიტერატურული გავლენა უფრო დიდია, ვინემ რომელიმე თანამედროვე ქართველი პოეტის. [სრულიად ბუნებრივი, აუცილებელი და დადებითი მოვლენაა, რომ ჩვენი პოეტის ნამდვილ ლიტერატურულ გმირობას აღიარებენ თვით მისი მოწინააღმდეგეებიც კი,  თუმცა ასეთები ძლიერ ცოტა მოიპოებიან. ერთხმად აღიარებს ყველა. პოეტის შესახებ ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში დაახლოვებით 500-მდე წერილები და შენიშვნებია მოთავსებული]. [ავტორი ამ ხნის განმავლობაში] პოეტი ითვლება ორმოცდაათამდე ქართული ჟურნალისა და გაზეთის ძირითად და უმთავრეს თანამშრომლად: „ფასკუნჯი“, „ახალი კვალი“, „ამირანი“, „საქართველო“, „ლომისი“, „პოეზიის დღეები“, „ახალი ტალღა“, „პირველი ნაბიჯი“, „ცისკარი“, „ცისფერი ყანწები“, „ტფილისი“, „ლიგეა“, „ოქროს ვერძი“, „თოლაბულისი“, „სმარაგდი“, „ბრძოლა“, ყველა სოციალ-დემოკრატიული გაზეთები, „მნათობი“ და სხვ. პოეტს ჰქონდა აგრეთვე საკუთარი „გალაკტიონ ტაბიძის ჟურნალი“.
პოეტი სათავეში უდგა ბევრ ქართულს სალიტერატურო ორგანიზაციებს და ჯგუფებს, აკტიურ მონაწილეობას იღებდა სალიტერატურო გამოსვლებში, გამოსულა 300 სალიტერატურო საღამოზე საქართველოს თითქმის ყველა კუთხეებში. პოეტის შემოქმედების შესახებ წამოყენებულია ბევრი საყურადღებო სიტყვა. ჩვენს ჟურნალ-გაზეთებში გაბნეულია 500-მდე წერილები და შენიშვნები, რომელთა ავტორებია: აკადემიკოსი ნიკო მარი („Труды Яфетической Семинарии. т. II. Груз. разг. язык“. რუსეთის სამეცნიერო აკადემიის გამოცემა), აკაკი წერეთელი <...>, 1914, კიტა აბაშიძე (შენიშვნა გაზ. მეგობარში), ფილიპე მახარაძე (შენიშვნა, 1915 წლის გაზეთი), ივანე გომართელი (რიგი წერილებისა, შენიშვნების და მოხსენებების <...>), გრიგოლ რობაქიძე (მოხსენებებში და წერილებში), ს. აბაშელი (<...>, 1914, ჟ. შადრევანი), მიხ. წულუკიძე (წერილები და მოხსენებები 1914 წ.).