შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-495-8 - 1920-იანი წლები


ჰეი და ჰეი - ჭრელთვალა.
ჰეი და ჰეი - ჭრელქუდა.

სიმღერა ქუჩის ბავშებისა. დარაბა №1625.

პოეტების კავშირი.
წითელით თეთრზე.
ყველა მას ემტერება.
„სულ ვართ 2.000.000“.
„გრძნეული ოქრო“. „ძუნწი“.

ადგილები: რკინის გზა, სასაფლაო, ოჯახი,  სასახლე და ქოხი, ზღვა.
„მდიდარი მემკვიდრის საიდუმლო“.

მთელი პიესა. ანგრევენ ქალაქის ერთ ნაწილს. ერთს  მდიდარს, კედელში შენახული აქვს განძეულობა. I მოქმედებიდანვე ეს მდიდარი ყოველ ღონეს ხმარობს, რომ გადაარჩინოს და საზღვარ გარედ გაიტანოს ქონება.
ახალი კატაკომბა, ბუნაგი.

მოქმედნი პირნი:
მარიანა - უკანასკნელი თანამგზავრი. 4 დემონი. ცეცხლისფერ-წითელი ყვავილები. ბორბალი. შხამი. ბორკილები. მარადი სიზმარი. ქალი სხვანაირ წარსულით. მაღაროს მთხრელები. კალია. ის, ვიზედაც ჩუმად არიან. არანორმალური ადამიანი. დედოფალა. ფელეტონისტები. ბიძაშვილი კალიфორნიიდან. ქუჩის ბავშები. ანტიკვარი. ცისფერი ულვაშებიანი. შავი ყაყაჩო. მფრინავი ექიმი <მოლიერი>. კოჭლი ბატონი. აჯია ქაჯი. ძაფზე ეკიდა. ყვავის ბახალა. პაპანაქება. ობობა. უსაქმო კაცი. ადამიანი რესტორანიდან. ცისფერი ლიфი. შერვაშიძეთა შტოის შთამომავალი. სახელოვანი მიცვალებული. მხეცი უბსკრულებიდან. მიქელაძე მიმინოებით. ოტტო ვეინინგერის სახლობის ქალი. ძაღლი. მოჩვენება. ყალბი ბოგემა. ქალი პატარა ძაღლით. მარიამა ორმოდან. გაზეთის ფურცელი. ფოშტალიონი. ბუბნის ტუზი.