დღიური-636-19 - უთარიღო
პატივცემულო გალაკტიონ!
[ამ] ერთი თვის წინათ თქვენ აღუთქვით მარიამ არჯევნიშვილს, რომ მუსიკისათვის დაუწერდით ლექსს - თბილისზე. ის თვითონ თბილისში არ არის. მწერს, რომ მოვსულიყავი თქვენთან ლექსისათვის.
გთხოვთ, გამიმზადოთ. მე შემოვივლი ხვალ, 4/IX-ს, საღამოს 7 საათზე.
პატივისცემით გერონტი ტუღუში
3/IX
წაიღო ლექსი „მრავალჟამიერ“.
1. აი, აქედან იწყება რაღაც ჩემთვის გაუგებარი, სრულიად გაუგებარი!
2. რას ჰგავდა ის ისტორია კაფეში? ვიღაცამ ხელი სტაცა ჩემს თეფშს და...
3. შეშლილი ქალი უკრავდა როიალზე ისე მშვენიერად.