შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-626-9 - უთარიღო


ფიქრები გიორგი ქუჩიშვილის შესახებ
1. ჩვენს შორის მას ამაყად ეჭირა თავი, რადგან მე მას დავარქვი პროლეტარული პოეტი, იმ მიზნით, რომ სხვა პროლეტარი პოეტები არ გამედიდურებულიყვენ. ამით მან შესანიშნავად ისარგებლა – რომ ტერორით ეპასუხნა ჩვენთვისვე. შემდეგ არ დააგვიანა პროლეტარულ მწერალთა სიაში ჩაწერა.
2. ჩაეწერა და გამედიდურდა, თუმცა ყოველთვის მედიდურობდა. მგონია, რცხვენია ამ მედიდურობის.
3. შენობის აშენების შესახებ იგი გაიგებს მალე.
4. ღალატისთვის იგი პასუხს აგებს.
5. იგი არ არის პროლეტარული პოეტი ამ სიტყვის ნამდვილი გაგებით. იქ მას ელის სასტიკი დამარცხება. ტყვილად ეგონა საწყალს, რომ იქ იგი მიღებული იქნება, როგორც ნამდვილი ძმა. იგი მიღებულია იქ, როგორც მათხოვარი.
6. მშვიდობით, საწყალო, ამიერიდან დაღუპულო.
7. მშვიდობით, თვითმკვლელობის გზაზე შემდგარო.
[ჩვენ] მე მიღალატა იმიტომ, რომ... მეგობრობა ვერ გავუწიე. ვაჰ, მე! ვაჰმე. „თითქო დიდი შენობა მეშენებიოსო“.
გამოტირება, დამშვიდობება სამუდამოთ.