დღიური-628-20 - 1920-იანი წლები
ალექსანდროვის ბაღში სურათს იღებს სამი ახალგაზრდა. მე ვურჩიე მათ: გადაიღეთ სურათი ასე: ნუ დაცქერიხართ წიგნს, თითქო კითხულობთ - ეს მეტისმეტად ფოტოგრაფიულია. წამოწოლა არ შეიძლება-მეთქი - მათ არ დაიჯერეს და გადაიღეს სურათი ასე: წამოწოლილნი არიან, წიგნს დაცქერიან.
ძლიერია ქართველში ელლინური სული და ტემპერამენტი... საშუალო ქართველმა, რა თქმა უნდა, არ იცის დიდი ესტეტიკა, მაგრამ უსათუოდ იცის ესთეტიკა. მაგალითად: ქართველი არ გადაიღებს სურათს ისე, როგორც რუსის სოლდათი: „ჩესტით“ და ასე... მაგრამ იგი უსათუოდ მაჩვენებელია ბუნებრივობის!
*
ბევრია, როგორც ქვიშა და სილა,
ცრემლი ჭაბუკის, ოხვრა ბებერის -
უნდა გააწნა თვითეულს სილა
ისეთი, როგორც მონებს შეფერის.
ამბებო, როგორ სუსტად იწყებით...