შუალედი - დან - მდე
 
 


დღიური-625-2 - უთარიღო


„შეიძლება ამიტომ უწოდებენ „პოეტების მეფეს“?!
დომინიკა ერისთავი (განდეგილი). ათასცხრაას ოცდაშვიდი წელი, 9 მაისი.

„ას წელიწადში ერთხელ თუ გამოანათებს მშობლიურ ცაზე ასეთი ვარსკვლავი“.
ია ეკალაძე

გალაკტიონ ტაბიძე, ალექსანდრე აბაშელი, სანდრო შანშიაშვილი, იოსებ გრიშაშვილი.
გრიშაშვილის წიგნი. აბაშელის წიგნი. 2000.
გველესიანის სურათზე ჩერნიავსკის წარწერა.
კოსტიუმი - უპირველეს ყოვლისა.
1. ფული. 2. კოსტიუმი.

*
ეს გრიშაშვილი სოსო,
თავი რომ უგავს ხბოსო,
სულ რომ იძახის: sos! sos!
მარიჯანს ნაჩი ყნოსოს.

ჩვენს ძვირფას სანდროს! [შანშიაშვილს] თანამებრძოლს, თანამოკალმეს, საღამო - ალმასს.

*
ს. აბაშელი.
[მზეც ამოვიდა] განთიადისას ცა გამოდარდა -
შეხედე [კრისტალი] თოვლი რაოდენია,
[აქ უბრწყინვალეს] მზეც ამოვიდა ეპოქის კართან,
გალაკტიონის ბრწყინავს გენია.

* * *
ჩემს ძვირფას სანდროს,
თანამებრძოლს,
თანამოკალმეს,
ვის ლექსს ვადარებს [მზის სხივებზე]
[განათებულზე]
ჩვენს ვაზებში ანთებულ ალმასს,
გაკრიალებულს უბრწყინვალესს
მშობლიურ მზეზე.
რომ ვუგზავნი [ამ] წიგნს,
[სიყვარულით]
გულო ჩემო, - აი მიზეზი.
გ. ტაბიძე

*
[ჩვენს ძვირფას] გრიშაშვილს სოსოს -
[ვეძახით:] ეს ხმა აქვს: sos, sos! –
[ის კი არ ამბობს
არც არას, არც „ჰო“-ს].
რომ არ თქომს ქალი,
არც არას, არც ჰოს.
[- თავი მიუგავს -
- [ჩვენებიანთ] ხბოს].
თან თავი უგავს
ოსეფაანთ ხბოს.

*
ბარათაშვილის აღმართო, ცრემლით დამწველო გულისა.