შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-552-8 - უთარიღო


საბჭოთა ქვეყნის ახალ მოქალაქეებს მივესალმები ჩემი თავისუფალი ჩანგით.
ძმურ კავშირში, მეგობრობაში დავიწყებთ ჩვენ ახალი ცხოვრების აგებას და მივაღწევთ კეთილშობილ მიზანს.
სადაც მეფობდა ძალადობა, სადაც ბატონ-პატრონი იყო მათრახი, უსამართლობა, სიხარბე და ყოველგვარი ბიწიერება ფრთას შლიდა მდიდარ და დიდებულ, ფუფუნება-განცხრომაში მყოფ ციხე-დარბაზებს, სასახლეებს და კოშკებს.
ეკლესია-ტაძრებში და მონასტრებში მეფობდა მლიქვნელობა, ტყუილი, სიცრუე, მონური მორჩილება (მონურად თავის დამდაბლება, ფეხქვეშ გაგება, ქვემძრომობა. მაამებლობა, მასიამოვნებლობა, პირმოთნეობა, პირფერობა, ფარისევლობა, ორპირობა, თვალთმაქცობა.
სადაც ღარიბ მონას, მძიმე შრომითა და მწუხარებით გულმოკლულს, არ ახარებდა გაზაფხულის ცა და მზე.
არ ყვავოდა ველ-მინდორი ზაფხულობით.
გამაცოცხლებელი სიგრილით არ სუნთქავდენ ხეები.
სადაც, შემოდგომობით, მოსავალის მოწევისას (აღებისას) ის ისევე მშიერი რჩებოდა.
არც სითბოსა და მყუდროებას გრძნობდა იგი ზამთრობით.
ამ შუასაუკუნეებისა და ბატონურ (დიდკაცურ) უღელქვეშ, ომთა [მრისხანებაში] (გააფთრებაში) და აჯანყებების მრისხანებაში გაბრწყინდა ვარსკვლავი მშვიდობიანობისა და სიყვარულის.
ვაი თქვენ, დამმონებელნო, მკირთავნო.
იფრიალეთ, წითელო დროშებო, განთავისუფლებულ მხარეზე (ქვეყანაზე).
სიხარულით, გულმხიარულად დაჰკარი, ჩაქუჩო, სჭედე [ხმალი] მახვილი ანგარიშის გასწორებისა და განაჩენის, თქვენი ახალი ცხოვრების დაცვის.
მარდათ, მარჯვედ აკრიფე მოსავალი, საბჭოთა ნამგალო.
გაიხარე, გულო, შენ გაქვს სამშობლო, თავისი თავშესაფარი, უფლება შრომისა და დასვენების.
ოქროს თავთავებისაგან (ღერებისაგან) დასწანით გამარჯვების გვირგვინი.
დაამშვენეთ მითი ჩაქუჩი და ნამგალი.
იმღერეთ თქვენი მშობლიური სიმღერები, უკრაინული სიმღერები, ბელორუსიის სიმღერები, საუკუნეთა შორის თქვენ მიერ გამოტანილი.
იმღერეთ, სიმღერით შეამკეთ სახელი ბელადისა და ყველა ბედკრულთა და უბედურთა მეგობრის - ამხ. სტალინის.
დათვერით მშობლიური ენის ხმით.
აქეთ და ადიდეთ ბედნიერებისათვის გადარჩენილი ცხოვრება.
ჩვენ ვიმღერებთ თქვენთან.
მოგესალმებით ჩვენი სამშობლოის გმირებს და შევარდნებს, თქვენს დამცველებს და განმათავისუფლებლებს.
Хай живе червона армия!
ძლიერი, მედგარი, თავგანწირული.
დიდი და უძლეველი!
რევოლიუციის ცეცხლში დაბადებული.
ომებში გამობრძმედილი (გამოწრთვნილი ომით).
ცხოვრებისა და ბედნიერების მომნიჭებელი.
გაზრდილი თავისუფლების მიერ.
შენკენაა მოპყრობილი იმედი მსოფლიოს ყველა ხალხთა.
გაანადგურე, მიწასთან გაასწორე დამმონებელი.
უდიდესი რისხვის ჟამს შეასრულე შენი საღვთო ვალი.
დაამარცხე მფლობელნი კაპიტალისა.
გამარჯვებისაკენ გაუძეღვ წინ თავისუფლების ლეგიონებს.
წინ კეთილშობილი მიზნისაკენ.
წინ საერთო სიკეთე-ბედნიერებისაკენ, კეთილდღეობისაკენ.
წინ კომუნიზმის გამარჯვებისკენ.