შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-636-7 - უთარიღო


     ერთს მშვენიერს მთვარიან ღამეს მოლა მასრადინამ ჭაში ჩაიხედა. „ვაი, - დაი­ძა­ხა მან, როდესაც ჭის წყალში მთვა­რე დაინახა, - საბრალო მთვარე იხ­­რჩობა წყალში. უნდა ვუშველოო“. მოლამ მა­შინვე კავი მონახა, ბაწარს მოაბა და ჭაში ჩაუშვა. კავი რომ ქვებს მოედო, მოლამ [კი] იფიქრა, [რომ კავი] მოედო მთვა­რეს და ისეთი გულმოდგინებით დაუწყო წევა ბა­წარს, რომ ბაწარი გას­წყდა, მოლა ყირამალა წავიდა, დაეცა - გულაღმა და ზურგი იტ­კინა. ამ მდგო­მა­რეობაში რომ იყო, მან ცაზე მთვარე დაინახა: „მადლობა ალლაჰს! - დაიძახა მო­ლამ, - თუმცა ზურგი ვიტკინე, მთვარე მაინც გადავარჩინეო!“