შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-498-19 - უთარიღო


[№7].
უცებ ასტყდა ყვირილი და აურზაური. როსკიპი ქალები დახვედროდენ მათთან სტუმრად მოსულ 40 წლის გლეხს და სცემდენ. ჩვენ ჩავერიეთ საქმეში, მაგრამ ეხლა მათ ჩვენ დაგვიწყეს მუქარა და ლანძღვა-გინება.

თქვენ იცით, ჩვენ ვინა ვართ, ხელი არ გვახლოთ, თორემ გაზეთში გამოგჭიმავთო.

მესამე წითელ სასადილოში აუარებელი ბუზები ირევა. ისინი ასხდებიან მაგიდას, პურს, საჭმელს და ავრცელებენ სუნს.

გზები მეტად ოღრო-ჩოღრო და ანგრეულ-დანგრეულია, ავტომობილის თვლები ხშირად ვარდება ხოლმე ორმოებში და გლეხობას ძლიერ უძნელდება იქიდან მათი ამოთრევა.

ჩარჩები და სპეკულიანტები სოფლებისაკენ დაიძრენ ჭირნახულის შესასყიდათ და გაყალბებული ფულის გასანაღდებლად. ისინი ატყუებენ გლეხებს და გაბათილებულ ფულს, ნიკოლოზის ვერცხლის ფულებს აჩეჩებენ ხელში უვიც გლეხებს.