შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-634-17 - 1924 წელი


სანამ სცენიდან წავიდოდე [მოქალაქენო] მოვითხოვ სიტყვას.
[მე მინდა გ.] [მოვითხოვ სიტყვას, მინდა].
[მოქალაქენო] ამხანაგებო, ერთის სიტყვის მომეცით ნება,
[მე მინდა] რომ შევეკითხო [ცაკის წევრებს] ჩვენს მთავრობას, მუშებს და გლეხებს,
ჩვენს ცაკის წევრებს, ჩვენს  არმიას, ჩვენს მეზღვაურებს.
პარტიის წევრებს, უპარტიო მშრომელთა მასსას,
მსურს შევეკითხო: ამჯობინებთ თუ არა სიკვდილს,
ჩვენში ჯერ კიდევ დაუძლეველ უკულტურობას?
[ო, რა თქმა უნდა, რომ სიკვდილი სჯობია, რადგან
უკულტურობა არის ხალხის პირველი მტერი].
აზიურობა და ცხოვრება კარჩაკეტილი
[არის თუ არა] უპირველესი ჩვენი მტერი არის თუ არა,
ვითმენთ თუ არა მისგან შიმშილს, წყურვილს, სიცივეს,
[უბინობას და] უთვისტომობას, უბინობას, ვითმენთ თუ არა?
არ დაშავდება არაფერი, თუ ჩვენ მას მოვკლავთ [მაშინ პურიც გაიაფდება].
[მაშ, მოვკლათ იგი] მივიდეთ, მოვკლათ საზიზღარი უკულტურობა.