შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-577-3 - უთარიღო


ინტეგრალი - цельный, полный, интегральный.
ძაღლის. მასალები ძაღლის შესახებ.
1. Расказы месяца (Фусао Хаяси). 2. Де-Кобра.

პანაშვიდი
მღვდელი‚ დიაკვანი‚ მოსიმღერეები‚ ორკესტრი.. შემცხადებელი‚ სიტყვის მთქმელები‚ პოეტი ლექსით‚ ძეგლის გამკეთებელი‚ ყვავილები‚ გვირგვინები‚ ბალდახინი. ტრაურია.

გაზეთის გამყიდველი
გაზეთები‚ [ახალი] დღევანდელი გაზეთები. ცნობის ფურცელი‚ ივერია‚ საქართველო‚ ერთობა‚ ერთობა‚ ერთობა‚ ნიშადური‚ ნიშადური...
ააჰ... არავინ გაზეთს არ ყიდულობს.. გაზეთები‚ დღევანდელი გაზეთები‚ მეორე ინტერნაციონალის წევრები მოდიან.. მეორე ინტერნაციონალის წევრები მოდიან.. მოდიან.. მოდიან (მოხუცი გაზეთის გამყიდველი სიცივისაგან კანკალებს). არავინ ყიდულობს... ინგლისელები მოდიან... (ხმა უკანკალებს).
(გამოჩნდება მდიდრული პროცესია).
მუშა: ესენი არიან მეორე ინტერნაციონალის წევრები?
გაზ. გამყ.: ესენი უნდა იყვენ‚ სწორედ ესენი უნდა იყვნენ. გინდა გაზეთი? [აიღე, იაფად ვყ.].
მუშა: ბოლშევიკური გაზეთი არა გაქვს?
გაზ. გამყ.: ეე‚ თქვენცა. აქ ვინ გააჭაჭანებს ბოლშევიკურ გაზეთს. აქ.. [მენ] საქართველოა.. გესმის‚ საქართველო...
მუშა: მერე საქართველო რომ არის‚ მიტომ ბოლშევიკები აქ არა გგონიან?