შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-636-8 - უთარიღო


                             ალმა-ატაში გლეხმა პირველად დაინახა მატარებელი
     
     თითქო ყურები დიდხანს დაბუგული ჰქონდა; ეხლა გაეხსნა და მან გაო­ცე­ბით  მი­უგდო ყური მის გარეშემო უეცრად დატრიალებულ ფუსფუსს, გუ­გუნ­სა და ხმაუ­რო­ბას. იგი უღიმის მას ბავშური გულწრფელი გაღიმებით. აი, პა­ტარა უზბეკელი ბავ­შებიც.  ისინი სტვენენ, ყვირიან, ხმაურობენ მატარებ­ლის დანახვაზე; ისინი ნა­ხუ­ლო­ბენ ამ ახალ სანახაობაში უამრავ წყაროებს აუწე­რელი სიამოვნებისათვის.
      მათ აბრუებს თანაბარი, რიტმიული გუგუნი, ერთი და იმავე [ტონისა] ბორ­ბ­ლე­ბის ჯერჯერობით მათ არ გაუგონიათ, რომ შესაძლებელია; სწორედ ასე­თი­ვე სია­მოვნება თანაბარი სიმების დაედო საფუძვლად მუსიკას, მის რიტმს.
     ძლიერი და გამყინავი სტვენა ორთქლმავალისა უეცრად აყრუებს ყვე­ლას; უცებ ყველანი ყურებს თითებით იცავენ, მაგრამ მალე გაისმის ერთხმო­ვა­ნი ხარ­ხა­რი. „ეს რა აშარი რამ ყოფილა“ - სიამოვნებით ფიქრობენ ისინი, ალ­ბად.. მა­ტა­რე­ბელმა საზარლად დაიქშინა, ესეც არანაკლებ საოცარი.
     ორთქლმავალმა ნელა დაიხია და დაეჯახა წინა რონოდას. რიტმიულადვე ნე­ლა და­ჯახება გაიმეორეს ერთმა მეორეზე [ყველა] რონოდების მთელმა შე­მად­გენლობამ. ესეც არანაკლებ ახალი ამბავია.
     იყო უზბეკისტანი, იყო თურქესტანი, საუკუნოებით დავიწყებული, თვით­მპყ­რო­ბელობით დამონებული ერები, მის მიერ „დაბალ რასსად“ წოდებული თურ­ქეს­ტა­ნი. მხარე ეწეოდა უმთავრესად ბამბის მოყვანას, მებაღეობას, მატ­ყლი, ტყა­ვეუ­ლო­ბა და სხვ. შეადგენდა მის საარსებო წარმოებას. მაგრამ ყოვე­ლი­ვე ეს კერძი იყო ემირის და მეფის დამქაშების, სოფლის მსხვილი მემამუ­ლე­ების, ქალაქელი ვაჭ­რების და მოლების. კიშლაკებსა და აულებს ეპატრონე­ბო­დენ ბაები, მანანები, მუ­ლები. მხარის მთელი მოსავალი მათს საკუთრებას შე­ადგენდა. „ეს ჩემია“ - [გაიძახოდნენ ისინი, ესეც შენია] გაი­ძა­ხოდა ბაი,  ჩე­მი კერძო საკუთრებაა წინაპართაგან ჩემ­ზე გადმოსული ქონებაა, ან ჩემი სა­კუთარი ფულით ნაყიდია. იგი არასდროს არ იტ­ყოდა, რომ მთელ ამ უზარ­მა­ზარ სივრცეს მიწებისას ამუშავებს არა ის, არამედ დეხ­ვანების, მო­ჯა­მა­გი­რე­ების და მუშების მიერ. არა, მას ძვალლბილში ჰქონდა გამჯ­და­რი კერძო მე­საკუთ­რის გრძნობა და განა მარტო მას? სიტყვებს „ჩემი“ და „შენის“ არა მარ­ტო უზბეკისტანსა და თურქესტანში [ჰქონდა] ეძლეოდა უზარმაზარი მნიშ­ვ­ნე­ლობა, არამედ გადაიქცა მთელი მსოფლიოს ისტორიად, და­მო­ნე­ბულ­თა და დამ­მო­ნე­ბელთა ისტორიად, კაპიტალისტური ხანის ისტორიად. „წა­არ­თვით [კა­ცობ­რიო­ბას] უზბეკისტანს კერძო საკუთრების იდეია, - გაიძახოდა [ბურ­­ჟუაზია] ბაი - წაართ­ვით [კაცობრიობას] მას ეს იდეია და მთელი ხლართი სა­ზო­გადოებრივობისა გა­დავარდება საზიზღროებაში; შეეცადეთ, გა­ნა­ხორ­ცი­ელოთ კომუნიზმის უტოპია და [ადამიანები] უზბეკელები, რომელთაც პა­ტივ­სა სცემენ და უყვართ ერთმანეთი, გა­დაიქცევიან მგლების ხროვად, რომ­ლე­ბიც ერთმანეთს დაგლეჯენ. გა­სისხ­ლია­ნე­ბული მსხვერპლის დასასა­კუთ­რებ­ლად“. წარმოიდგინეთ! თურმე ასე მოხდება! მაგ­რამ აღმოჩნდა სულ სხვა რა­მე. სწორედ ამ კომუნიზმის უტოპიამ საბოლოოდ შე­არყია კერძო სა­კუთ­რე­ბის მრავალი საუკუნის მუდმივი კანონები, რომელსაც ბურ­ჟუაზია „ბუნე­ბის კანონად“ სთვლიდა. თითქო უუძველეს ხანაში უზბეკელი ვე­რა­ვი­თარ გან­სხვა­ვებას ვერ ხედავდა სიტყვებში: „შევიძინე“ და „იქურდე“, და­ხე­ტია­ლობდა რა თავის მწირ ხრიოკებში.